x
image
_K_
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი წინაპრები სინამდვილეში

image

თანამედროვე ადამიანებს ძალიან გვაინტერესებს, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი წინაპრები. გვაქვს მათი პორტრეტები, მაგრამ ხშირად ნახატები მხატვრის სუბიექტურ ხედვას ასახავს და არა - სინამდვილეს. თანამედროვე ტექნოლოგიები დაეხმარა მეცნიერებს, აღედგინათ უძველესი ხალხის რეალური სახე, რომელიც მათი ჩონჩხის სტრუქტურისა და ანატომიის მიხედვითაა შექმნილი. სტატიაში შემოგთავაზებთ მათი გარეგნობის სხვადასხვა რეკონსტრუქციებს - ზოგიერთი რამდენიმე ასეული, ზოგიც რამდენიმე ათასეული წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ქვემოთ მოცემულ სურათებში ეს უძველესი ადამიანები ნამდვილად ცოცხლებივით გამოიყურებიან.





12. ნეოლითური მამაკაცი

ეს კაცი ნეოლითის ეპოქაში ცხოვრობდა. ის დაახლოებით 5500 წლის წინ დაკრძალეს თანამედროვე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მამაკაცი პირველი სთოუნჰენჯის აგებამდე 500 წლით ადრე დაიბადა. გარდაცვალებისას ის 25-დან 40 წლამდე იქნებოდა.

image





11. ავა, ქალი ბრინჯაოს ხანიდან


ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ავას სახელით ვიცნობთ, 3700 წლის წინ გარდაიცვალა. მისი ნარჩენები ქვის საფლავში აღმოაჩინეს, როცა შოტლანდიაში ჩაატარეს გათხრები. შოტლანდიელმა არქეოლოგმა მაია ჰულიმ და მხატვარმა ჰიუ მორისონმა შეძლეს ქალის სახის აღდგენა.

image








10. ტუტანხამონი

ანტიკური ეგვიპტის ფარაონი და ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თავის სამფლობელოს ქრისტეშობამდე 1332-1323 წლებში მართავდა. მან ტახტი 10 წლისამ ჩაიბარა და 20 წლისაც არ იყო, როცა გარდაიცვალა. ძირფესვიანი კვლევებისა და ფარაონის მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის წყალობით მთელ მსოფლიოს მიეცა საშუალება, დაენახა მისი სახე. როგორც ჩანს, მის გარეგნობაში ქალური ელემენტებიც ერია და სრულყოფილებიდან საკმაოდ შორს იყო.

image








9. გოგონა ანტიკური საბერძნეთიდან

ეს გოგონა ათენში ცხოვრობდა და 11 წლის ასაკში გარდაიცვალა დაახლოებით 430 წელს ქრისტეშობამდე. ბერძნულ ცივილიზაციას სწორედ ამ დროს ჰქონდა აყვავების პერიოდი.

image








8. გაიუს იულიუს კეისარი

ჰოლანდიის ეროვნულმა მუზეუმმა რომაელი ლიდერის ბუნებრივი სახე შექმნა. როგორც ჩანს, აქამდე სრულიად სხვა წარმოდგენა გვქონია ამ უდიდესი რომაელი პოლიტიკური ფიგურის გარეგნობაზე.

image








7. მამაკაცი ანტიკური რომიდან, რომელიც პომპეიში გარდაიცვალა

ქრისტეშობიდან 79 წელს, 24 აგვისტოს ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა და გაანადგურა ანტიკური რომის ქალაქები - პომპეი და ჰერკულანეუმი. წყაროების მიხედვით, ბუნებრივ კატასტროფას დაახლოებით 16 000-დან 20 000-მდე ადამიანი შეეწირა. ბრიტანელმა მკვლევარებმა რენტგენის სხივებზე და ჩონჩხის სხვა ელემენტებზე დაყრდნობით კატასტროფაში დაღუპული მამაკაცის სახე აღადგინეს. მეცნიერები ამ რომაელს "უცნობ კაცს" ეძახიან, რადგან ვერ იპოვეს ვერაფერი, რაც მის სოციალურ სტატუსზე ან ცხოვრებაზე შეუქმნიდათ წარმოდგენას.

image






6. ქალი ანტიკური რომიდან, რომელიც ჰერკულანეუმში გარდაიცვალა

ეს ქალი ერთ-ერთია იმ 20 ადამიანიდან, რომლებიც ეცადნენ, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას ფარდულში დამალულიყვნენ. როგორც ჩანს, ის მდიდარი ოჯახიდან იყო.

image








5. ახალგაზრდა კაცი შუა საუკუნეებიდან

ეს ბიჭი შუა საუკუნეებში ცხოვრობდა შოტლანდიაში. გარდაცვალებისას 13-დან 17 წლამდე იქნებოდა. სავარაუდოდ, ის საავადმყოფოში იწვა და იქვე გამოესალმა სიცოცხლეს.

image








4. რიჩარდ III, ინგლისის მეფე

ინგლისის მეფე და პლანტაგენეთსების უკანასკნელი წარმომადგენელი მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. შექსპირის პიესაში რიჩარდ III წარმოდგენილია, როგორც სასტიკად მკაცრი და მზაკვარი პიროვნება. თუმცა, მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ მისი ხასიათის თავისებურებეზე - სასახლის ჭორების გამო სიმართლის გარკვევა მართლაც ძალიან რთულია. მეფის სხეულის ნარჩენები რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს და ამის მიხედვით შექმნეს მისი სახის პლასტიკური მოდელი.

image







3. ჰენრი IV, საფრანგეთის მეფე

ჰუგენოტების მეფე ჰენრი IV 1553-1610 წლებში ცხოვრობდა და ცნობილია, როგორც ბურბონების დინასტიის დამაარსებელი. ის ზრუნავდა თავის ქვეყანაზე და ხალხზე, ამიტომაც "კარგი მეფე ჰენრი" შეარქვეს. ჰენრი IV 57 წლის ასაკში მოკლეს ფანატიკოსებმა. მისი ჩონჩხის მიხედვით მეცნიერებმა მეფის გარეგნობის კომპიუტერული მოდელი შექმნეს.

image








2. იოჰან სებასტიან ბახი

იოჰან სებასტიან ბახი მოღვაწეობდა და შედევრებს ქმნიდა მე-17 - მე-18 საუკუნეებში. გერმანელმა კომპოზიტორმა 1000-ზე მეტი უნიკალური მუსიკალური ქმნილება დაუტოვა მომავალ თაობას. მისი ნამუშევრები თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, ოპერის გარდა. მისი ჩონჩხის მიხედვით მეცნიერებმა კომპოზიტორის გარეგნობის აღდგენა შეძლეს.

image








1. მაქსიმილიან რობესპიერი

მაქსიმილიან რობესპიერი ტერორის მეფობის დროს ახალი იდეების სულის ჩამდგმელი იყო. პარადოქსულად, გილიოტინაზე ის სწორედ ყოფილმა მიმდევრებმა აიყვანეს. მეცნიერებმა რობესპიერის სიკვდილის ნიღაბის მიხედვით მისი სახის 3D გამოსახულების შექმნა შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, მისი გარეგნობა სრულიად საწინააღმდეგო იყო ყველასთვის ცნობილ ვერსიასთან შედარებით.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის აკეთებდნენ

image


2. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ

image


3. როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო

image

0
2463
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0