x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სასმელების არევა ნაბახუსევზე არ მოქმედებს-მეცნიერების დასკვნა

image

ექსპერიმენტმა, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ალკოჰოლიური სასმელის რიგითობას.მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ნაბახუსევზე.



უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძლიერ ნაბახუსევს ვერ იწინასწარმეტყველებ ვერც სხეულის წონით და ვერც ალკოჰოლის მიღების გამოცდილებით:"ერთადერთი მიხვდეთ, რა დონის ნაბახუსევი გექნებათ მეორე დილით, ეს არის თუ რა რაოდენობის ალკოჰოლი მიიღეთ და გქონდათ თუ არა პირღებინება"-აღნიშნავს დოქტორი იორან კიოხლინგი.


ექპერიმენტში მონაწილეობდა 90 მოხალისე, რომელიც სამ ჯგუფად დაყვეს, პირველმა ჯგუფმა ჯერ დალია 2, 5 პინტი ლუდი, შემდეგ კი ოთხი დიდი კათხა ღვინო, მეორე ჯგუფმა პირიქით-ჯერ ღვინო და შემდეგ ლუდი, ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს მხოლოდ ერთი სახეობის ალკოჰოლი მისცეს, ერთი კვირის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა ადგილები გაცვალეს, ხოლო საკონტროლო ჯგუფი ალტერნატიულ სასმელებზე გადაერთო, ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები ყოველ მონაწილეს დღე-და ღამე აკონტროლებდნენ, ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეები ავსებდნენ ანკეტას, სადაც აფასებდნენ ნაბახუსევის სიმძიმეს.


ერთადერთი რაც დამტკიცდა ექსპერიმენტში ისაა, რომ რაც უფრო მეტს დალევთ და ამასთან ერთად თუ აღებინეთ კიდეც, მეორე დღეს ნაბახუსევი უფრო მძიმე იქნება.



შარშან კიდევ ერთი მტკიცებულება წარმოგვიდგინეს ბრიტანელმა მეცნიერებმა, ისინი ირწმუნებიან, რომ ნაბახუსევს საერთოდ არაფერი შველის, ხოლო ცხელი წვნიანი, მაგარი ყავა, წყალი, წამალი და ა.შ. ეს არის ყველაფერი მითი და თავის მოტყუება, მეორე დღეს დასუსტებული იმუნიტეტი თავად ერევა ნაბახუსევს და ორგანიზმიც ნელ-ნელა კალაპოტში დგება.


imageასევე დაგაინტერესებთ

დიდი ხანია ითვლება, რომ ყოველი მომდევნო თაობა უფრო თავისუფალია და სექსუალურად უფრო გახსნილი. ახლა უკვე შეგვიძლია ეს თეორია, როგორც მტკიცებულება, ისე გამოვიყენოთ, სულ ცოტა ხნის წინ კომპანია euroClinix-მა დაასრულა კვლევა, რის მიხედვითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ თუ რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა საშუალოდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. ამ დრ...

ეს დასკვნა რომ მიეღოთ მეცნიერებმა შეისწავლეს ყოველი ქალის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური თვისებები. მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან დაასკვნეს, რომ ქალის თითების სიგრძეს პირდაპირი კავშირი აქვს ღალატისადმი მიდრეკილებას. როგორც Biology Letters-ი იუწყება, ქალებს, რომლებიც "გვერდზე გახედვისკენ" არიან მიდრეკილები, ..

ამისთვის საჭირო არ არის არც სპეციალური ტაბლეტები, არც ალკოჰოლი და არც ბღუჯა ფული, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. ამერიკელმა გინკოლოგებმა დაადგინეს, რომ რეგულარულად თუ დაკავდებით იოგით 12 კვირის განმავლობაში ბევრად უფრო გაიუმჯობესებთ სქესობრივ ცხოვრებას და მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ ლიბიდოს.კვლევის დროს დადგინდა, რომ იოგა შველის უღიმღამო სექსის ერთ-ერთ...

The GlobalTimes გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ალკოჰოლიზმისგან ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. სამედიცინო ჟურნალის, Lancet -ის კვლევის მიხედვით მსოფლიო რეიტინგს სათავეში მოექცა ჩინეთი-2016 წელს ამ ქვეყანაში ლოთობისგან დაიღუპა 650 000 მამაკაცი და 59 000 ქალი, ყველაზე ხშირად სიკვდილის მიზეზი იყო ალკოჰოლის ფონზე ტვინში ...

0
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0