x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ამ კაცმა 12 000 წიგნის შინაარსი ზეპირად იცოდა: ადამიანი-არქივი
კიმი

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი რომ არ გააჩნია, ამის ერთგვარი დადასტურება კიმ პიკის დაბადებაც არის: მან ხომ ცხოვრების მანძილზე 12 000 (!) წიგნი ზეპირად დაისწავლა და ამერიკის და კანადის მთელი სატრანსპორტო განრიგი და სატელეფონო ცნობარი ზეპირად იცოდა.


კიმ პიკი 1951 წელს სერიოზული ფსიქიკური და ფიზიოლოგიური გართულებებით მოევლინა ქვეყნიერებას; მისი ტვინის ორივე ნახევარსფერო მხოლოდ ძალიან მცირედით გახლდათ დაშორებული ერთმანეთისგან. მისი თავის ქალა ნორმალურზე დაახლოებით 1/3-ით უფრო მოზრდილი იყო. მის კეფას არ შეეძლო ამხელა მასის შემაგრება და კიმ პიკს თავი ხშირად დაბლა უვარდებოდა. ამიტომ ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, ახალშობილი ბავშვთა სახლში დაეტოვებინათ. თუმცა, დედამ უბედური პირმშო გულიდან ვერ მოიგლიჯა.


16 თვის იყო კიმ პიკი, წიგნების კითხვა რომ დაიწყო. უკვე ერთი წლისამ ლექსიკონის 8 ტომი ზეპირად დაისწავლა. წიგნის თითოეული გვერდისთვის კიმს 7 წამი სჭირდებოდა. ამ 7 წამის შემდეგ გვერდს ზეპირად ითვისებდა სამუდამოდ.



ფილმი "წვიმის კაცი, " რომელშიც ტომ კრუზი და დასტინ ჰოფმანი მონაწილეობენ, კიმ პიკის მიერ არის შთაგონებული. სწორედ კიმია ის ლეგენდარული "წვიმის კაცი, " რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და რომლის ორეულმა, რეიმონდ ბაბიტმა, როგორც კინოში, ასევე მუსიკაში ამხელა რეზონანსი ჰპოვა.


კიმ პიკი გარდაიცვალა 2009 წელს, 58 წლის ასაკში, გულის ინფარქტით გამოწვეული უეცარი სიკვდილით.


სიკვდილის შემდეგ კიმ პიკის თავის ტვინი მეცნიერების ინტენსიური შესწავლის ობიექტად გადაიქცა. უამრავი ნეირობიოლოგი წლების მანძილზე სწავლობდა გენიოსის სააზროვნო ორგანოს. შესაბამისი დასკვნებიც გაკეთდა, თუმცა "წვიმის კაცის" და "ადამიანი-არქივის" კოგნიტურ შესაძლებლობათა დიდი ნაწილი მეცნიერებისთვის დღემდე ბურუსით მოსილი დარჩა.


თანამედროვე მედიცინა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ კიმ პიკის ფენომენი ბოლომდე იქნას ამოხსნილი და გაშიფრული.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0