x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
ვინ არის ადამიანი?-ფილოსოფოსების გამონათქვამები ადამიანზე(ნაწილი1)

image


ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ
მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი.
ფრანსუა დე ლაროშფუკო


ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, თუ რომ ერთმანეთს
არ ატყუებდნენ.
ლაროშფუკო


ადამიანების მიმართ არ შეიძლება სინამდვილიდან აღებული კერძო
მაგალითებით საერთო დასკვნების გამოტანა. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ
იმიტომ, რომ ადამიანი-მოაზროვნე არსებაა, ყოველთვის აზრიანად იმოქმედებს,
ანდა, რომ რაიმე ჟინით შეპყრობილი, თავის მოქმედებაში უცვლელად და
თანამიმევრულად იხელმძღვანელებს მხოლოდ იმით. არა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანში არსებობს რაღაც მთავარი ზამბარა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ყველაფერი - დანარჩენი, არსებობს კიდევ უთვალავი რაოდენობის წვრილი ბორბლები, რომელთა ბრუნვაც ან ანელებს, ან აჩქარებს, ხანდახან კი აჩერებს კიდეც ამ მოძრაობას.
ჩესტერფილდი


ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი
სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
ალბერტ აინშტაინი


ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო - ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა:
აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევის,
დესტრუქციის, მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან).
ზიგმუნდ ფროიდი


ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება,
რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით
ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ
მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ
მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს
სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე
სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა
სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და
ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.
სოკრატე


ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი
ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი,
სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.
პასკალი


ადამიანთა კეთილგანწყობილება საზოგადოებაში ახლად გამოჩენილი
კაცისადმი, მეტწილად, გამოწვეულია ფარული შურით იმათ მიმართ, ვისაც მყარი
მდგომარეობა უკვე შექმნილი აქვს.
ლაროშფუკო


ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ
არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე. ადამიანთა უმრავლესობისთვის
სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.
ლაროშფუკო


ადამიანთა ცნობა სასარგებლოა ყველასთვის, შენთვის კი განსაკუთრებულად
აუცილებელია, რაკი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ემზადები.
ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულ ხასიათებს შეხვდები და მოგიწევს მათი
გულმოდგინედ შესწავლა იმისათვის, რომ შემდგომში ალღოიანად მოექცე მათ,
მაგრამ მარტო ეს როდია საკმარისი. შენივე საკუთარი დაკვირვება და გამჭრიახობა
ყველაფერზე უკეთ დაგეხმარება ადამიანთა ცნობაში.
ჩესტერფილდი


ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია.
იულიუს კეისარი


ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც
წარმოუდგენია.
ლაროშფუკო


ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ
მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
ლევ ტოლსტოი


ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი. უბედურება იმაშია, რომ როცა განგებ
ანგელოზობას დაიწყებს, მაშინვე მხეცად შეიქმნება ხოლმე.
პასკალი


კაცი რაც მეტად ძლიერდება, მით მეტად ღარიბდება. ჩვენი სინდისი უნდა გააღვიძოს იმის შეგნებამ, რომ რაც მეტად ზეადამიანური ვხვდებით, მით მეტად ვკარგავთ ადამიანობას.
ალბერტ შვაიცერი


ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
გოეთე


ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის,
რასაც ბედისწერა მიუძღვნის.
ლაროშფუკო


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0