x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ერთად ვებრძოლოთ მკვლელ გაზის დანადგარებს

ცეო
ერთად ვებრძოლოთ მკვლელ გაზის დანადგარებს
(ძირითადად:ღია

კამერიანი წყალგამაცხელებელი(ე.წ.კალონკა)რომელსაც მუშაობისთვის სჭირდება ელემენტები)

ტერმინი „კალონკის“ განმარტება: მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები რომ
იყოს, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი, რომელიც წვისთვის ჰაერს იღებს
ოთახიდან და არასრული წვის დროს გამოიყოფა CO (რაც
მომაკვდინებელია!), ძირითადად არის, „ ე.წ „კალონკა“ რომელსაც მუშაობისთვის
სჭირდება ელემენტები“.
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ შევაფასებდით,
ერთმნიშვნელოვნად შეიძლა ვთქვათ, ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი - „CO“,
რომელიც წამლავს და ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს. საერთო მტერთან
ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ენერგო კომპანიებზე მეტი ძალა
უშუალოდ მომხმარებლებს აქვთ.მათ მარტივი მოქმედებით, შეუძლიათ
ებრძოლონ საფრთხეს, კერძოდ გააკეთონ მომაკვდინებელი დანადგარის
დემონტაჟი.
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მონაცემებით, 2018 წელს 69133 ბუნებრივი გაზის
მომხმარებელთან გაითიშა მკვლელი დანადგარი და თითქმის 100% მიუხედავად
გაფრთხილებისა, აგრძელებს იგივე დანადგარის მოხმარებას. თითო
მომხმარებელთან საშუალოდ სამი ადამიანი რომ მოვისაზროთ, აღმოჩნდება, რომ
დაახლოებით 207399( მთელი მოსახლეობის 6%.) ადამიანს ემუქრება საფრთხე
გაზის მკვლელი დანადგარებისაგან. თუ სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიების
და დიდი ქალაქების სტატისტიკასაც გავითვალიწინებთ შესაძლოა ეს
მაჩვენებელი 10%-მდე ავიდეს.
განსაკუთრებული ყურადღება მართებს ოჯახებს, სადაც ბავშვებია, თუ სახლებში
დამონტაჟებული აქვთ ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი (ე.წ. კალონკა).
ცხელი წყლის ონკანის მოშვების წუთიდან მკვლელი იწყებს ჩასაფრებას,
როგორც კი წვისთვის საჭირო ჰაერი გამოიცლება ოთახიდან მკვლელი გადმოდის
იერიშზე, შედეგი ხშირ შემთხვევაში ფატალურია.
ღია კამერიან წყალგამაცხელებელზე ყურადღება გამახვილებულია, რადგან
ქალაქში მეტად ხშირია მისი მოხმარება, ვიდრე სხვა საშიში გაზგამათბობლების.
ასევე საფრთხისშემცველია გამათბობლები: „ნიკალა“, „ადონისი“, „რეფლექტორი“,
„უფო“ და ყველანაერი თვითნაკეთი(კუსტალური) გაზდანადგარი.

ენერგეტიკის და
ელოქტროინჟინერიის დოქტორი: დავით ბალავაძე

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:xDeBian
xDeBian
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0