x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
რა არ უნდა აჭამოთ ბავშვს  3 წლამდე  

image



დედა, რომელიც ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, არ მისცემს მას ტკბილ გაზიან სასმელებს, ჩიფსებს, მაიონეზს და სხვა მავნე პროდუქტებს. 3 წლამდე ასაკის ბავშვის კუჭი ვერ ახდენს ყველა იმ პროდუქტის გადამუშავებას, რასაც მას მშობლები აძლევენ.


ამიტომ გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებს.




1. ხორცის და თევზის ბულიონები.


უმჯობესია ის შეცვლოთ ბოსტნეულით. ხორცის და თევზის ხარშვისას ბულიონში გადადის ძალიან ბევრი ისეთი ნივთიერებები, რომლებიც აღიზიანებენ ბავშვის ნაზ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

image

ასე რომ წვნიანი დაამზადეთ ბოსტნეულის ბულიონზე, ხოლო ხორცი მიეცით ცალკე მოხარშული.




2. ძეხვი „საექიმო“

image

მის ნაცვლად უმჯობესი იქნება ყველის ნაჭერს თუ მისცემთ ბავშვს. მოხარშულ ძეხვში და სოსისებში ბევრი მარილი, საკვების დანამატები და მავნე ცხიმებია.



ისინი ხელს უშლიან კალცის ათვისებას და ზედმეტად ტვირთავენ ბავშვის სისხლძარღვთა სისტემას.




3. სოკოები.


image

ბავშვებმა არ უნდა მიიღონ არც ტყის, არც სათბურის სოკოები. უმჯობესი იქნება, თუ სასკოლო ასაკამდე არ გასინჯავს ბავშვი სოკოს.



საქმე იმაშია, რომ სოკოს შეუძლია ბავშვში გამოიწვიოს კუჭ- ნაწლავის აშლილობა იმიტომ, რომ ის ძნელად ასათვისებელია.





4. ზღვის პროდუქტები.



image


მოხარშული კალმარები ან კრივეტკები ბავშვებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ისინი ძნელად მოსანელებელია და ალერგიაც შეიძლება გამოიწვიოს.





პატარებისთვის, არც ხიზილალაა სასურველი მასში არსებული ბევრი მარილის გამო, რაც გამაღიზიანებლად მოქმედებს ბავშვის კუჭზე.




5. დაკონსერვებული ბოსტნეული.



image


არასასურველია სამ წლამდე ასაკისბავშვებისთვის. ზეთისხილი, მჟავე კიტრი, - ბავშვების ნაწილს ძალიან უყვარს მარილიანი ბოსტნეული.





მაგრამ, სანელებლების და მარილის სიჭარბის გამო დიეტოლოგები არ გვირჩევენ ბავშვს ვაჭამოთ ასეთი საჭმელი.



6. მოჭიქული ხაჭო.



image


ამ პროდუქტის შემადგენლობაში ძალიან ბევრი შაქარი და ცხიმია, ასევე სტაბილიზატორები, ემულგატორები და სხვა ამგვარი „ქიმია“.



ხაჭო მასში ძალიან ცოტაა, ამიტომ მოჭიქული ხაჭო ვერ გამოდგება ამ პროდუქტის შემცვლელად.



7. ნაყინი.



image



როგორც ცნობილია, ნაყინი, ყველაზე გავრცელებულ ალერგენების რეიტიგში შედის. თუ თქვენი პატარა ვერ იტანს ლაქტოზას, მაშინ მისთვის ნაყინი არ შეიძლება.


გარდა ამისა, ამ პროდუქტში შედის ემულგატორები, არომატიზატორები, სტაბილიზატორები და ა.შ. ასე რომ, უმჯობესია ისწავლოთ ნაყინის სახლში დამზადება.




8. მაღაზიის ორცხობილები.


image



მაღაზიაში ნაყიდი სხვადასხავა ნამცხვრები, ტორტები, ვაფლები და სხვა პროდუქტები ძალიან დიდ დატვირთვას ახდენენ ბავშვის ორგანიზმზე.



სამრეწველო წარმოებაში გამოცხობილ პროდუქტებში მრავალი ალერგენი და შაქარი, ასევე არც თუ ისე სასარგებლო დანამატებია.


9. შოკოლადი.



image



სამ წლამდე ასაკის ბავშვებს შოკოლადი არ უნდა მისცეთ. ალერგიის წარმოშობის რისკი უფრო იმატებს, თუ შოკოლადში დამატებულია გემოს მისაცემი ხელოვნური დანამატები.




სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ სავსებით შესაძლებელია ბავშვს კაკაო შესთავაზოთ. ბავშვის რაციონში პირველადი შეყვანისას უნდა შეამოწმოთ, ხომ არ აქვს ალერგია ამ პროდუქტზე.





10. ეკზოტიკური ხილი.



image


უნდა გახსოვდეთ, რომ საკვებად უნდა გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომელიც თქვენს სამშობლოში იზრდება.

რაც შეეხება ბავშვის ორგანიზმს, ეკზოტიკურმა ხილმა შესაძლებელია მას ზიანი მიაყენოს.


ისეთი ხილი“ როგორიცა მაგალითად მანგო, შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ძლიერი ალერგიის გამომწვევი მიზეზი, არამედ მძიმე მოწამვლისაც კი.


მშობლებო, იყავით ყურადღებით!


***


იხილეთ ასევე:




რაც უფრო ცოტა აქვს ბავშვს სათამაშო, მით უფრო მხიარული იქნება ის! ახალი კვლევა ჩვენ ყველა ვცდილობთ ბავშვებს ახალი და ბევრი სათამაშო ვუყიდოთ. მაგრამ ეს ყოველთვის კარგი როდია. და საქმე ეხება არა მარტო განებივრებას! ოჰაიოს შტატის ტოლედოს უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ სათამაშოების სიმრავლე ბავშვის



სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის! ახალბედა მშობლების ცხოვრება სავსეა ბავშვზე ნერვიულობით. მაგრამ ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი, სხეულით სიგნალებს გვიგზავნიან თავიანთ შეგრძნებებზე. ფრიად მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის სხეულის ენას _წერს пишет Elite Readers. და აი...

გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი. მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებული - სურდოა. დაავადების ყველანაირი გამოვლინება - ტემპერატურის მომატება, სველი გამონადენი

***


*





0
169
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0