x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
აჭარულ ბორანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წოდება მიენიჭება
image


აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გაავრცელა.


ბორანოსთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ბორანოს, იგივე ჭინჭიხას, აჭარული სამზარეულოს დელიკატესად მიიჩნევენ. მის მოსამზადებლად წინასწარ დაჭრილ ყველს ცხელ წყალს ასხამენ და ცოტა ხნით აჩერებენ, რომ დარბილდეს, შეერთდეს და კერძის გადაღებისას ყველი კარგად გაიწელოს.


კიდევ ორნაირი ბორანო არსებობს - ნაღების, როცა კარაქის ნაცვლად, გაცხელებულ ნაღებში ყველს ყრიან და სურვილისამებრ, მწვანე ხახვს აჭრიან, და კარტოფილის - როცა ყველს მოხარშული და ჩაზელილი კარტოფილი ემატება და ზედ ისევ გამდნარი კარაქი ესხმება. ნაღების ბორანოს ნაღბიბორანს ეძახიან. აჭარულ დიალექტში ნათესაობით ბრუნვას მაინცდამაინც არ ცნობენ, ამიტომ არის ნაღბიბორანი და არა ნაღბის ბორანი.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ხაჭაპურის ტრადიციას მიენიჭა. სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გამოსცემს.

1
237
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
237
  
2019, 12 მარტი, 4:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1