x
მეტი
  • 24.04.2019
  • სტატია:89015
  • ვიდეო:339430
  • სურათი:451505
აი, რა მოჰყვა ორი ლილიპუტის ქორწინებას!

image26 წლის ლაურას და 37 წლის ნეიტანს სიმაღლეში ზრდის პრობლემები აქვთ. ლაურა 127 სმ-ია, ნეიტანი კი - 119 სმ. მათ ერთმანეთი პანტომიმის თეატრში გაიცნეს და გადაწყვიტეს, ექორწინათ, რასაც მოჰყვა პატარა ნეიტანის გაჩენა. სამწუხაროდ, უმცროს ნეიტანს ორივე მშობლის დაავადება დაჰყვა გენეტიკურად. ექიმები ამბობდნენ, რომ ბავშვი მაქსიმუმ რამდენიმე საათს შეძლებდა სიცოცხლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ცოცხალია და მშობლების ქორწილშიც გახლდათ გამოპრანჭული. ბეჭდებიც მას ჰქონდა, რომ გადაეცა მშობლებისთვის, მაგრამ მოჰბეზრდა მათი ხელში დაჭერა და აქეთ-იქით დაყარა. თუმცა ნეიტანიც და ლაურაც ძალიან კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ულამაზესი ცერემონიით, სადაც უახლოესი 50 ადამიანი ჰყავდათ დაპატიჟებული.

0
696
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0