x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88916
  • ვიდეო:339399
  • სურათი:451443
საზარელი მკვლელობა რუსთავში-"ბავშვი დავბრიდე აღარ არიო"

image

დღეს დილით 10 საათზე საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, 29 წლის ბიძამ საკუთარი 12 წლის ძმისშვილი მოკლა, ინფორმაციას info rustavi ავრცელებს.


დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მოზარდის გარდა, მისი პაპაც იმყოფებოდა, როგორც ირკვევა 29 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, იგი გუშინ საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა პაციენტმა უარი განაცხადა მკურნალობაზე და სამედიცინო დაწესებულებამ იგი უკან გამოაბრუნა.


"დავინახე პოლიცია მოვიდა, ქვემოთ ჩამოვედი, ვიფიქრე დახმარება უნდა ვინმეს ან რაიმე, დავინახე ფანჯარაში იდგა, ისა..ვალერი, ხელები ჰქონდა დასისხლიანებული, პოლიციელები ეკითხებიან, რა არის ბიჭო რა მოხდაო, ბავშვი სად არიო..ბავშვი დავბრიდეო, ესე თქვა პირდაპირ, რას ჰქვია დაბრიდეო და ეცნენ და დაიწყეს კარების ჩაჭრა, რომ დაინახა კარების გაღება უნდოდათ, ფანჯრიდან გადახტა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ დაიჭირეს"აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.


როგორც ირკვევა მოკლული ბავშვის მამა საზღვარგარეთ არის წასული, დედა კი რუსთავში ცხოვრობს. მოზარდი ხან დედასთან იყო, ხან პაპასთან.

გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0