x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თერაპიული ცნებები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
image

აქტიური მოსმენა

როგორ უნდა განსაზღვრო როდის უსმენ ადამიანს გულწრფელად? მაშინ როდესაც ტელეფონს უყურებთ და აუდიალურად არჩევთ სიტყვებს თუ მაშინ, როდესაც პირისპირ უყურებთ ვინმეს და თქვენთვის ფიქრობთ - „ვიცი რომ საუბრობს, მაგრამ სრულიად დავკარგე საუბრის აზრი.“ ზემოთნახსენები სიტუაციები მოსმენის სახეობებს წარმოადგენს, მაგრამ ისინი განსხვავდებიან აქტიური მოსმენისაგან. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ აქტიური მოსმენა არის ორმხრივი გმოცდილება, რომელიც გულისხმობს ინდივიდზე ფოკუსირებას და საუბრის მოსმენის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ამ დროს არ ხდება იმაზე ფოკუსირება თუ რა უნდა თქვათ საპასუხოდ ან დახედო მობილურ ტელეფონს. თქვენი სხეული ენა, თვალით კონტაქტი მიანიშნებს მოსაუბრეს რომ თქვენ ნამვილად უსმენთ და ჩართული ხართ საუბარში. აქტიური მოსმენის ნაკლებობა ხშირად არასწორი კომუნიკაციის მიზეზი ხდება და სულ მცირედი ჩართულობა და ყურადღებაც კი საკმარისია ამ საკითხის გამოსასწორებლად. კარლ როჯერსის მიხედვით, რომელიც იყენებდა ამ კონცეფციას თერაპიის პროცესში, მოსმენის შესამოწმებლად საუკეთესო გზა პერიფრაზირება და მოსაუბრის აზრის მისთვისვე დაბრუნებაა.

მეტაკოგნიცია


ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში განიხილავდნენ კონცეფციას რომელიც ცნობილია როგორც ფიქრი ფიქრზე. ჯონ ფლაველმა მეტაკოგნიციის ცნების ქვეშ მოიაზრა ადამიანის ცნობიერება საკუთარი აზრების შესახებ. ამ ცნებიდან გამომდინარე მიჩნეულია, რომ თუ ადამიანებს ექნებათ უნარი დააკვირდნენ საკუთარ აზრებს, მაშინ მათ შეცვლასაც შეძლებენ.

კონგრუენტულობა

განდიმ თქვა: „ბედნიერება არის როდესაც ის რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ რთულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან“. კონგრუნეტულობის მისაღწევად ის ღირებულებები რაც ინტეგრირებულია შენში უნდა შეესაბამებოდეს შენს გარეგან ქცევას. მაგალითად, ამბობთ რომ ურთიერთობებში აფასებთ პასუხისმგებლობას და ერთგულებას. კონგრუენტული ქცევა იქნება დაქორწინდე დიდხნიან პარტნიორზე, ხოლო არაკონგრუნეტლი ქცევა იქნება უღალატო მეუღლეს. კონგრუნეტულობის მისაღწევად აუცილებელია რომ გაერკვე საკუთარ ძირითად ღირებულებებში და განიხილო რამდენად შეესაბამება აზრები და ქცევები ერთმანეთს.

დისონანსი

კონგრუნეტულობასთან პირდაპირ დაკავშირებული ცნებაა დისონანსი. ეს არის დისკოფორტის განცდა, რომელიც ჩნდება მაშინ როდესაც ადგილი აქვს აზრების, რწმენების და ქცევების შეუთავსებლობას. ჩვენ შესაძლებელია ხშირად განვიცდიდეთ დისონანსს, მაგრამ იშვიათად ვაანალიზებთ რომ ეს განცდა გამოწვეულია კონგრუენტულობის ნაკლებობით. ლეონ ფესტინგერის მიხედვით, ჩვენ ვცდილოთ საკუთარი თანმიმდევრულობის შენარჩუნებას და მისი არ ქონის შემთხვევაში ჩნდება ისეთი ფსიქოლოგიური სტრესორები, როგორიცაა შფოთვა, ფრუსტრაცია და სევდა. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დეგატიური სამუშაო გარემოს დატოვება თქვენ გაგაბედნიერებთ, მაგრამ მეორე მხრივ, კომპენსაციის დროებითმა დანაკლისმა შესაძლოა ასევე იმოქმედოს თქვები ბედნიერების ხარისხზე.

ემპათია

ბევრი ადამიანი ემპათიას უკავშირებს სიმპათიას, თანაგრძნობას, რომელიც უფრო გავრცელებული ტერმინია. თანაგრძნობა განიმარტება როგორც დადებითი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ, რომელიც არ მოითხოვს შენგან ამ ემოციების განცდას, საკმარისია უბრალოდ ლოგიკური გაანალიზება მოცემული სიტუაციისა. თანაგრძნობა უფრო ხშირად დაკავშირებულია მწუხარებასა და დანაკარგთან. ემპათია უფრო ღრმა გადამუშავებას გულისხმობს. იმის მაგივრად, რომ განიხილო გამოცდილების რაობა, საკუთარ თავს აყენებ მოსაუბრის ადგილას და ასე ცდილობ კონტექსტის გაგებას. ამ ორ ცნებას შორის ძირითადი განსხვავებაა ის, რომ თანაგრძნობის დროს მეტ-ნაკლებად ისევ საკუთარ თავზე ახდენ ფოკუსირებას, ემპათია კი სხვის პოზიციაზე საკუთარი თავის დაყენებას მოიაზრებს, ერთგვარ თანაგანცდას.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0