x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
-ცუ­დად იყო, ათი დღე არ უძი­ნია"-ახალი დეტალები 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ
image

რუს­თა­ვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა 13 წლის ძმის შვილის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ვა­ლე­რი ირე­მა­ძის ფსიქიკური მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

მისი თქმით, პაციენტთან კონტაქტი მინიმალურად ხდება და უცნობია აცნობიერებს თუ
არა მომხდარ დანაშაულს ბრალდებული.

"-პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნეს წუ­ხელ. მი­ე­ცა მას შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. რო­გორც გად­მო­ცე­მით ირ­კვე­ვა, უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცუ­დად იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღე არ უძი­ნია. წუ­ხან­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენტს ეძი­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ გა­ეღ­ვი­ძა. კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა მას­თან მი­ნი­მა­ლურ დო­ნემ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, ის არ ყვე­ბა თა­ვი­სი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ინ­ფორ­მა­ცია მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩვენ გვაქვს მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი­დან. მამა იყო მო­სუ­ლი და სწო­რედ აქე­დან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და სახ­ლში. მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით დგინ­დე­ბა, რომ ადა­მი­ანს აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა რა სა­ხის, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ მას­თან კონ­ტაქ­ტი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, არ ვი­ცით, აც­ნო­ბი­ე­რებს თუ არა გუ­შინ მომ­ხდარ ფაქტს. ამის შე­ფა­სე­ბა ჯერ ნა­ად­რე­ვია.


ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის მას არას­დროს მო­უ­მარ­თავს. მა­მის გად­მო­ცე­მით, 10 წლის ასაკ­ში ჰყავ­დათ რუს­თა­ვის ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გი­ურ დის­პან­სერ­ში, მას შემ­დეგ კი მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, “ - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა.

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0