x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
შაქარი ნარკოტიკია
image


ფრანგი ექიმის, სერჟ აჰმედ ბორდოს თეორიის თანახმად, შაქარს და შაქრით მდიდარ პროდუქტებს ორგანიზმი ნარკოტიკივით ეჩვევა. ბორდომ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ვირთხებს სურვილისამებრ აძლევდნენ შაქარს ან კოკაინს. მიუხედავად იმისა, რომ კოკაინი უფრო დიდ სიამოვნებას ჰგვრიდათ, ცხოველები მაინც შაქარს ამჯობინებდნენ და სულ მალე მის გარეშე ვეღარ ძლებდნენ .

ბორდო ამტკიცებს, რომ ჭარბი მოხმარებისას შაქარი ნარკოტიკის მსგავს დამოკიდებულებას იწვევს. ამ მოვლენას ფრანგი ექიმი იმით ხსნის, რომ შაქარი უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ნარკოტიკის მსგავსად, დოფამინის მყისიერ გამოყოფას იწვევს. დოფამინის უფრო მეტი ოდენობის გამოსაყოფად ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი შაქრის ან მისი შემცველი პროდუქტის მიღებაა საჭირო.

ხოლო ტკბილეულზე უარის თქმის შემთხვევაში ნარკოტიკის აღკვეთის მსგავსი სინდრომი ვითარდება.



imageimage

ექიმის თქმით, შაქარზე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ მის მოხმარებას მინიმუმამდე შევზღუდავთ.


0
115
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0