x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88916
  • ვიდეო:339399
  • სურათი:451443
ყველაზე სწრაფი ნინძა მსოფლიოში

იშაო მაჩი

1973 წელს დაბადებული იაპონელი იშაო მაჩი არის ადამიანი-ელვა და ადამიანი-ლეგენდა. მსოფლიოში ალბათ სხვა ვერავინ ვერ იყენებს სამურაის ხმალს მისებრ დახვეწილად. მას შეუძლია, ჩოგბურთის ბურთი, რომელიც 820 კმ/სთ-ის სისწრაფით მისკენ მიფრინავს, ზუსტად შუაზე გაკვეთოს.


დაუჯერებელია, მაგრამ თანამედროვე იაპონელი სამურაი 30 მეტრის სიშორიდან გაფრენილ, ცერცვის მარცვლის სიდიდის ტყვიასაც კი შუაზე კვეთს.


ანუ, წარმოიდგინეთ, ვიღაც გიმიზნებთ პისტოლეტს, სასხლეტს თითს უშვებს, ტყვია თქვენსკენ მოფრინავს, მოზუზუნებს, უკვე ლამის თქვენს ყურთან ირხევა, თქვენ კი იღებთ ხმალს, ახვედრებთ ტყვიას და შუაზე კვეთთ მას. განა ეს დაუჯერებელი არ არის?


ჰოდა, არც იაპონელ ჟურნალისტებს არ სჯეროდათ, როცა იშაო მაჩი თავდაპირველად გაიცნეს. მაგრამ გინესის სამგზის მსოფლიო რეკორდსმენმა მათ ყველაზე სკეპტიკურ მოლოდინებს ცივი წყალი გადაასხა და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ნინძების შესახებ გადაღებული ყველაზე თამამი ფილმის რეჟისორსაც კი შეშურდებოდა.


აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ იშაოს მისკენ მქროლავი უზარმაზარი საზამთროს შუაზე გაკვეთაც შეუძლია არნახული სიზუსტით. ეს ხომ წვრილმანია.


0
165
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0