x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე შხამიანი არსება
დედამიწა რომ სამოთხე არ არის და მასზე მხოლოდ ია, ვარდი და ენძელა არ ხარობს, ყველამ ვიცით, თუმცა ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად სახიფათო არსებები ბინადრობენ ჩვენი პლანეტის უახლოეს თუ უშორეს კუთხეებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის კოსმოსური სხეული, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ მონსტრების სამყაროა, რაშიც აუცილებლად დარწმუნდებით, თუ შხამიანი ცხოველების ჩემ მიერ შედგენილ ათეულს გადაავლებთ თვალს.


1. ისარწამლა ბაყაყი


ეს არის ყველაზე შხამიანი ბაყაყი მსოფლიოში. ცხოვრობს სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის უსიერ ჯუნგლებში. სახელწოდება ამ ამფიბიამ მიიღო იმ ფაქტიდან, რომ ძველ დროში ჯუნგლების ადგილობრივი მაცხოვრებლები საკუთარი საბრძოლო ისრების წვერებს აღნიშნული სახეობის ბაყაყის კანზე უსვამდნენ ხოლმე, ამ ისრების წვერების მოშხამვის მიზნით (ვისაც მელ გიბსონის ფილმი "აპოკალიპტო" ნანახი გაქვთ, ალბათ გახსოვთ, იქ არის ერთი ეპიზოდი, სადაც მთავარი პერსონაჟი ბაყაყის კანზე უსვამს ეკლებს და შემდეგ ამ ეკლებს მისი ტომის მტრებს ესვრის).

ისარწამლა ბაყაყი



2. ქერქიანი ანემონი


ქერქიანი ანემონი ატარებს შხამ პალეტოქსინს. ეს არის წარმოუდგენლად ძლიერი შხამი. პალეტოქსინის 0, 01 მილიგრამი საკმარისია, რათა 70 კილოგრამამდე წონის მქონე ადამიანი 50 %-იანი ალბათობით დაიღუპოს.


გარდა ამისა, პალეტოქსინით გამოწვეული სიკვდილი უაღრესად მტანჯველია: მსხვერპლს ეწყება კრუნჩხვა და უხევდება კუნთები და ერევა გული.

ანემონი

3. წყლის ბზიკი


მისი გრძელი საცეცები დაფარულია უთვალავი მსუსხავი უჯრედით. ყველა ეს უჯრედი მსხვერპლთან შეხებისთანავე მომენტალურად სკდება და აღწევს თავდასხმის ობიექტის კანქვეშ. შხამი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ზღვის მედუზების შხამებს შორის, მყისიერად იწვევს ნერვული სისტემის პარალიზებას, სუნთქვის გართულებას და ინფარქტს.


ამ მედუზას შხამისგან ყოველწლიურად 70-მდე ადამიანი იღუპება.

ბზიკი

4. კეგლისებური ლოკოკინა


ხშირად ამ ლოკოკინას, რომელიც ტროპიკულ წყლებში ბინადრობს, გამოუცდელი ადამიანი ხელს სტაცებს ხოლმე, რათა მისი ულამაზესი ნიჟარა იგდოს ხელთ. ეს საბედისწერო გადაწყვეტილებაა; კეგლისებური ლოკოკინას შხამის უმცირესი დოზებიც კი საკმარისია 20 ადამიანის მარილზე გასამგზავრებლად. საშინელი ტკივილები, სუნთქვის უკმარისობა და მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ხოლო შემდეგ სიკვდილი მოსდევს ხოლმე შედეგად ზღვის ზემოაღნიშნულ, ერთი შეხედვით უწყინარ ცხოველთან შეხებას.

კეგლისებური ლოკოკინა

5. ლურჯრგოლა რვაფეხა


ზღვის ეს ცხოველი თუ გაღიზიანებული არ არის, ნუ გეშინიათ. მაგრამ თუ გაღიზიანებულია, ერიდეთ. მისი შხამი სუნთქვითი ცენტრების მომენტალურ პარალიზებას იწვევს და არ არსებობს ამ შხამის საწინააღმდეგო არავითარი ანტიდოტი. ერთადერთი შანსი, მსხვერპლი გადავარჩინოთ, არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

რვაფეხა

6. ხმელთაშუაზღვისპირეთის ყვითელი მორიელი


ეს მორიელი არის ძალიან შხამიანი და ძალიან აგრესიული. თურქეთში, აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთში და არაბეთის ნახევარკუნძულზე სახლობს.

მორიელი

7. ტაიპანი


ეს გველი არის მსოფლიოს ყველაზე შხამიანი ქვეწარმავალი. ერთი კბენით 230 (!) მოზრდილი ადამიანი შეუძლია მოკლას. ბინადრობს ავსტრალიაში.

გველი

8. სიდნეის კრატერქსელა ობობა


მომენტალური სიკვდილი. თავდაპირველად იწყება სუნთქვის გაძნელება და კუნთების გახევება, შემდეგ კი დგება სიკვდილიც. თუ შხამმა გულს მიაღწია, დაკბენილი ადამიანი ვეღარ გადარჩება.


ეს ობობაც ავსტრალიაში სახლობს.

ობობა

9. დუბოის წყლის გველი


ამ ქვეწარმავლის ნაკბენი უაღრესად საშიშია. უბედურება იმაშია, რომ დაკბენიდან მთელი 30 წუთის მანძილზე მსხვერპლი სრულებით ვერაფერს ვერ გრძნობს და მხოლოდ ნახევარ საათში ეწყება ყელის სიმშრალე და გულისრევა. შემდეგ უხევდება ფეხები და მკლავები. 3 დღეს გრძელდება ენითაუწერელი ტანჯვა და ბრძოლა სიკვდილთან. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ანტიდოტი, რომელიც დაზარალებულს რაც შეიძლება მალე უნდა მივაწოდოთ.

დუბოის გველი

10. ქვათევზა


ქვათევზა არის კამუფლირების დიდოსტატი. შენიღბვის არაჩვეულებრივი უნარის მეშვეობით ქვას ჰგავს და ხშირად გამოცდილი მყვინთავებიც კი ვერ ამჩნევენ ხოლმე. მის ნემსებს აქვთ უნარი, მყვინთავის ჩექმის უსქელეს ძირშიც კი შეაღწიონ. ინფარქტი და სხეულის წნევის დაცემა მომენტალურად დგება და ადამიანი იღუპება.

ქვათევზა

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0