x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ღმერთი არ მრისხანებს ჩვენზე

წმინდა ანტონი დიდი წერს: „ღმერთი სახიერი, მიუკერძოებელი და უცვალებელია. თუკი ვინმე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ
ღმერთის უცვალებლობას ჭეშმარიტად აღიარებს და აკურთხევს, მაინც
გაურკვევლობაშია, რომ ის (ღმერთი), რომელიც ასეთია, როგორღა შეჰხარის კეთილთ და ბოროტთაგან კი პირს აბრუნებს, ცოდვილებზე მრისხანებს, ხოლო როცა ნანობენ, მათდამი მოწყალებას ავლენს? ამიტომ ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უგუნურება იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანთა საქმეები ღმრთაებისთვის ან სასიკეთოა ან ცუდი.


ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს კი არავის აყენებს, ვინაიდან ყოველთვის ერთი და იგივეა. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, რადგან ღმერთს ვემსგავსებით, მასთან ურთიერთობაში შევდივართ, ხოლო როცა ვბოროტდებით, იმის

გამო რომ ღმერთს აღარ ვგავართ, მას ვემიჯნებით. როცა სათნოდ ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, გაბოროტებულნი კი მისგან მოკვეთილებად ვიქცევით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჩვენს მიმართ მრისხანება ჰქონდა, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები ღმერთს ჩვენში გაბრწყინების საშუალებას არ აძლევენ და მტარვალ დემონებთან გვაკავშირებენ. ხოლო შემდგომ თუკი ლოცვებითა და ქველის საქმეებით ცოდვებისგან განხსნას მოვიპოვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს გული მოვულბეთ და შევცალეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი მოქმედებებისა და ღვთისადმი მიქცევის მეშვეობით ჩვენში არსებული ბოროტებისგან განვიკურნეთ და კვლავ მოგვეცა საღმრთო მადლის გემოსხილვის უნარი. ასე რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ბოროტთთაგან პირს აბრუნებსო, იგივეა, რომ ვთქვათ: მზე უსინათლოებს ეფარებაო.“ წმ. ანტონი დიდი. სათნოებათმოყვარეობა. ტ. 1. წმ. სერგის წმ. სამების სახელობის ლავრა. 1993 წ.გვ.90.

0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0