x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი
ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი


ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის საკითხი, დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანა შესაბამის კატეგორიას მივაკუთვნოთ, ამისათვის უნდა ვიცოდეთ მათი ზუსტი არსი. ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები არ წარმოადგენს რომელიმე ერთი მეცნიერების სუბდისციპლინას - ეს პრობლემატიკა ყალიბდებოდა სოციალური მეცნიერების ბევრ სფეროში - ეთნოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში და ა.შ.


კოლექტივიზმი - ეს არის საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, სადაც ინდივიდუალური „მე“-ს მაგივრად, გვაქვს კოლექტიური „ჩვენ“. ინდივიდის აზრი ჩანაცვლებულია კოლექტიური აზრით. კოლექტივიზმი ეთნიკური პრინციპია, რომელიც გამოხატავს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულ ინტერესებთან მიმართებაში და უპირისპირდება ინდივიდუალიზმს. კოლექტივისტურ საზოგადოებებში, ინდივიდი ძირითადად მოტივირებულია იმ ჯგუფის თუ ჯგუფების ინტერესებით, რომელთა წევრიცაა იგი. ვინაიდან კოლექტივისტურ კულტურებში ხაზს უსვამენ სოციალურ ჯგუფებთან კავშირის მნიშვნელობას, გასაკვირი არ არის, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აფრიკა, აზრია და ლათინური ამერიკა, კონფორმულობასაც პოზიტიურად აღიქვამენ. კოლექტივისტებს სურთ, მათი შიდაჯგუფი ერთგვაროვანი იყოს - ყველა აზროვნებდეს, გრძნობდეს და იქცეოდეს ერთნაირად. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი დამოკიდებულებით ჯგუფში ჰარმონია იქნება.


ამის საწინააღმდეგოდ, ინდივიდუალისტური ორიენტაცია გულისხმობს რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს თავისი ღირებულება აქვს - იღვაწოს პირადი პოტენციალის რეალიზაციისათვის. ინდივიდუალიზმი ხასიათდება ინდივიდუალური ინტერესების უპირატესობით კოლექტივთან შედარებით. ინდივიდუალიზმი ხაზს უსვამს ისეთ თვისებებეს, როგორებიცაა დამოუკიდებლობა, პირად თავისუფლებას, გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღებას, ა.შ.



ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი შეგვიძლია ვეძიოთ ნებისმიერ კულტურაში, თუმცა ჯერჯერობით კვლევები ჩატარებულია აღმოსავლეთ აზიისა და დასავლურ კულტურებში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დასავლური კულტურები უფრო მეტად იხრებიან ინდივიდუალისტურისკენ, ხოლო აღმოსავლეთ აზია კოლექტივისტური კულტურისკენ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბევრ ფაქტორს აქვს გავლენა ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმზე. ამიტომ თვითონ კულტურის შიგნით შეიძლება იყოს ინდივიდუალურ დონეზე განსხვავებები.


ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმზე გავლენას ახდენს სიტუაციური კონტექსტიც. მაგალითად, ერთ კვლევაში ორი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ისინი უფრო მეტად ინდივიდუალისტურები ხდებოდნენ, როდესაც ინდივიდუალისტურ კულტურასთან დაკავშირებულ გამოსახულებებს აჩვენებდნენ და უფრო მეტად კოლექტივისტურები ხდებოდნენ, როდესაც კოლექტივისტურ კულტურასთან დაკავშირებულ გამოსახულებებს აჩვენებდნენ. ერთი სიტყვით, როგორც ადამიანები, ჩვენ მოქნილად ვიცვლით მდგომარეობას ამ ორ კულტურულ ჩარჩოს შორის კონტექსტიდან გამომდინარე.



0
457
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0