x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86266
  • ვიდეო:336568
  • სურათი:446513
რა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა ლადო გუდიაშვილი პარიზში ყოფნისას და სხვა საინტერესო მომენტები

ლადო გუდიაშვილი


მეოცე საუკუნის ამ გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ფერმწერსა თუ მსახიობს, ლადო გუდიაშვილს, ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. განსაკუთრებული მომენტები და თავგადასავლები მას პარიზში გადახდა, სადაც ისეთ სახელგანთქმულ მხატვრებს ხვდებოდა, როგორებიც იყვენენ: მოდილიანი, ზულოაგა, ლარიონოვი და სხვანი. მის ნამუშევრებს იძენდნენ ფრანგი და ამერიკელი კოლექციონერები, აგრეთვე ცნობილი მუზეუმები თუ გალერიები(მათ შორის ''პრადოც'').


image

გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო და მცირედ კომიკურ სიტუაციას მხატვრის ცხოვრებიდან.


პარიზში ყოფნისას ლადო მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა… ზეიმის შემდეგ, კაფე „როტონდაში” შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს… მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს. ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვეო, – თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები, დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე, რომ მის წინაშე ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.


როგორც მიხვდით, ლადო გუდიაშვილი ძალიან პოპულარული იყო იმდროინდელ პარიზში. მისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება ''კინტოების ქეიფი'' მსოფლიოში აღიარებულმა ესპანელმა მხატვარმა, იგნასიო სულოაგამ შეიძინა.


image


ლადო იმდენად გახარებული იყო ამ ფაქტით, რომ როდესაც გამოფენის თანამშრომელმა ჰკითხა, ნახატს რამდენად შეაფასებდა, კბილებისა და ხელების კანკალით უპასუხა: '' მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი. ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს''… მომდევნო დღეს სულოაგა თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში. სრულად დაათვალიერა კოლექცია და რამოდენიმე ცალი კიდეც შეიძინა. ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა. როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო. ესპანელმა მხატვარმა იცოდა, რომ ლადო იუარებდა თანხის აღებას და ასეთი სიტყვები უთხრა: ''მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა. ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ...''



ასევე საინტერესოა >>> ოლღა ილიაზე: '' კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!...''



image


0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0