x
image
Teklamaisuraze
ბოისლავ ტანკოსიჩი, ,, შავი ხელის " ხელმძღვანელი, მკვლელობა სარაევოში

მკვლელობა სარაევოში

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდი

1914 წლის ივნისში ავსტრია უნგრეთის ჯარი მზად იყო სამხედრო წვრთნები გაემართა ჰაბსბურგთა იმპერიის სამხრეთ ნაწილში, სარაევოს მახლობლად.

image

ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოსების მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მისია ჯარის დათვალიერებასა და სამხედრო წვრთნის ხელმძღვანელობაში მდგომარეობდა.

სამხედრო წვრთნამდე რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი იყო ერცჰერცოგის შეხვედრა სარაევოს საზოგადოებასთან, რომელსაც თვითმმართველობის საკითხის განხილვა სურდა.

image

3 სერბი ექსტრემისტი კი ამ დროს ერცჰერცოგის მკვლელობას გეგმავდა. ისინი მიეკუთვნებოდნენ სერბულ ტერორისტულ დაჯგუფებას “ შავი ხელი ".

“ შავ ხელს" ხელმძღვანელობდა ბოისლავ ტანკოსიჩი, სერბეთის მოქალაქე. მან მიიღო იარაღი, ფული და ინფორმაცია პოლკოვნიკ დრაგუტინ აპისისგან. რომელიც სერბეთის გენერალურ შტაბში მსახურობდა.

ფრანც ფერდინანდი სარაევოში ჩასვლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და კორტეჟის თანხლებით გაემართა სამხედრო ყაზარმების მოსანახულებლად. “ შავი ხელის " წევრები ნედელჟკო ჩაბრინოვიჩი, გავრილი პრინციპი და ანრი ტრიფკო გრაბეზი კი მსხვერპლის გამოჩენას ელოდნენ.

როდესაც ერცჰერცოგის კორტეჟმა დატოვა რკინის სადგური, მის მანქანას ხელყუმბარა ესროლა ნედელკო ჩაბრინოვიჩმა. მაგრამ ააცილა . ხელყუმბარა მანქანებს შორის აფეთქდა . და ერთი ოფიცერი და ოცი მოქალაქე დაშავდნენ.

საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ, ერცჰერცოგმა გეგმები შეცვალა და მოისურვა მეუღლესთან ერთად მოენახულებინა ტერაქტის დროს დაშვებულები. მანქანების კოლონა ჰოსპიტლისკენ დაიძრა. პრინციპმა მოიმარჯვა იარაღი, მაგრამ პოლიციამ უმალ დააკავა. მან გაითავისუფლა თავი და გახსნა ცეცხლი.

პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა ჰერცოგინია. მეორემ დაჭრა არმიის ოფიცერი, მესამე კი ერცჰერცოგს კისერში მოხვდა . ის 10 ში გარდაიცვალა პრინციპი დააკავეს.

image

მიუხედავად იმისა, რომ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა ბოისლავ ტანკისიჩმა დაგეგმა, ტერორისტულ აქტის დროს ის სერბეთში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0