x
რეკლამის ფსიქოლოგია - მისი არსი და ძირითადი ასპექტები
რეკლამა


რეკლამა ნებისმიერი გზით და ფორმით გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ადამიანების განსაზღვრული წრისთვის სარეკლამო საქონელზე ყურადღების მისაქცევად, ინტერესის ჩამოსაყალიბებლად, შესანარჩუნებლად და ბაზარზე მისი გატანისთვის გამოიყენება. რეკლამის ძირიდათი დანიშნულებაა სხვადასხვა საშუალებებით აცნობოს ადამიანებს რაიმეს შესახებ, პოპულარიზაცია გაუკეთოს საქონელს, მომსახურებას და სხვას. რეკლამის მიზანია მიზნობრივი აუდიტორია განაწყოს გარკვეული მოქმედებისკენ. ასევე, ხშირად ადგილი აქვს სოციალურ რეკლამასაც, რომლის დროსაც აუდიტორიის ყურადღება ამა თუ იმ მოვლენისა თუ არასამეწარმეო ხასიათის მოქმედებების ირგვლივ კონცენტრირდება.


მიზნების მიხედვით განასხვავებენ: საინფორმაციო, დაყოლიებით და შეხსენებით რეკლამას.


არსებობს ასევე ე.წ. ანტირეკლამა - ინფორმაცია, რომლის მიზანიცაა მოცემული ობიექტის ინტერესის არა გაზრდა, არამედ შემცირება. თუ ანტირეკლამის ობიექტი პიროვნებაა, ამ ანტირეკლამას „შავი პიარი“ ეწოდება.



აღსანიშნავია, რომ რეკლამა გარკვეულწილად პროპაგანდას და აგიტაციის ელემენტებს შეიცავს. რეკლამა - ეს არის გარკვეული ასაკის, სოციალური და ქონებრივი ყოფის, კარტეგორიის ადამიანებში, ხალხში რაიმე სახის საქონლის შეძენის სურვილის გაღვიძების ხელოვნება. ადრეული რეკლამისათვის დამახასიათებელი იყო რეალობის სრული უარყოფა და ზოგჯერ სიცრუეც კი. ამჟამად, რეკლამას შედარებით ფრთხილად იყენებენ, ვინაიდან ყალბი რეკლამის გამოაშკარავება დიდი ზარალის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ავტორისათვის.


რეკლამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, პოტენციურ მომხმარებელს შეუქმნას ფსიქოლოგიური განწყობა კონკრეტული საქონლის შესაძენად. ფსიქოლოგია და სოციოლოგია ინტენსიურად სწავლობენ მასობრივი მყიდველის ფსიქოლოგიას, მათი ქცევის განმაპირობებელ და წარმმართველ იმპულსებს, მოტივებს, მოთხოვნილებებს.


პოტენციური მომხმარებლის სიღრმისეული ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების დადგენით, შედარებით იოლია მასზე იმგვარი რეკლამით ზემოქმედება, რომელიც შედარებით მარტივად, სწრაფად დაარწმუნებს შეთავაზებული საქონლის შეძენის მიზანშეწონილობაში.


ადამიანს, შესყიდვის განხორცილებისას, უკვე გააჩნია განსაზღვრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი მიღება სურს საქონლისა თუ მომსახურებისგან. თუ კლიენტი კმაყოფილია, მაშინ იზრდება იმის ალბათობა, რომ მან შემდგომშიც იყიდოს საქონელი. გარდა ამისა, კმაყოფილი მომხმარებელი საქონლის შესახებ დადებით შთაბეჭდილებას უზიარებს სხვებსაც. რაც უფრო კმაყოფილია იგი, მით უფრო ინტენსიურად გრძელვადიანია მისი ნებაყოფლობითი კლიენტების მოზიდვა მათთვის ახალი საქონელზე ან გაყიდვებზე ინფორმაციის მიწოდებით.


ამჟამად, ყველა სახელმწიფო რეკლამა რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით. რეკლამის განხორციელებისას უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაინტერესების რეალური ზრდა, მასში მოხსენიებული საქონლის რეალიზაციისთვის არასწორი, ტყუილი ინფორმაციის, არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური რეკლამის გავრცელების აღკვეთა.


აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ხშირად ვხდებით ფარულ რეკლამას, როდესაც ამა თუ იმ თემაზე ინფორმაციის გავრცელებით საკუთარი ინფორმაციისა და შეხედულების წარმოჩენისა თუ თავსმოხვევის სახით, რეკლამა უკეთდება კონკრეტულ საქონელსა თუ მომსახურეობის სახეობას.


რეკლამის ერთერთი პრინციპია, რომ გამყიდველი არ უნდა იყოს შეუხედავი, რათა პოტენციური მყიდველები დააფრთხოს, მაგრამ არც ისეთი მომხიბვლელი, რომ მყიდველის ყურადღება საქონლიდან გამყიდველზე გადაიტანოს. მსხვილი ბიზნესმენები მედია-საშუალებებს, პოლიტიკოსების მსგავსად, სულ უფრო ატიურად იყენებენ საკუთარი იმიჯის გაკეთილშობილებისთვის. აგრესიულ-ინტენსიური რეკლამის და მართული მედიის მეშვეობით, ხდება ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა საზოგადოებაში, რომელსაც არ გააჩნიოა თავისუფალი დემოკრატიული ცხოვრების მდიდარი გამოცდილება.




0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0