x
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა?
image

სწავლის უნარის დაქვეითება ზოგადი სახელწოდებაა დარღვევის ჯგუფისათვის, რომელიც ვლინდება კითხვის, წერის, მათემატიკური უნარების განვითარების დეფიციტში და სავარაუდოდ დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისიტემის დისფუნქციასთან. დასწავლის უნარის დარღვევა შეიძლება არსებობდეს სხვა დარღვევებთან ერთად, მაგალითად როგორიცი არის ემოციური აშლილობა, ყურადღების დეფიცითი და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

რა ახასიათებს დასწავლი უნარის დაქვეითებას?

ბავშვის გარკვეული კატეგორია, რომელთაც სკოლაში შესვლამე თითქოს განვითარების პრობლემები არ ჰქონდათ, სკოლაში შესვლისას სიძნელეებს აწყდებიან. მასწავლებლებზე ისინი ხშირად უყურადღებო, ზარმაც, უინტერესო მოსწავლეების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დასწავლის უნარის დაქვეითების დახასიათება საკმაოდ რთულია, რადგან იგი ყოველ შემთხვევაში განსხვავებულ ხასიათს ატარებს. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვების ზოგიერთი ფუნქცია კარგად არის განვითარებული, ზოგის განვითარება კი შებერხებული ან დარღვეულია. ზოგ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა მხედველობითი-სივრცითი ფუნქცეიის დარღვევაა. ამ შემთხვევაში ბავშვს უჭირს მარჯვენა და მარცხენა მხარის გარჩევა, საგნების სივრცითი განლაგების წარმოდგენა, ხატვა. ამასთან ერთად სირთულეს წარმოადგენს მისთვის არითმეტიკული ოპერაციების ათვისება, მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა და საათის ცნობა, რაც სივრცით ანალიზს მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა მეტყველეფის ფუნქციებშია, განასაკუთრებით ეს გამოიხატება აზრის წინადადებებით ჩამოყალიბებისას და სხვის ინსტრუქციის ან მონაყოლის ინტერპრეტაციისას. ამ დროს ბავშვს უჭირს მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის გაგება, მასწავლებლის მითითების შესრულება, გაკვეთილის მოყოლა და თანატოლებთან ურთიერთობაც კი. სხვა შემთხვევაში პრობლემა შეიძლება იყოს მოტორულ კონტროლასა და ნატიფი მოძრაობების დარღვევაში. ამ შემთხვევაში ბავშვს უჭირს დაიმახსოვროს როგორ შემოაზოს, რა მოძრაობები უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ასოსა და რიცხვის დაწერისას. დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვს კომპენსატორული უნარები გააჩნია, ერთი ფსიქიკური ფუნქციის დეფიციტი კომპენსირდება მეორე განვითარებული უნარის ხარჯზე. ამიტომ პირველ კლასებში შეიძლება დარღვევა არც გამოვლინდეს, მაგრამ მოგვიანებით, როცა დატვირთვა იზრდება, მასალაც მოცულობაში იმატებს და რთულდება ბავშვი ვეღარ ახერხებს კომპენსირებას და ამიტომ სხვადასხვა სირთულეები იჩენს თავს. დასწავლის უნარის დარღვევაში განასხვავებენ ვერბალური და არავერბალური დასწავლის უნარის დარღვევას. ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევაში მოიაზრება ექსპრესიული და იმპრესიული მეტყველების ფუნქციის დეფიციტი, წერა-კითხვის პობლემები და უმეტესად აღმოცენდება თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს დისფუნქციის დროს. არავერბალური დასწავლის უნარის დარღვევაში კი შედის სივრცის, ორიენტაციის, თვალის და არითმეტიკული უნარის აღქმის დაქვეითება და უმეტესად აღმოცენდება თავის ტვინის მარჯვენე ჰემისფეროს დისფუნქცისას. არავერბალური დასწავლის უნარის დაქვეითებას შემდეგი თვისებები ახასიათებს: 1. მოტორული კონტროლის დეფიციტი, 2. სხეულის მარცხენა მხრის ტაქტიკური აღქმის გაძნელება, 3. ვიზუალურ-სივრცითი პრობლემები, 4. სირთულეები არავერბალური პრობლემების გადაწყვეტაში, 5. იუმორის გაგების სირთულე, 6. მათემატიკური უნარების დეფიციტი, 7. ახალ სიტუაციაში შეგუების უნარი, 8. სოციალური აღქმის დეფიციტი.


რა ძირითადი პრობლმები გხვდება დასწავლის უნარის დაქვეითების დროს?

ცხადია, მთავარი პრობლემა სასკოლო პროგრამის საძლევის სირთულეეა. ბავშვს უჭირს წერა-კითხვა, თვლის ათვისება და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გავრცელებული სწავლის მეთოდები ვერ ეხმარება მათ ცოდნის ათვისებაში. ამ ძირითად პრობლემასთან მჭიდრო კავშირშია ბავშვის პიროვნული განვითარების პრობლემები. ბავშვი საკუთარ თავს ადარებს სხვებს და ძალიან განიცდის საკუთარ წარუმატებლობას. იგი ცდილობა მაქსიმალური გააკეთოს, მაგრამ ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა და როგორც მასგან ითხოვენ. ამიტომ იგი ხშირად არა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და მისი მთავარი ფრაზა:„მე არ შემიძლია ამის გაკეთება“. რაც უფრო მტკიცდება ბავშვის წარუმატებლობა სკოლაში, მით უფრო მეტად იცრუებს იგი გულს მასზე და მისთვის სკოლა საშინელ წვალებასთან, დამცირებასთან და წარუმატებლობასთან ასოცირდება. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში ბავშვებში დიდი რისკია ანტსოციალური ქცევევების განხორციელების. სწავლის უნარის დაქვეითების დროს ასევე ხშირია პრბლემები ემოციურ სფეროში. მათ აქვთ მაღალი შბოთვა, ემოციური არამდგრადობა, შიშები და აგრესია და ეს კი ართულებს ბავშვის ურთიერთობას, როგორც უფროსებთან ასევე თანატოლებთან. დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვი ძალიან განიცდის საკუთარ წარუმატებლობას. მისი მცდელობების მიუხედავათ მას აფასებენ, როგორც ზარმაცს, უინტერესოს, დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლეს, რის გამოც ხშირად აძლევენ შენიშვნებს და აკრიტიკებენ. მასწავლებლები და მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან რა ხდება ბავშვის თავს.

როგორ დავეხმაროთ დასწავლი უნარის დარღვევის მქონე ბავშვს?

image პირველ რიგში საჭიროა ბავშვის სწორი და რაც შეიძლება დროული ფსიქგოლოგიური დიაგნოსტიკა. ამ პრობლემების წინაშე ოჯახი სკოლაში წასვლის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე. სკოლაში წასვლამდე, რაც უფროა ადრე მოხდება ბავშვის პრობლემების შემჩნევა, გამოვლენა, მით უფრო სრულფასოვანი იქნება ბავშვის სასკოლო მაზაობა. რადგანაც, სწავლის უნარების დაქვეითება ყველა ბავშვში ინდივიდუალურად ვლინდება, აუცილებელია მისი უნარ-შესაძლებლობების ძლიერ და სუსტი მხარეების დაწვრილებითი აღწერა. ამავე დროს მნიშვნრელოვანია ოჯახის წევრების ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა შეუძლია და რა უჭირს ბავვშვს. ყოველივე ეს აუცილებელია ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის ბაშვის სენსო-მოტორული ინტეგრაციის პრობლემის, მეტყველების, ყურადღების თუ მხედველობის ფუნქციების გავნითარებისათვის, სპეციალური საკორექციო ღონისძიებების დაგეგმისათვის. რაც უფრო დროული და მიზან მიმართული იქნება დახმარება, მით ნაკლები პრობლემა ექნება ბავშვს სკოლაში. სწავლის უნარის დაქვეითებას მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს, ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, რათა არ მოხდეს მისი აღრევა სხვა დარღვევებთან. ფსიქოლოგიური დიაგნოცტიკა ხდება ბავშვზე დაკვირვებით, მშობლების ინტერვიუებით, ფსიქოლოგიური ტესტებით და მხოლოდ ამის შემდეგ მთლიანი სურათი შეფასებისას იგეგმება რა დაგმარების გაწევა, რა ჩარევა სჭირდება ბავშვს.

მკვლევარები გამოყოფენ სტრატეგიებს, რომლების გამოყენებაც მასწავლებლების მიერ დაეხმარება სწავლი უნარის დაქვეითების მქონე ბავშვებს.

სკოლამდელი წლები: 1.ვერბალური ინსტრმენტები იყოს მარტივი და მოკლე 2.კონსტექსტის სირთულე სიფრთხილით უნდა მიუსადაგეთ ბავშვის განვითარების დონეს 3.მნიშვნელობის ასახსნელად მოუყვანოთ რამდენიმე მაგალითი

დაწყებითი საბეხური: 1.გამიყენეთ მოკლე და მარტივი ინსტრუქციები 2.მოსწავლეებს გაამეორებინეთ ინსტრუქცია, რათა დარწმუნდეთ, რომ გაიგეს 3.ძირითადი საკითხები რამდენჯერმე გაიმეორეთ 4.სწავლებას და პრაქტიკას დამატებითი დრო დაუთმეთ, აუცილებლობის შემთხვევაში თავიდან შეასწავლეთ

საბაზო საფეხური და გარდამტეხი ასაკი: 1.უშუალოდ შეასწავლეთ თვითმონიტორინგის სტრატეგიები, ასწავლეთ საკუთარ თავს დაუსვას კითხვები 2.ახალი მასალა დაუკავშირეთ მოსწავლის წინარეცოდნას 3.მოსწავლეებს შეასწავლეთ გარე მეხსიერების სტრატეგიები და აპარატის გამოყენება, როგორიც არის აუდიო-ჩანაწერები, შენიშვნის წაკითხვა, ჩამონათვლის გაკეთბა.

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0