x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ომი იწყება, რა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დასაწყებად
მკვლელობა სარაევოში, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, სწრაფად გამოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ გავრილო პრინციპი“ შავი ხელის " წევრი იყო. მათ იცოდნენ რომ “ შავ ხელს " ფარული კავშირი ჰქონდა სერბეთის არმიასთან. ამიტომ მიიჩნიეს რომ ავსტრია - უნგრეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის მკვლელობა სერბეთის საიდუმლო სამსახურის დაგეგმილი იყო.

image

ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოსებმა და მისმა მთავრობამ გადაწყვიტეს, მკვლელობა სერბეთის გასანადგურებლად გამოეყენებინათ. დაიწყეს მზადება ომისთვის. არმიის სარდალი, გრაფი კონრად ფონ ჰეცენდორფი კი დასასვენებლად გაგზავნეს. ვითომ ომის დაწყებას არ აპირებდნენ.

image


გერმანიის კაიზერმა ვილჰელმ მეორემ პირობა დადო, რომ დაპირისპირებაში ავსტრია-უნგრეთს დაეხმარებოდა. მაგრამ იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელ მესამემ უარი განაცხადა სამხედრო მოკავშირეობაზე. მან თქვა, რომ ავსტრიას იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ სერბეთი მას პირველი დაესხმოდა თავს.

სერბეთმა მიმართა მოკავშირე რუსეთს მეფე ნიკოლოზ მეორემ კი წერილი მისწერა, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორეს, ავსტრია-სერბეთის საკითხი ჰააგის კონფერენციაზე განხილულიყო . ვილჰელმ მეორემ არ უპასუხა. შემდეგ ნიკოლოზ მეორემ ბრძანა, რუსეთის ჯარების ნაწილი ავსტრიის საზღვრებთან გადაესროლათ. ამით ავსტრიის შეშინებას ლამობდა.

რუსეთმა მოკავშირე საფრანგეთს სთხოვა დახმარება. საფრანგეთმა განაცხადა, რომ ბრძოლაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდა, თუკი რუსეთს დაესხმებოდნენ თავს.

image

23 ივლისს ავსტრიის მთავრობამ ერცჰერცოგის მკვლელობის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, და სერბეთს მოსთხოვა ანტიასრიული ორგანიზაციის და გაზეთების აკრძალვა. რამდენიმე ჩინოვნიკის გადაყენება, ტერაქტის ორგანიზატორ და“ შავი ხელის " ლიდერ ტანკოსიჩის დაპატიმრება და ავსტრიელი სამართალდამცავების ხელმძღვანელობით გამოძიების დაწყება .

25 ივლისს სერბეთის მთავრობა დაეთანხმა ყველა მოთხოვნას, მაგრამ განაცხადა, რომ გამოძიებას სერბები უხელმძღვანელებდნენ. გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის მთავრობებმა მიიჩნიეს რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო და ომი თავიდან იქნებოდა აცილებული.


image

ავსტრიამ სერბეთის პასუხი არ მიიღო და 28 ივლისს ომი გამოაცხადა .

ომის გამოცხადება სერბეთის მთავრობას ავსტრიელებმა დეპეშით აცნობეს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როცა ომი დეპეშის გაგზავნით გამოცხადდა.

თავდაპირველად სერბეთის პრემიერ მინისტრმა ავსტრიის გზავნილი ხუმრობად მიიღო, არ ეგონა ომი დაწყებას დეპეშით თუ აცნობებდნენ. შემდეგ მეორე დეპეშაც მიიღო - მესაზღვრეები იტყობინებოდნენ, რომ ავსტრიელებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ომი 1914 წლის 28 ივლისს, დღის 15:00 საათზე დაიწყო

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0