x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
კაცი, რომელიც ლომებმა მათი პრაიდის წევრად აღიარეს

კევინ რიჩარდსონი

კევინ რიჩარდსონს შექმნილი აქვს კერძო ნაკრძალი მის მიერ შეძენილ 800 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე, სადაც მისი ლომები და აფთრები ბინადრობენ.

კევინ რიჩარდსონი

როცა ვამბობთ "მის ლომებს" თუ "მის აფთრებს, " სულაც არ ვდებთ გადატანით ან სიმბოლურ აზრს ამ სიტყვებში; 1974 წელს დაბადებული სამხრეთაფრიკელი ცხოველთა უფლებების დამცველი ლომებმა და აფთრებმა სრულუფლებიან მეგობრად და დამცველად აღიარეს. მას შეუძლია, საკუთარ ნაკრძალში დაუბრკოლებლად შეხვდეს ასევე გეპარდებს და ლეოპარდებს და ჰქონდეს მათთან ისეთივე ურთიერთობა, როგორიც, თქვენ ალბათ გაქვთ საკუთარ კატასთან ან ძაღლთან, ძვირფასო მეგობრებო.


კევინ რიჩარდსონი

მეტსაც გეტყვით: კევინ რიჩარდსონის კერძო ნაკრძალში ლომები მათ დაუძინებელ ბუნებრივ მტრებს – აფთრებს აღიარებენ პრაიდის წევრებად და მათთან ერთად ნადირობენ ხოლმე კიდეც.

კევინ რიჩარდსონი

კევინ რიჩარდსონს იმდენად ახლო ურთიერთობა აქვს საკუთარ ლომებთან, რომ მათთან ერთად სძინავს, დადის საბანაოდ ან ესწრება ხოლმე პატარა ბოკვერის დაბადებას.

კევინ რიჩარდსონი

თუმცა, ხანდახან რიჩარდსონიც ვარდება უსიამოვნო სიტუაციებში; ერთხელ 4 წლის ხვადმა თათით მიწაზე დასცა და უკბინა. ერთხელ ორი 180-კილოგრამიანი ძუ დაესხა თავს. ლომები მას ხშირად კაწრავენ, თუმცა ეს ყველაფერი საშიში არ არის: მსგავსი დამოკიდებულებები მიღებულია ლომების პრაიდში და ცხოველთა მეფეები ერთმანეთსაც ანალოგიურად ექცევიან ხოლმე.

კევინ რიჩარდსონი

"რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი აცნობიერებს საფრთხეებს, როცა იმხელა მტაცებლებთან უწევს შეხება, როგორებიც ლომები არიან. მე ლომებთან ახლო ურთიერთობის, მათ გვერდით ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ავწონ-დავწონე და დავასკვენი, რომ მათთან ურთიერთობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ამ ურთიერთობისგან თავის შეკავება, " ამბობს კევინ რიჩარდსონი.

კევინ რიჩარდსონი

ლომების პოპულაცია ბოლო 15 წელიწადში 350 ათასი ინდივიდიდან 25 ათასამდე შემცირდა. რიჩარდსონი იმედოვნებს, რომ საკუთარი ფილმებით (ის ლომების, ლეოპარდების, გეპარდების და აფთრების ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ ფილმებსაც იღებს), აამაღლებს ხალხის ცნობიერებას და დანერგავს ცხოველების მიმართ სიყვარულს პლანეტის მოსახლეობაში.

კევინ რიჩარდსონი

დღეისათვის ლომებზე ნადირობა არის ძალიან სარფიანი ბიზნესი, წლიური 90 მილიონი დოლარის კაპიტალბრუნვით. 17 000 მონადირიდან 50 %-ზე მეტი ამერიკელია. ამერიკაში ლომებზე ნადირობის პოპულარობას ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებებმა შეუწყო ხელი (ეს პოპულარული ამერიკელი მწერალი ძალიან რომანტიკულად ასახავდა ცხოველთა განადგურების სისხლიან სცენებს საკუთარ წიგნებში). მონადირეების ტყვიას მხოლოდ 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე 46 000-ზე მეტი აფრიკული ლომი ემსხვერპლა.

კევინ რიჩარდსონი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ხელს უწყობს ლომებზე ნადირობას, რადგან ამას სოლიდური შემოსავალი მოაქვს აღნიშნული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის.


იხილეთ ვიდეო

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0