x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაღალი შეფასება მისცა ახალ გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას

image

რუსეთში სამხედრო ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ახალ გერმანულ, ქვეითთა საბრძოლო მანქანას "Lynx". როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული გამოცემა "Звезда" იუწყება: ქვეითთა საბრძოლო მანქანის კორპუსი გაკეთებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადით, მას აგრეთვე გააჩნია კომპოზიტური დაჯავშნა, "ნატოს" სტანდარტით ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიღებული აქვს დაცვის მეხუთე დონე.
მოგეხსენებათ რუსებს უანალოგოდ მხოლოდ რუსეთში წარმოებული საბრძოლო ტექნიკა მიაჩნიათ და არც აქ დაუტოვებიათ გაკილვის გარეშე აღნიშნული ტექნიკა, თუმცა ტექნიკას თუ რა ნაკლოვანებები ჰქონდა ამაზე არ უსაუბრიათ, რადგან ვფიქრობ გერმენელებმა რუსებს საამისოდ მიზეზი არ დაუტოვეს.
თუმცა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ალექსი ლეონკოვმა ჟურნალისტებს, განუცხადა, რომ აღნიშნული საბრძოლო მანქანა ნაკლოვანებების მიუხედავად "შესანიშნავია" საბრძოლო დანაყოფების მხარდაჭერისათვის.
"გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას, უარყოფითი მაჩვენებლების მიუხედავად (რატომღაც რუსი ექსპერტები ამ ნაკლოვანებებზე დუმილს ამჯობინებენ)-გააჩნია ძალზე ფასეული შესაძლებლობები, მას შეუძლია ჩაახშოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, ამავე დროს მის ჯავშანს შეუძლია საიმედოდ დაიცვას ეკიპაჟი და დესანტი მოწინააღმდეგის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისაგან"-განმარტა სამხედრო ექსპერტმა.
გერმანული საბრძოლო მანქანა "Lynx"-ი გამოშვებულ იქნება ორ ვარიანტად-მსუბუქ, დამრტყმელ ტექნიკად და მძიმე კატეგორიის საბრძოლო მანქანად, რომელსაც დამატებით ექნება ჯავშნის დასაკიდი ელემენტები და გაუძლიერდება საცეცხლე მხარდაჭერა.
პირველი ვერსია გადაიყვანს 6 მებრძოლს სადესანტო ნაკვთურით, მეორე მძიმე ვერსია გადაიყვანს 3 მებრძოლით მეტს, ამასთან მისი წონა ჯავშნის და საცეცხლე უზრუნველყოფის გაძლიერების გამო გახდება 3 ტონით უფრო მძიმე.
მიუხედავად მეორე ვერსიის წონისა, მას ვაკე ადგილში შეეძლება განავითაროს 70 კმ/სთ სიჩქარე.

0
364
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0