x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?
სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


სტალინმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე 1921 წლის ივნისში განაცხადა:

- "საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი."

თბილისიდან მოსკოვში ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს:


- "სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია."

"ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან - ისინი საშინლად ავიწროვებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს."

"ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია."

"საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა."


სტალინი


სტალინმა გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე მარშალ პაველ რიბანკოს კითხვაზე იყო თუ არა ქართველი, უპასუხა:

- "მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის."


სტალინი ორჯონიკიძეს:

- "ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია."


საქართველოს ტერიტორია 1918-21 წლებში მოიცავდა 107, 6 ათას კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4, 400 კვადრატული კილომეტრი. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი - პილენკოვო (ახლადელი განთიადი).


საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ, აზერბაიჯანს უფეშქაშეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 6000 კვადრატული კილომეტრი - ზაქათალას ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი (92, 600 მცხოვრებით).


სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


თურქეთს სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23, 000 საქართველოს ტერიტორიის 23, 000 კვადრატული კილომეტრი (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) 200 ათასამდე მცხოვრებით.


სომხეთს კი 4600 კვადრატული კილომეტრი საქართველოს მიწა - ლორე-ალავერდის მხარე (38, 000 მცხოვრებით).


საბოლოო ჯამში 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ბოლშევიკების "წყალობით" საქართველომ დაკარგა: ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ბამბაკი, ჩრდილი, ჰერეთი, დვალეთი.


სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?


ამას ემატება სტალინის მიერ შექმნილი 2 ავტონომია საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთი და ხელოვნური ტერმინი "სამხრეთ ოსეთი". 8600 კვადრატული კილომეტრი და 3885 კვადრატული კილომეტრი.


საერთო ჯამში 40, 585 კვადრატული კილომეტრი. საქართველოს ეს დაკარგული ტერიტორიები, რომელიც სტალინმა და სხვა ბოლშევიკებმა გაგვისხვისეს, უსწრებს ან უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების ფართობს, როგორიცაა ბელგია (30, 528 კვ. კმ), შვეიცარია (41, 285 კვ. კმ) ან ნიდერლანდების (41, 528 კვ.კმ) ტერიტორიებს.


როდესაც სტალინს უთხრეს ლევან რაზიკაშვილზე, რომ ვაჟა-ფშაველას შვილია, ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძემ ასე უხასუხა:

- ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით ცოცხალი რომ იყოსო.


სტალინი


იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი საბჭოთა კავშირის ბელადი გახლდათ 1924 წლიდან (ლენინის სიკვდილის შემდეგ) 1953 წლამდე და ამ პერიოდში მან მოაწყო ჰოლოდომორი უკრაინაში, როდესაც შიმშილით გაანადგურა 7 მილიონზე მეტი უკრაინელი (რომ ჩაეხშო უკრაინელი პატრიოტული ფენის ნაციონალისტური განწყობები). დაახლოებით 30-წლიანი მმართველობის პერიოდში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელებულ გადასახლებებში, რეპრესიებში, დახვრეტებში, გულაგებში მან მოკლა 23 მილიონ ადამიანზე მეტი (ჰოლოდომორის ჩათვლით).





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევის შემდეგ

4. თამარ მეფის ბრძოლების სია

5. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

6. ვერმახტის ქართული ლეგიონი

7. უნიკალური ქართული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

8. დიაოხის მეგალითები და დიაოხელები

9. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

10. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

11. ქართული მითოლოგია - აფსათი

12. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

13. ქართული მითოლოგია - არმაზი

14. ქართული მითოლოგია - ბატონები

15. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

16. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

17. სტალინი ქართველების შესახებ

18. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

19. პირამიდების ტიპები

20. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს?

21. რა დაგვემართება თუ მზე გაქრება?

22. ქართული მითოლოგია - ბოჩი

23. დრაკულა ლეგენდებს მიღმა - ვლადისლავ III ცეპეში

24. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?

25. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

26. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


16
2786
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2786
  
2021, 17 აგვისტო, 16:31
Nikoloz Mzhavanadze -მ საინტერესო ინფორმაციები შეკრიბა სტალინზე. კარგი იქნებოდა დეტალური წიგნების სერია გამოსულიყო მის ცხოვრებაზე და მერე სერიალიც გადაგვეღო ბავშვობიდან სიკვდილამდე. ცუდიც და კარგიც შეულამაზებლად.
1. 1919 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობამ აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. 1921 წელს ლენინის გადაწყვეტილებით შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც გამოეყო საქართველოს. 1931 წელს სტალინმა აფხაზეთის სსრ გააუქმა, ჩამოაქვეითა მისი სტატუსი ისევ ავტონომიამდე და საქართველოს გადასცა.
2. სტალინის მიერ შექმნილი ახალი კონსტიტუციით საქართველოში არსებულ ავტონომიებს ჩამოერთვათ უფლება, გასულიყვნენ საქართველოს შემადგენლობიდან საქართველოს ნებართვის გარეშე.
3. აფხაზეთში ქართველები წარმოადგენდნენ უმცირესობას. სტალინის მმართველობის წლებში ბერიამ აფხაზეთსა და სოჭში ჩასახლა ქართველები რაჭიდან და სხვადასხვა რაიონებიდან, რითაც მოხდა ეთნიკური ბალანსის ქართველების სასარგებლოდ შეცვლა.
4. 1942 წელს გასამართლებული იქნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ. 1937 წელს სტალინის ბრძანებით დიდი პატივით გადაიხადეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე.
5. 1943 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, რომლებსაც საქართველო 1955 წლამდე ფლობდა. 1955 წელს სტალინის და ქართველების დიდმა მოძულემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა ქლუხორი და ახალხევი საქართველოს ჩამოართვა.
6. 1943 წლიდან იწყება ქართველების მასობრივი ჩასახლება ჩრდილო კავკასიაში და ჩრდილო კავკასიის „ქართველიზაციის“ პროცესი.
7. 1943 წელს სტალინმა საქართველოს დაუბრუნა ავტოკეფალია.
8. 1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები. საერთო ჯამში 120 000 სული, რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს მათ ადგილას კი ქართველები ჩაასახლეს.
2021, 17 აგვისტო, 16:30
9. 1945 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული, მენშევიკებმა საფრანგეთში დახარჯეს
10. სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ ის არის რუსი. ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი - ეროვნება: ქართველი. სტალინმა ერთხელ სუფრაზე აღნიშნა, რომ იგი დაიბადა საქართველოში და გაზარდა რუსმა ხალხმა. რის შემდეგადაც მოხდა ამ ფრაზის ისეთნაირად დამახინჯება და წარმოჩენა, თითქოს იგი თავს რუსად თვლიდა.
11. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა, განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის,ერზრუმის და სტამბულის მიმართულებით. ამ ფაქტს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მაშინდელი ქართული ინტელიგენცია და მთელი საზოგადოება. გაზეთებში იბეჭდებოდა მოწოდებები ტაო-კლარჯეთის დაბრუნების სესახებ, იწერებოდა ლექსები და სტატიები. სტალინმა ბულგარეთში, თურქეთის საზღვართან, მოახდინა 300 000 საბჭოელის მობილიზება. სამწუხაროდ, თურქეთს იმ დროს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა.
ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა მასთან დაპირისპირებაზე და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა.
2021, 17 აგვისტო, 16:30
12. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით სტალინმა დათვური სამსახური გაუწია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ცნობილი არის, რომ გერმანული დივიზიების დაახლოებით 80% განადგურდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში.
13. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციას, რომელიც ბელორუსიის განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, სტალინმა პეტრე ბაგრატიონის საპატივცემულოდ უწოდა "ოპერაცია ბაგრატიონი".
14. 1945 წლის 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი. სტალინის ბრძანებით რაიხსტაგზე დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა ქართველს და რუსს; მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს.
15. 1951 სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. მეტრო იმ დროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, თბილისი მოსახლეობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, სტალინის ბრძანებით გადაწყდა, აშენებულიყო თბილისში მეტროპოლიტენი. თბილისი იყო მე-4 ქალაქი საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო აშენდა. „მეტროპოლიტენი მარტო კომფორტული გადაადგილების საშუალება არ არის, არამედ ის წარმოადგენს თავშესაფარს დაბომბვის შემთხვევაში“ - განაცხადა სტალინმა
არ დაეტია და დავამთავრებ:
"ტოროლას მერე> მთელი ცხოვრება ებრძოდა ღმერთს, უმტკიცებდა მასსაც და თავისთავსაც, რომ სიცოცხლით თამაში მასაც "ეხელმწიფებოდა" და შეეძლო ამქვეყნიური "სამოთხე" შეექმნა. პრინციპში, კურიოზულია, თუმცა ამასვე გვპირდებიან მასონებიცა და "სიონისტთა ბრძენი მამებიც".
ვეთანხმები, რომ "სტალინს აქვს საკმარისი ცოდვები, მაგრამ უფრო მეტს აბრალებენ", თუმცა და ამასთანავე, ფაქტებს ვერ წაუვალთ. პირველ რიგში, ის რომ უამრავი(!) ხალხი გაიჟუჟა გამოგონილი და შეთითხნილი ბრალდებებით. ის არგუმენტი, რომ თავად არც იცოდა და მერე მაგის ჩამდენები დასაჯა-დახვრიტაო, ცოტა სასაცილოა. ბოლო-ბოლო, ამხელა ომის მომგებ კაცს, მართლა გენიოსს, რბილად რომ ვთქვათ, "ჩრდილი ადგება" - ილიკოს პერიფრაზის არ იყოს: "დედამიწის გულში რა დევს, მაგი იცის და ეგ არ ეცოდინებაო"?
სტალინის გენიით მოხიბლულ ადამიანებს (სარკაზმით ნამდვილად არ ვამბობ, გენია იყო!) ახასიათებთ მისი ქართული ხასიათის წარმოჩინება და იმის ხაზგასმა, თითქოსდა თავისი კარიერის განმავლობაში, "ქართული საქმეები" მოსვენებას არ აძლევდა მას. ქვემოთ აღნიშნულ, მის მიერვე ნათქვამი თავისი წარმომავლობის შესახებ რომ ვუგულველყოთ, მისი პოლიტიკა მაინც ვერსად "გაიქცევა". და სამწუხაროდ, რამდენი ანტიქართულია ამ სიაში. საქართველოს ანექსია უმთავრესია, მაგრამ "გადავდოთ" გვერდზე, ჩავთვალოთ, რომ სტალინმა, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის კეთების მოტივით "გააწითლა" საქართველო. ავიღოთ თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები - 1945-ში თურქეთი ახალნაშობი ბატკანივით ცახცახებდა სსრკ-ს წინაშე და თუ მართლაც საქართველოსთვის რამეს გრძნობდა, ის ტერიტორიები უნდა ჩამოეჭრა თურქეთისთვის, მაგრამ ჩერჩილს გაურიგდა და ბალკანეთში გაცვალა, რატომ? იმიტომ დიად სსრკს, ბალკანეთი უფრო გამოადგებოდა, ვიდრე ტაო-კლარჯეთი. სტალინის მიერ ამის გაკეთებას "ქართულ-ეროვნულით" თუ ვინმე ახსნის, სულ მცირე მადლიერი დავრჩები. ახლა ის რომ, თურმე დიდი პოლიტიკას ასე სჭირდებოდა, აპ-აპა-აპა, ასე არ ქნათ. იმიტომ რომ, საქმეც მაგაშია, "დიდ, სსრკს პოლიტიკას" სჭირდებოდა და არა საქართველოს. აქედან დასკვნა: არ იყო ეგ კაცი ბატონებო, ქართველი, თავად არ მიაჩნდა თავი ქართველად და ჩვენ რატომ ვაბრალებთ, მართლა არ მესმის. მისმა ბოროტმა გენიამ შექმნა უზარმაზარი იმპერია, თავის რელიგიითა(ლენინი, მარქსი და ენგელსი სამპიროვანი ღვთაება, ხოლო მოციქული თავად ის) და იდეოლოგიით < სოციალიზმ-კომუნიზმი>. მისთვის ერთი და თუნდაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე უფასური იყო და ჩემი რწმენით, ადრეული ახალგაზრდობის მერე< "ტოროლას
2019, 12 მარტი, 4:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
2019, 12 მარტი, 4:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
2019, 12 თებერვალი, 18:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2019, 12 თებერვალი, 10:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2019, 12 თებერვალი, 10:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10