x
image
მაიაცხვედიაშვილი
ერთი ახალშობილის ისტორია (ცრემლისმომგვრელი...)

image-გამარჯობა, გთხოვ, ტელეფონი არ გამითიშო!

-რა გინდა? შენი ლაყბობის მოსასმენად არ მცალია!

-დღეს ექიმთან ვიყავი...

-და რაო ექიმმა?

-ფეხმძიმობა დადასტურდა. უკვე მე-4 თვეა...

-მოიშორე, პრობლემები არ მჭირდება!

-უკვე გვიანია. რა ვქნა?

-დაივიწყე ჩემი ნომერი!

-კი, მაგრამ როგორ? ალო, ალო!

აბონენტი მიუწვდომელია...

გავიდა 3 თვე.


-გამარჯობა, პატარა!

-გამარჯობა! ვინ ხარ?

-შენი მფარველი ანგელოზი.

-ვისგან უნდა დამიფარო? მე აქ ვარ და ვერსად ვერ წავალ...

-ძალიან სასაცილო ხარ, იცი? როგორ ხარ მანდ, როგორ ცხოვრობ?

-მე კარგად, მაგრამ დედა ხშირად ტირის.

-არ იდარდო. დიდები ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო არიან. მთავარია შენ კარგად იძინო, ძალები მოიკრიბო, მალე ძალიან გამოგადგება.

-და შენ გინახავს დედაცემი? როგორია?

-რა თქმა უნდა! მე ხომ ყოველთვის შენთან ვარ. დედაშენი ძალიან ლამაზი და ახალგაზრდაა.

გავიდა 3 თვე.

-ანგელოზო, აქ ხარ?

-რა თქმა უნდა!

-დედა მთელი დღეა ტირის და თავის თავს ეჩხუბება.

-ყურადღებას ნუ მიაქცევ, მზად ხარ დღის სინათლის დასანახად?

-მგონი მზად ვარ, მაგრამ მეშინია, ვაითუ დედა უფრო გაბრაზდეს, რომ დამინახავს?

-რას ამბობს? აუცილებლად გაუხარდება. შენ ხომ ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ...

-და მანდ რა ხდება, მუცლის მიღმა?

-აქ ახლა ზამთარია, ლამაზი თეთრი ფანტელები ცვივა ციდან და სიცივეა. მალე შენ თვითონ ნახავ.

-მე მზად ვარ, ყველაფერი ვნახო!

-მიდი პატარა, მე აქ გელოდები!

-ანგელოზო, ძალიან მტკივა და მეშინია!


-დედიკო, როგორ მტკივა! დამეხმარეთ ვინმე! მარტო როგორ უნდა შევძლო? ვინმე დამეხმარეთ, მტკივა!

ბავშვი დაიბადა ძალიან სწრაფად, ყველას დაუხმარებლად. ალბათ ეშინოდა, დედასთვის არ ეტკინა.

-შვილო, შენ ჩემზე არ გაბრაზდე. ახლა ისეთი დროა, მე კი ასეთი მარტოსული...შენთან ერთად რა უნდა ვქნა? მთელი ცხოვრება წინ მაქვს. შენ კი სულერთია, დაიძინებ და...


-ანგელოზო, სად წავიდა დედა?

-არ ვიცი, არ იდარდო, ახლავე დაბრუნდება!

-ანგელოზო, ასეთი ხმა რატომ გაქვს, ტირი? დააჩქარე დედა, თორემ ძალიან მცივა.

-არა პატარა, არ ვტირი. მოგეჩვენა. ახლავე მოვიყვან დედას. ოღონდ შენ არ დაიძინო, ხმამაღლა იტირე!

-არა ანგელოზო, არ ვიტირებ, დედამ მითხრა რომ უნდა დავიძინო.

ამ დროს ერთ-ერთ უახლოეს ხუთსართულიან კორპუსში ცოლ-ქმრის კამათი მოისმა:

-შენი არ მესმის, სად მიდიხარ? ბნელა უკვე აგრეთ. ძალიან უცნაური გახდი საავადმყოფოში გატარებული დღეების შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი, ვისაც შვილი არ უჩნდებათ.და ისინი ამით როგორღაც ცხოვრობენ!

-გთხოვ, ჩაიცვი და გამომყევი!

-სად?

-არ ვიცი, სად. უბრალოდ ვგრძნობ, რომ სადღაც უნდა წავიდე, დამიჯერე! გამომყევი, გთხოვ!

-კარგი! უკანასკნელად გიჯერებ. გესმის? უკანასკნელად!

წყვილი სადარბაზოდან გამოვიდა. წინ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ქალი. უკან კი მამაკაცი მიჰყვებოდა.

-საყვარელო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წინასწარ შერჩეული მარშრუტით მიდიხარ.

-არ დამიჯერებ, მაგრამ ვიღაცას მივყავარ ხელით.

–მაშინებ! დამპირდი, რომ ხვალ მტელ დრეს საწოლში გაატარებ. შენს ექიმს უნდა დავურეკო.

-ჩუმად! გესმის? ვიღაც ტირის!

-მესმის, ბავშვის ხმა მოდის იქიდან!

-პატარა, ხმამაღლა იტირე, დედას გზა აებნა, მაგრამ მალე გიპოვის!

-ანგელოზო, სად იყავი? გეძახდი. სულ გავიყინე აქ!

-დედას მოსაყვანად წავედი. ის უკვე შენთანაა!


-ღმერთო ჩემო, ეს ხომ ახალშობილია! მთლად გაყინულა! საყვარელო, სასწრაფოდ სახლში მივდივართ, ღმერთმა საჩუქრად გამოგვიგზავნა ეს პატარა!


-ანგელოზო, დედაჩემს ხმა შეეცვალა.

-მიეჩვიე, პატარა, ეს დედაშენის ნამდვილი ხმაა!

-ანგელოზო, დედაჩემს ხმა შეეცვალა.

-მიეჩვიე პატარა, ეს დედა შენის ნამდვილი ხმაა. ეს დედაშენის ნამდვილი ხმაა!

-ანგელოზო, დედაჩემს ხმა შეეცვალა.

-მიეჩვიე პატარა, ეს დედაშენის ნამდვილი ხმაა!



ეს იყო ესე, რომელიც წლების წინ სადღაც ამოვიკითხე და ავტორიც არ მახსოვს. ძნელია წაიკითხო და ცრემლები შეიკავო.

პატარების და დიდების მძიმე ხვედრი.

0
362
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0