x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ჰოუპი-ბრილიანტი, რომელსაც მფლობელებისთვის უბედურება მოჰქონდა
image

ალმასს ძვირფასი ქვების მეფესაც უწოდებენ. ბრილიანტებით შემკული სამკაულები კი მისტიური და შიშისმომგვრელი ლეგენდებით არიან ხშირად გარემოცულნი. ამ ისტორიებიდან ყველაზე მეტად ბრილიანტ ჰოუპის ისტორია გამოირჩევა. რა სახელით აღარ მოიხსენიებდნენ მას: “ლურჯი იმედი", “ცისფერი ეშმაკი", “მეფის ცისფერი თვალი"... თავისი მომნუსხველი სიალამაზით ის მონარქების და მილიონერების გულებს იპყრობდა. ბევრი მათგანი მზად იყო ნებისმიერი საშუალებით ჩაეგდო ეს ქვა ხელში.

ამ სტატიაში ბრილიანტ ჰოუპის ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც 400 წლის განმავლობაში სხვადასხვა ოჯახის კუთვნილებას წარმოადგენდა, ამჟამად კი კონკრეტული მფლობელი არ ყავს. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანში ჰოუპი იმედს ნიშნავს, ამ ქვამ თავის მფლობელებს მხოლოდ უბედურება მოუტანა.


ინდური წარსული

თუ ლეგენდა დავუჯერებთ, ეს საბედისწერო ბრილიანტი ინდოეთის ერთერთი ტაძრიდან მოიპარეს. ის ღვთაება რამას ქანდაკებას ამშვენებდა და სიწმინდედ ითვლებოდა. ინდოელთა რწმენის მიხედვით, ასეთი სიწმინდე არ შეიძლება ერთ ადამიანს ეკუთვნოდეს, ამიტომ მის მფლობელებს უბედურება ელოდათ.


imageევროპაში ეს ბრილიანტი ვაჭარმა ჟან-ბატისტ ტავერნიემ ჩამოიტანა დაახლოებით 1653 წელს. ტავერნიე ლუდოვიკო XIV სამეფო კარზე ძვირფასი ქვების მთავარი მიმწოდებელი გახლდათ. ეს ქვა, ტიტულის სამაგიეროდ, მან მეფეს უბოძა. image


ლუდოვიკო XIV

თავდაპირველად, ბრილიანტი 116 კარატიანი იყო. ლუდოვიკომ იუველირებს უბრძანა ქვისთვის სამკუთხედის ფორმა მიეცათ და შედეგად ბრილიანტი 69 კარატამდე შემცირდა. მას “მეფის ცისფერი თვალი" უწოდეს. თავად ლუდოვიკო მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა და ფეხის განგრენით, ხანგრძლივი აგონიის შედეგად გარდაიცვალა.image


მარია ანტუანეტა

მარია ანტუანეტას ეს ბრილიანტი მისმა მეუღლემ ლუდოვიკო XVI-მ აჩუქა. როგორც ცნობილია, მეუღლეების ბედი ტრაგიკულად წარიმართა:ორივე მათგანი გილიოტინაზე დასაჯეს.

image


გეორგ IV და ჰოუპების ოჯახი

მე-18 საუკუნის ბოლოს, როცა საფრანგეთი რევოლუციებბმა მოიცვა, ქვა დაიკარგა. გარკვეული დროით მისი ასავალ-დასავალი უცნობი იყო და შემდეგ ინგლისში გამოჩნდა. მეფე გეორგ IV-ის სამეფო კარზე. ვერ ვიტყვით, ეს ქვის გავლენა იყო თუ არა, მაგრამ გეორგ IV საკმაოდ არაპოპულარული მონარქი გახლდათ ინგლისის ისტორიაში და უმემკვიდროდ გარდაიცვალა.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ბრილიანტი ინგლისელმა ბანკირმა ჰენრი ჰოუპმა შეიძინა და სწორედ მან უწოდა ბრილიანტს ჰოუპი, თავისი გვარის საპატივსაცემოდ. თავად ჰენრი ჰოუპი უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, მისი ვაჟი კი მოწამლეს. XIX საუკუნის ბოლოს ბრილიანტი მემკვიდრეობით მიიღო ჰოუპის შვილიშვილმა ჰენრი ტომასმა. შემდგომში კი ბრილიანტი ლორდმა ფრენსის ჰოუპმა გაყიდა.

image


სულთანი აბდულ ჰამიდ II

1908 წელს ბრილიანტი თურქეთის უკანასკნელმა სულთანმა იყიდა 80 000 დოლარად. ამავე წელს ის ტახტიდან ჩამოაგდეს და დარჩენილი სიცოცხლე ტყვეობაში გაატარა.image


პიერ კარტიე

1910 წელს ბრილიანტი 550 ათას ფრანკად შეიძინა ცნობილმა იუველირმა პიერ კარტიემ. მან კოლიე შექმნა და ბრილიანტი ჰოუპი კიდევ 16 ბრილიანტით შეამკო. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ კარტიემ გაავრცელა ხმა ბრილიანტთან დაკავშირებული წყევლის შესახებ, რომ აჟიოტაჟი გამოეწვია.

image

მაკკლინების ოჯახი

კარტიესგან ეს კოლიე მილიონერების ოჯახმა-მაკკლინებმა შეიძინეს. ედუარდ ბეილ მაკკლინი გაზეთ The Washington Post-ის მფლობელი გახლდათ, მისი მეუღლე ეველინ უოლშ მაკკლინი კი ოქროს საბადოებს ფლობდა. ქალს ისე უყვარდა ეს სამკაული, რომ პრაქტიკულად არასოდეს იხსნიდა, ძაღლის საყელურსაც კი აბამდა და პატარა შვილსაც აძლევდა “საღეჭად", როცა ამ უკანასკნელს კბილები ამოსდიოდა.

ასევე, ეველინი აწყობდა საღამოებს, სახელწოდებით “იპოვე ჰოუპი": ის ბრილიანტს მალავდა, სტუმრებს კი უნდა ეპოვათ.imageუბედურება მაკკლინების ოჯახშიც დატრიალდა. მათი ვაჟი მანქანამ გაიტანა, ქალიშვილი საძილე აბების გადამეტებულ დოზას ემსხვერპლა. ედუარდმა სმა და იწყო და დარჩენილი სიცოცხლე სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში გაატარა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეველინმა კოლიე თავის შვილიშვილებს უსახსოვრა.

imageეველინის გარდაცვალების შემდეგ მაკკლინების ოჯახს ბევრი ვალი დარჩა, ამიტომ შვილიშვილებმა, ვალების გასტუმრების სანაცვლოდ, ჰოუპი ცნობილ იუველირს ჰარი უინსტონს გადასცეს. უინსტონს ცრურწმენების და ლეგენდების არ სჯეროდა. 1958 წელს მან კოლიე ვაშინგტონის სმიტსონის ინსტიტუტს აჩუქა. საინტერესოა, რომ უინსტონმა კოლიე ჩვეულებრივი საფოსტო გზავნილით გააგზავნა, არავითარი სიფრთხილის ზომები არ მიუღია.imageამჯამად ჰოუპი ისევ ვაშინგტონის სმიტსონის ინსტიტუტში ინახება და მისი სილამაზით ტკბობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ექსპერტების შეფასებით, ბრილიანტის ღირებულება 350 მლნ. დოლარს აღემატება.image

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0