x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართველი ლტოლვილები და მედია
ლტოლვილები

13 149 ადამიანმა დატოვა საქართველო 2017 წელს და მოითხოვა თავშესაფარი სხვა ქვეყნებში. ეს საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 354 %-ია.


ძირითადი ქვეყნები, სადაც ქართველებმა თავშესაფარი მოითხოვეს, გერმანია, საფრანგეთი და ისრაელია.


თავშესაფრის მთხოვნელთა 98 %-ს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.



3081-მა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მხოლოდ 17 მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 0, 41 %-ს შეესაბამება.


საქართველოდან ლტოლვილთა ამხელა ნაკადის არსებობის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად ბოლო 25 წელიწადში მიღწეული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდისა, საქართველო მაინც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად, ხოლო სასოწარკვეთილი ქართველები ცდილობენ, იპოვონ რაიმე გამოსავალი ამ ძალიან მძიმე ვითარებიდან და წყალწაღებულებივით ხავსს ებღაუჭებიან.


გარდა თავშესაფრის მინიჭებაზე უარისა, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეებზე ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო და საემიგრაციო სტრუქტურები ფიზიკურად ძალადობენ და აყენებენ მათ დამამცირებელ და არაადამიანურ მდგომარეობაში. არცთუ იშვიათად ქართველებს მკურნალობაზე უარს ეუბნებიან, სცემენ და აწამებენ კიდეც.


2018 წლის 31 ივლისს საქართველოს მოქალაქეებს დეპორტაცია გაუკეთეს გერმანიიდან. მანამდე ეს ადამიანები შიმშილობდნენ და ადვოკატებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. გერმანელმა "სამართალდამცავებმა" ისინი სასტიკად სცემეს.


2018 წლის 1-ელ აგვისტოს საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ საფრანგეთის ქალაქ რენში სასოწარკვეთილებისგან პირი ამოიკერა. ის თავშესაფრის თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებდა.


არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ქართველები იძულებულები არიან, თავი ჰომოსექსუალებად გამოაცხადონ, რათა ადგილობრივი ლგბტ თემის მფარველობით ისარგებლონ და ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო და საემიგრაციო სამსახურების მხრიდან გამოვლენილ ძალმომრეობას და სისასტიკეს ოდნავ მაინც გადაურჩნენ.


განსაკუთრებით სასტიკად ეპყრობიან ქართველებს ლიტველი მესაზღვრეები და პოლიციელები. იყო შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეს ლიტვაში ფიზიკური ლიკვიდაციითაც კი დაემუქრნენ და საკანში 3 თვის მანძილზე დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ გადამდები დაავადებების მქონე პირებთან ერთად.


2018 წელს საქართველოს შსს-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია თურქეთმა (1788), ისრაელმა (813), გერმანიამ (531), საფრანგეთმა (273), რუსეთმა (209), ავსტრიამ (166), ბელგიამ (108), შვედეთმა (102), შვეიცარიამ (84) და იტალიამ (83) განახორციელეს.


ევროკავშირის ქვეყნებში ქართველების მიმართ განხორციელებულ ძალადობას და გამოვლენილ სისასტიკეს ძალიან აქტიურად აშუქებენ პრორუსული მედიასაშუალებები, რათა ქართველები ევროკავშირის იდეის მიმართ ნეგატიურად განაწყონ. არადა, სრულიად გაუგებარია, რა ურთიერთკავშირი შეიძლება არსებობდეს ერთის მხრივ ევროკავშირის იდეას, ხოლო მეორეს მხრივ ქართველების მიმართ გამოვლენილ ძალადობის აქტებს შორის. მტრები ევროკავშირს გერმანიაშიც ბევრი ჰყავს, საფრანგეთშიც, ავსტრიაშიც, დანიაშიც და ევროპის სხვა წევრ თუ არაწევრ ქვეყნებშიც და სწორედ ევროკავშირის მტრები ძალადობენ ქართველებზე იქ, სადაც ჩვენი თანამემამულეები უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩადიან.


სამაგიეროდ, პრორუსული მედიისგან განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებში ქართველების ტანჯვა-წამებას არავითარ ყურადღებას არ უთმობენ ფსევდოლიბერალი ჟურნალისტები, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყულაბიდან იღებენ დაფინანსებას. ეს ჟურნალისტები ან სრულიად ვარდისფერ ფერებში და რომანტიკულ ტონალობაში აშუქებენ ქართველების თავგადასავლებს საზღვარგარეთ (მაგ. გამოჰყავთ ყოფილი მძიმე ავადმყოფები, რომლებიც ევროკავშირის რომელიღაც ქვეყანამ უსასყიდლოდ განკურნა, აღწერენ "ნიჭიერი" ქართველების ისტორიებს, რომლებმაც ყველაფერს "თავისით" მიაღწიეს და ა. შ.) ან კიდევ, გამოირჩევიან უკიდურესი აგრესიით და ცინიზმით დასავლეთის ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების მაძიებელი ქართველების მიმართ. ამ ჟურნალისტებისთვის ქართველი ყოველთვის ავაზაკია, ყაჩაღი, ქალებზე მოძალადე და სისხლისმსმელი. მათთვის არ არსებობს სოლიდარობის არავითარი გრძნობა გასაჭირში ჩავარდნილი საკუთარი თანამემამულეების მიმართ.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0