x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჩინელი ასტროლოგის კევინ ფუნგის ჰოროსკოპი 2019 წლისთვის
ჩინური ჰოროსკოპით, 2019 წელი 5 თებერვლიდან დგება. სწორედ ამ დღეს შედის ოფიციალურად ძალაში ყვითელი ღორის წელი და სწორედ ამ თარიღიდან იწყება ცვლილებებიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში.

imageგთავაზობთ ჩინელი ასტროლოგის კევინ ფუნგის ჰოროსკოპს:


1.ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი წარმატებული იქნება. თუ მიზანს დაისახავთ და გულმოდგინებას არ დაიშურებთ, ამ მიზანს ადვილად მიაღწევთ. წელიწადის შუა პერიოდში თქვენი მიზანსწრაფულობა თავის შედეგს და ნაყოფს გამოიტანს. წარმატებას მიაღწევთ ცხოვრების ყველა სფეროში. ყველაზე მთავარი, რაც ვირთხებმა უნდა გააკეთონ-უარი თქვან საქმეებსა და ურთიერთობებზე, რომლებმაც თავისი თავი ამოწურეს. მოიშორეთ ძველი, რომ დაიწყოს ახალი. სწორედ ასე დაამყარებთ წესრიგს ცხოვრების ყველა სფეროში. ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან- მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ.


image

2.ხარი

ხარებისთვის ეს წელი დადებითი მოვლენებით იქნება სავსე. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. შესაძლოა, ახლობლებთან პატარა გაუგებრობები წარმოიშვას. პატარა კამათმაც კი შესაძლოა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ. თუ ერთხელ კალაპოტიდან ამოვარდით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება რთული იქნება.

ხარებმა თავისი შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა უნდა გამოავლინონ. ყველა თქვენს წამოწყებას დიდი შანსი აქვს, რომ წარმატებით დაგვირგვინდნენ, მაგრამ არც გულმოდგინება უნდა დაიშუროთ. ამ წელს არაფერია ისეთი, რაც ადვილად მიიღწევა. წარმატება მხოლოდ მათთან მივა, ვინც მონდომებას არ იშურებს.image

3.ვეფხვი

ვეფხვებს ამ წელს დიდი წარმატებები ელით. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო-კარგის მტერია. საქმის მიყვანა სრულყოფილებამდე- შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა ამ დროს.

საერთო ჯამში, წარმატებული წელი გექნებათ. წარმატებას მიაღწევთ ყველა სფეროში. მთავარია, ძალიან მაცდურ წინადადებებს ერიდოთ, თუნდაც ახლობელი ადამიანისგან მოდიოდეს.

image

4.კურდღელი

წლის დასაწყისი საკმაოდ მშვიდი იქნება, სამაგიეროდ წლის შუა პერიოდისთვის ძალების და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ეს ენერგია გონივრულად უნდა გამოიყენოთ და გეგემების რეალიზაციისკენ მიმართოთ. თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ, ცხოვრების ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწევთ.

ამ წელს კარგად მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ თქვენი შრომა დაფასდება კიდეც. დროა, ინიციატივა გამოიჩინოთ და მოქმედებაზე გადახვიდეთ. ეს არა მარტო სამუშაოს, არამედ პირად ცხოვრებასაც ეხება. არის შანსი, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ და მეორე ნახევარიც იპოვოთ.

image

5.დრაკონი

ამ წელს დრაკონებს ექსტრემი გაიტაცებთ, რაც მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე. თუმცა, ნუ დაივიწყებთ ზომიერებას და ოჯახზე ზრუნვას.

დრაკონებს ამ წელსაც ბევრი შრომა ელით, მაგრამ ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ. გადაღლილობამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს. სასურველია, შემოდგომისთვის კარგად მიხედოთ ჯანმრთელობას. ამიტომ, უკვე ზაფხულში აიღეთ შვებულება და კარგად დაისვენეთ.

image

6.გველი

ცვლილებების წელი იქნება. ამასთან, ეს ცვლილებები ცხოვრების უმეტეს სფეროში მოხდება და პოზიტიური იქნება, თუმცა აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

თუმცა, თანდაყოლილი ეშმაკობის წყალობით, გველი თავს ადვილად გაართმევს ყველა დაბრკოლებას. სერიოზული პრობლემა არ შეგექმნებათ, მაგრამ საზრუნავი კი ბევრი გექნებათ.

image

7.ცხენი

კარიერული ზრდა და წარმატება გელით. უკეთესია, თუ მეტ დროს დაუთმობთ სამსახურს. თუ ამ სფეროში დიდ ენერგიას ჩადებთ, დიდ ნახტომს გააკეთებთ როგორც კარიერაში, ისე ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისით.

მაგრამ, მიუხედავად შემოსავლებისა, ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ბევრის ხარჯვა ვალებს და პრობლემებს მოგიტანთ. თავშეკავება გამოიჩინეთ. არ დაგავიწყდეთ და ახლობლებსაც ჰკითხეთ რჩევა, სწორედ ისინი დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში.

image

8.თხა

აუცილებლად გაგიმართლებთ. სამსახურში აუცილებლად შეგაქებენ, მიუხედავად არსებული შეცდომებისა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, ამ წელს კაპრიზები უნდა დაივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი დაკარგოთ. მეორე მტერი-სიზარმაცეა. ამ წელს ბედი უამრავ შანსს გაძლევთ, მაგრამ შესაძლოა სწორედ სიზარმაცის გამო ეს შანსები ხელიდან გაუშვათ. ამიტომ, დაივიწყეთ სიზარმაცე და თამამად მოჰკიდეთ ხელი ახალ შემოთავაზებებს და წინადადებებს.

image

9.მაიმუნი

ამ წელს თავგადასავლების ძებნა არ ღირს, რადგან დიდი ალბათობით ცუდად დასრულდება. ნებისმიერი ავანტიურა ისეთ შედეგამდე მიგიყვანთ, რასაც ნამდვილად არ ელოდებოდით. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით.

ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ნაცნობების მიმართ. ერთერთი შესაძლოა თქვენი ნამდვილი მეგობარი გახდეს. დიდი შანსია შეხვდეთ სიყვარულსაც და მყარი ურთიერთობა ააგოთ.

image

10.მამალი

მამლებისთვის ოქროს წელია. უზარმაზარი წარმატება გელით ფიფნანსურ საკითხებში. მთავარია-შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გაზაფხულზე და ზაფხულზე მოსალოდნელია ხანგრძლივი მოგზაურობა. სამსახურში და ბიზნესშიც ყველაფერი შესანიშნავად იქნება, აი, ურთიერთობებში კი ცოტა სირთულეებია მოსალოდნელი.

იყავით მზრუნველი და არ გაცხარდეთ, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ. თქვენივე წინდაუხედაობამ შესაძლოა იმედგაცრუება მოგიტანოთ. ეს კი ყველაზე მეტად ოჯახურ ცხოვრებასა და მეგობრულ კავშირებზე აისახება. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

image

11.ძაღლი

ძაღლისთვის არც ისე ადვილი წელია. წარმატების მისაღწევად ბევრი და გულმოდგინე შრომა მოგიწევთ. არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ გამომწვევად. წარმატება მასთან მიდის, ვისაც გუნდური მუშაობა შეუძლია. რთული, მაგრამ პროდუქტიული ცვლილებები გელით. მიიღეთ ისინი მოთმინებით.

არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვაც. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას და ჯანმრთელობას. ეს სარგებელსაც მოიტანს და ყურადღების გადატანაშიც დაგეხმარებათ.

image

12.ღორი

ღორი-წლის მფარველია. ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებულთათვის ეს პერიოდი ოქროს ხანაა. ცხოვრებისგან ყველაფერს მიიღებთ, მარტო ისურვეთ და მონდომება გამოიჩინეთ.

ვარსკვლავები წარმატებას გიქადიან ცხოვრების ყველა სფეროში. თუ წარსულში რომელიმე საქმე ადგილიდან არ იძვროდა, ახლა ყველაფერი გამოვა. კარგი დროა, რომ დიდი ხნის ჩანაფიქრები და გეგმები განახორციელოთ. რთული პერიოდებიც გექნებათ და ამ დროს საყვარელი ადამიანი თქვენს საყრდენად იქცევა.

image

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0