x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ასტრახანში დააკავეს დეპუტატები, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებდნენ და კამერით იღებდნენ
image
ასტრახანში დაიწყო დახურული სასამართლო პროცესი ყოფილი დეპუტატების ვიტალია კურსკოვის და იგორ პოპლევკოს წინააღმდეგ, რომლებიც არიან რუსეთის რეგიონალური დუმის 'ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლები.

მათ ბრალი ედებათ 78 ბავშვის გაუპატიურებასა და სექსუალურ ქმედებებში. საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება.

როგორც "ასტრახანის ამბების" სააგენტო ავრცელებს, 2017 წლის მარტში, 53 წლის კურსკოვამ ბინა დაიქირავა, სადაც მას 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები მიჰყავდა, რათა მათთან დაემყარებინა გაუკუღმართებული კავშირი.

ამის შემდეგ, მან ორჯერ მიიწვია თავის ბინაში, 55 წლის პოპლევკო, რომელმაც ასევე მსხვერპლთა მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედებები და დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი.


2018 წლის 10 მარტს, მეზობელმა მიმართა ასტრახანის პოლიციას, სადაც განაცხადა, რომ მათ გვერდით სახლში მიყავდათ ბავშვები. როდესაც პოლიცია მივიდა მისამართზე, კურსკოვი გაქცევას შეეცადა, მაგრამ დააკავეს. ბინაში ნაპოვნი იქნა კამერები და ლეპტოპები პორნოგრაფიული ბუნების 1400-მდე სურათისა და ვიდეოების ჩათვლით, მათ შორის ბავშვების მონაწილეობით.

როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეების გამოძიების განყოფილების გამომძიებლებმა დაადგინეს, კურსკოვი ვიზიტისთვის ბავშვებს ფულს უხდიდა. გარდა ამისა, მას ყავდა 20 წლის თანამზრახველი, რომელიც კლიენტებს ეძებდა, მათ შორის 8 და 12 წლის ასაკამდე. 2018 წლის 22 ოქტომბერს სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასტრახანის გამოცემის ინფორმაციით, , კურსკოვი და პოპლევკო გათავისუფლდნენ გაერთიანებული ოპოზიციიდან "ერთიანი რუსეთიდან", პარტიის დისკრედიტაციისთვის.


კურსკოვი და პოპლევკო იყვნენ რეგიონალური დუმის დეპუტატები 2001 წლიდან 2006 წლამდე. 2005 წლიდან 2007 წლამდე კურსკოვი ასტრახანის რაიონის საწვავის და ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოგვიანებით ორივე დაკავებული იყო ბიზნესით.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0