x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ პირველ არხზე გავა
image


მსოფლიოში ცნობილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სტანდარტული ფორმატითა და ახალი კითხვებით პირველ არხზე ბრუნდება. შოუ სამწლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო სეზონს სულ მალე დაიწყებს და მისი უხილავი წამყვანი ტრადიციულად კვლავ გიორგი მოსიძე იქნება.


როგორც გიორგი მოსიძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და გადაცემა ეთერში მიმდინარე წლის მაისიდან გავა.


„დიდი პაუზა გამოგვივიდა და წელს ექსპერიმენტებს ვერიდებით, რადგან გვინდა ჯერ ძველი რეიტინგი დავიბრუნოთ. ამიტომაც ძველი და კარგად ნაცნობი გუნდებით დავიწყებთ. შემდეგ ვეცდებით სიახლეებიც შემოვიტანოთ, “ - ამბობს გიორგი მოსიძე.



მისი თქმით გიორგი ბაქრაძის შემდეგ ინტელექტის მეორე მაგისტრი გამოვლინდება.


შეგახსენებთ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადმოინაცვლა პოპულარულმა მუსიკალურმა მეგა-შოუებმაც. ამ ეტაპზე პირველი არხის ეთერში მუსიკალური კონკურსი „საქართველოს ვარსკლავი“ მიმდინარეობს, რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე წელს საქართველოს სახელით გამოვა. სავარაუდოდ შემოდგომაზე საზოგადოებრივ არხზე გავა „ნიჭიერიც“

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0