x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86261
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
ახალი ''ცინცხალი'' ანეკდოტები იუმორის მოყვარულებს

ანეკდოტები

image

''დიდუბიდან'' მატარებელი დაიძრა თუ არა, სვანი დაიხარა და შარვლის ტოტების აკეცვა დაიწყო.

- რას აკეთებ? - ჰკითხა მეგობარმა.

- შემდეგი სადგური ''ღრმა ღელეო'' და...

* * *


გურულს პოლიციაში დააწყებინებენ მუშაობას. მისცემენ მკვლელის სურათს,

- ეს კაცი დამნაშავეა და დასაჭერიაო

- რო უღებდით აი სურათს, დეგეჭირათ მაშინ, სა ვდიო ახლა?

* * *


ქალმა პოლიციას მიმართა: ქმარი დამეკარგაო. ჰკითხეს, როგორ გამოიყურებაო, რა ჩვევები ახასიათებსო. მერე კი უთხრეს: როცა ვიპოვით, რა გადავცეთო?

ქალმა უთხრა: გადაეცით, რომ დედაჩემი ჩემთან საცხოვრებლად აღარ გადმოდის–თქო.

* * *


ცოლი ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ ყურმილს დებს.

ქმარი ეკითხება: რა იყო, ძვირფასო, საუბარი ასე მალე რატომ დაამთავრე?

- სხვაგან მოვხვდი - პასუხობს ცოლი


* * *

ბაზრობაზე მყიდველი ეუბნება მეგრელ გამყიდველს:

- რომ მეუბნებით, სუფთა შალიაო, აი, ეტიკეტზე აწერია 100% ბამბაო. რატომ მატყუებთ?

- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, მაგით თქვენ კი არა ჩრჩილს ვატყუებთ.

* * *



ორი ნასვამი სვანი შეუვარდა კაბინაში მეტროს მატარებლის მემანქანეს:

- ეხლავე ჩვენს სახლში, უშგულში წაგვიყვანე თორემ...

მემანქანე არ დაიბნა, მიკროფონი აიღო და:

- კარები იკეტება. შემდეგი სადგური ''უშგული''

* * *


დამწყებმა მსახიობმა, რომელსაც თავი ტრაგიკოსად წარმოედგინა, ნ. რიბოკოვს, გამოჩენილ ტრაგიკოსს, სთხოვა, მნახეთ ოტელოს როლშიო.

სპექტაკლის შემდეგ ოსტატს ჰკითხა:

- ხომ კარგად ვკლავ დეზდემონას?

- კარგად - მიუგო რიბაკოვმა - მაგრამ შენ გაცილებთ უკეთ კლავ შექსპირს.

* * *





0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0