საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - დალი 12 თებერვალი, 15:47 დალი სვანური ზეპირსიტყვიერების მიხედვით, ნადირობის ქალღმერთია. სამონადირეო მითოსი კავკასიურ ფოლკლორში მდიდარი მასალით არის წარმოდგენილი. დალი სვანეთში არის ნადირობის ქალღმერთი, ველურ ცხოველთა მფარველი, დალი მზეთუნახავის გარეგნობისაა, ულამაზესი, საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. (იხ. სტატიები დალიზე: ინგლისურად და ქართულად) დალი მაქციაა - მას შეუძლია გამოეცხადოს ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს და არავის უმხელს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალისა და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ცნობილი პან-ევროპული, იბერო-კავკასიური გმირი ამირანი/პრომეთე. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა გვიდასტურებს, რომ კავკასიური მითოლოგიის ზოგიერთი პერსონაჟი და მოტივი უშუალოდ ეხმიანება მცირე აზიური ძველი წარმართული სისტემების ელემენტებს და შესაძლოა იქიდანაც მომდინარეობდეს ან აქედან იქ იყოს გავრცელებული. ან როგორც ამას ბევრი მკვლევარი ადასტურებს, ეს ერთიანი იბერო-კავკასიური კულტურული სივრცე იყო. ყველაზე სრულყოფილად დედა-ქალღმერთის სახე ამ რეგიონში ჩამოყალიბდა მთელი თავისი მრავალფეროვნებით და აქედან განეფინა როგორც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის, ისე კავკასიურ კულტურებში. რასაკვირველია, მითოლოგიური სახის სესხება არ მომხდარა მექანიკურად, არამედ ადგილობრივ კულტურებთან შემოქმედებით პროცესში ჩამოყალიბდა. რაოდენ ინტენსიურიც არ უნდა იყოს გარეგანი ზემოქმედება, განსაზღვრულ ფორმასა და შინაარსს მას აძლევს საზოგადოების შინაგანი განვითარების დონე. ასე ქალღმერთ დალის შემთხვევაშიც. მასში აშკარად ჩანს მცირეაზიურ ქალ-ღვთაებათა არა მარტო ნიშნები, არამედ მათ მითოლოგიურ ბიოგრაფიებთან სიახლოვე, მაგრამ იგი ერთმნიშვნელოვნად კავკასიური ღვთაებაა, ზოგადკავკასიურ წარმოდგენებზე ჩამოყალიბებული, რაზეც მისი სახელის ძირიც მიუთითებს. ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ხალხების ენებში: დალი, დიალ, დელა, დალაი, ნიშნავს ღმერთს. გამუსლიმებამდე ჩეჩნეთში უმაღლეს ღმერთს ერქვა "დიალა." თუშეთში კი გმირის მოსაგონარ რიტუალსა და სამგლოვიარო ლექსს "დალაობა" ეწოდებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დალი როგორც დედა ქალღმერთის ერთ-ერთი ჰიპოსტასი, მიცვალებულთა სამყაროსაც განაგებს. იბერო-კავკასიელთა წარმართობაში ნადირობის სხვა ღვთაებებიც არიან ცნობილნი, უმეტესად მამაკაცები, დალი ბევრად უფრო ძველი სახეა და დედა ქალღმერთს ველური ბუნების მფარველობის ფუნქციით წარმოადგენს. (განაგრძეთ კითხვა გვ. 41-დან) ასევე დაგაინტერესებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე2. 160 სამეცნიერო სტატია3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ4. თამარ მეფის ბრძოლების სია5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?6. ვერმახტის ქართული ლეგიონი7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი11. ქართული მითოლოგია - აფსათი12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა13. ქართული მითოლოგია - არმაზი14. ქართული მითოლოგია - ბატონები15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი17. სტალინი ქართველების შესახებ18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?19. პირამიდების ტიპები20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?25. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?26. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ27. სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?ავტორი: თორნიკე ფხალაძე222 1-ს მოსწონს
|