x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს გასაოცარი ადგილები: აბუ სიმბელი

რამზეს მეორე ეგვიპტის უდიდესი ფარაონი იყო. მისი სამოცდაათწლიანი მმართველობის დროს ეგვიფტის სამეფო გაიზარდა და უწინდელზე მდიდარი გახდა.წინამორბედი ფარაონების მსგავსად რამზეს მეორე თავისი ქონების უდიდეს ნაწილს გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს ახმარებდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნასერის ტბის დასავლეთ სანაპიროზემდებარე აბუ სიმბელის ორი ტაძარია.image ამ როიდან უდიდესი რამზესის სახელობის ტაძარია, რომელიც ძველი მსოფლიოს არქიტექტურისა დახელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება.ტაძრის შესასვლელში ოთხი ფარაონის კოლოსალური ქანდაკება დგას. დიდი პირამიდის გაყოლებაზე მდგარი ქანდაკებები ძველეგვიფტური ხელოვნების ყველაზე ცნობადი და გასაოცარი ისტორიული მემკვიდრეობაა. კადეშის ბრძოლაში ფარაონის “გამარჯვების" უკვდავსაყოფად(ისტორიკოსების აზრით, იმ ომში მოწინააღმდეგეები დაუმარცხებლად გაეყარნენ ერთმანეთს) აგებული ტაძარი პირდაპირ მთის ქვიან ფერდობზე ამოკვეთეს ძვ.წ.1244-1224 წლებში.ტაძრის შესასვლელს მჯდომიარე ღმერთთა თანასწორი ქანდაკებები იცავენ, რომელთა ზემოთ შევარდნისთავიანი ღმერთი- რა დგას. შიგნით ოთახებისა და ფალატების კომპლექსში რვასვეტიანი ჰიპოსტილური დარბაზები დომინირებს. შენობა იმდენად იდეალურად არის აგებული, რომ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, 22 თებერვალს და 22 ოქტომბერს, ამომავალი მზის სხივები ტაძრის ინტერიერში იჭრება და ოთხიდან სამი ღვთაების ქანდაკებას ანათებს. მეოთხე ქანდაკება ქვესკნელის ღმერთს პტაჰს ეკუთვნის და ის მარადიულ წყვდიადში უნდა იყოლ გახვეული.
image

მეორე, მცირე ტაძარი რამზესის 200 ცოლიდან უმთავრესის, ნეფერტიტის განსადიდებლად ქალღმერთ ჰათორის სახელზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ნეფერტიტის ტაძარი რამზესის ტაძარზე მცირე ზომისაა, ამით მის სილამაზეს არაფერი აკლდება. ტაძრის შესასვლელთან დედოფლისა და ფარაონის ათმეტრიანი ქანდაკებები დგას. ისინი არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, არამდე იმითაც, რომ ისინი თანაბარი ზომისაა. იმდროინდელი ტრადიციებისთვის ეს მეტისმეტად უჩვეულოა, რადგან ფარაონის გვერდით ყველა და ყველაფერი ჯუჯად უნდა გამოჩენილიყო. ქანდაკებების თანაბარი ზომები ნეფერტიტის მიმართ ფარაონის სიყვარულის დადასტურებაა.
image ტაძრის ინტერიერი მისი დიდი ზომების გამარტივებული ვარიანტია. კედლებს ამშვენებს რელიეფური გამოსახულებები, თუ როგორ სწირავენ ძღვენს ღმერთებს ნეფეტიტი და რამზესი.
საუკუნეების განმავლობაში ტაძრები მიივიწყეს და თანდათან ქვიშამ ჩაყლაპა. 1813 წელს შვეიცარიელი მოგზაური იოჰან ლუდვიგ ბრუკჰარდტი იქ ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ(რომელსაც ლეგენდის თანახმად აბუ სიმბელი ერქვა და სწორედ მის სახელს ატარებს ტაძრები) მიიყვანა. ბუკჰარდტმა დიდი ტაძრის ზედა, 20 ქვის ბაბუინით მორთული ფრიზი აღმოაჩინა და ამის შესახებ იტალიელ მკვლევარ ჯიოვანი ბელცონის აცნობა. ბელცონიმ იმდენი მოახერხა, რომ 1817 წლისთვის ტაძრის შესასვლელი გააწმენდინა. ქვიშიდან სრულიად ამოთხრილი ორივე ტაძარი 1964-68 წლებში დაშალეს და მოშორებით გადაიტანეს, რადგან ასუინის კაშხლის მშენებლობა მას მთლიანად წყლით დაფარვით ემუქრებოდა.
image
დღეს აბუ სიმბელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ეგვიფტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. უკვე 3000 ათასი წელი გავიდა მისი აშენებიდან, მაგრამ აბუ სიმბელი დღემდე აოცებს და აღაფრთოვანებს მნახველს.


0
135
შეფასება არ არის
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0