x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცხოპლანეტელი, რომელიც 40 წლის განმავლობაში იტაცებდა ადამიანებს, ტეხასელი მანიაკი აღმოჩნდა

ხანში შესული მამაკაცი გამოტყდა, რომ ის უცხოპლანეტელად ასაღებდა თავს, 40 წლის განმავლობაში იტაცებდა ადამიანებს და ატარებდა მათზე ცდებს სექსუალური კონტექსტით. ის იყენებდა ნარკოტიკებსა და სპეცეფექტებს, რომ მსხვერპლისათვის შეექმნა სრული შეგრძნება უცხოპლანეტელთან კონტაქტისა.


ტეხასში ჩატარებული ხანგრძლივი და ჩახლართული გამოძიების შედეგად, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები აწარმოებდნენ, დაპატიმრებული იქნა 73 წლის არნოლდ უაიტი. შორეული გადაზიდვების ყოფილი მძღოლი გამოტყდა, რომ ის 40 წლის განმავლობაში იტაცებდა ადამიანებს და მათზე უცხოპლანეტელის სახით ძალადობდა.



image



თავდაპირველად უაიტი ეჭვმიტანილი იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩადენილ ოთხ დანაშაულში, თუმცა გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ცრუ-უცხოპლანეტელმა სხვადასხვა დროს მოიტაცა 79 ადამიანი ტეხასის, კალიფორნიის, ნევადის და ნიუ-მექსიკოს შტატებში.



image



ბებერმა მანიაკმა უამბო პოლიციელებს, რომ ის იყენებდა ჰალუცინოგენური პრეპარატების ნარევს, მათ შორის LSD-ს ( LSD - ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს (დახუჭული და გახელილი თვალით), დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა)), რათა სრულად ეკონტროლებინა თავისი მსხვერპლი. მან სატვირთო მანქანის ძარა იმგვარად მოაწყო, რომ დაამსგავსა უცხოპლანეტელების ლაბორატორიას. თავადაც მოირგო უცხოპლანეტელის ნიღაბი და ტანსაცმელი და ამგვარად ახდენდა კოსმიური სტუმრის იმიტაციას.


image


"მწვანე კაცის" მოტაცებულ ადამიანებზე ჩატარებული ყველა ექსპერიმენტი სექსუალურ ხასიათს ატარებდა. მან თავადაც შექმნა სექს-სათამაშოები, რომლებიც უცხოპლანეტელის ინსტრუმენტებს წააგავდა.

მოძალადე მძღოლი დიდი სიფრთხილით არჩევდა თავის მსხვეპლს. ის ორიენტირებული იყო მიამიტ ადამიანებზე, რომლებიც უფრო იოლად გაებმებოდნენ მის ბადეში. მოტაცებული ადამიანებიდან რამდენიმე ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მონადირენი იყვნენ, რომლებიც თავად გაებნენ "უცხოპლანეტელის" ბადეში.


გამოძიების მიერ გაკეთებული დასკვნების შემდეგ უაიტს წარუყენეს 347 ბრალდება, მას 380 წელზე მეტი ხნით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ უარი განაცხადა უაიტის თავდებით გათავისუფლებაზე. ის პროცესის დასრულებამდე ციხეში დარჩება.



image



უცხოპლანეტელების მიერ მოტაცება და საეჭვო ექსპერიმენტები მათი მონაწილეობით - ამერიკული სუბკულტურის პოპულარული თემაა. სწორედ ასეთ ინციდენტებს ეძღვნება პოპულარული სერიალის "საიდუმლო მასალების" მე-11-ე სეზონი, რომელშიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ფოქს მალდერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის ფაქტს კაცობრიობას უმალავენ სახელმწიფოებრივი შეთქმულების მონაწილეები.


4
502
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
502
  
19 თებერვალი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

13 თებერვალი, 18:25
შტატებში ნაკლეად ლალი...
13 თებერვალი, 11:00
ევროპაზე შეიძლება ითქვა სიმართლეა,მაგრამ ამერიკელებზე მაგას ვერ იტყვით,იქ სასჯელი საკმაოდ მკაცრია,გაუპატიურებაზე და გარყვნილ ქმედებაზეც კი შესაძლოა სამუდამო მისცენ და სიკვდილით დასჯაც დღემდე მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში
13 თებერვალი, 9:51
იჭერენ ასეთ მანიაკებს და ციხეებში სასათბურე პირობებში ჰყავთ... მათ უფლებებს თავგამოდებით იცავენ(
0 1 4