x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86261
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
როგორი საქორწინო ბეჭედი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image


მაშინაც კი, თუ ჯერ დაქორწინებას არ აპირებთ, საქორწინო ბეჭდების დათვალიერება და სასურველის არჩევა ხელს არაფერში შეგიშლით. ხოლო თუ უკვე გყავთ გულისწორი და ბეჭდის არჩევა გიჭირთ, იქნებ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმაროთ მისი სტილისა და ფორმის შერჩევაში.

სტატიაში წარმოგიდგენთ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის გემოვნებასთან ყველაზე ახლოს მყოფ საქორწინო ბეჭდებს.



ვერძი (21 მარტი-20 აპრილი)

გაბედულ ვერძებს უყვართ, როცა ამჩნევენ.

მათი მთავარი თვისებებია: მხიარული, თამამი, ინოვაციური, თავგადასავლების მოყვარული და თავდაჯერებული.

ფოტოზე ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის წარმოდგენილია Dory Engagement Ring, რომელიც 4200 დოლარი ღირს.

image








კურო (21 აპრილი-21 მაისი)

კუროს ისეთი საქორწინო ბეჭედი სურს, რომელსაც საინტერესო ვიზუალი ექნება.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: რომანტიკული, სანდო, მომთმენი და ჯიუტი.

ფოტოზე კუროსთვის წარმოდგენილია 1 კარატიანი Gatsby Engagement Ring, რომელიც 2550 დოლარი ღირს.

image



ტყუპები (22 მაისი-21 ივნისი)

პატარძალ ტყუპს გული წაუვა მოულოდნელი დიზაინის ბეჭედზე.

მისი მთავარი თვისებებია: ენერგიული, მრავალფეროვანი, ახალგაზრდული და სიცოცხლით სავსე.

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფოტოზე წარმოდგენილია Serena the Swan Engagement Ring, რომელიც 5600 დოლარი ღირს.

image




კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი)

კირჩხიბს დახვეწილი, სადა დიზაინის ბეჭედი მოეწონებოდა.

მისი მთავარი თვისებებია: ინტუიციისა და წარმოსახვის გრძნობის მქონე, მაგრამ ფრთხილი და დაკვირვებული.

კირჩხიბისთვის ფოტოზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების Emerald-Cut Vintage Engagement Ring, რომელიც 13000 დოლარადაა შეფასებული.





ლომი (23 ივლისი-21 აგვისტო)

ლომს ისეთი ბეჭედი სურს, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, ნამდვილი ძეგლი იქნება.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: კრეატიული, ენთუზიასტი და გონებაგახსნილი.

ფოტოზე ლომისთვის წარმოდგენილია Cristina Engagement Ring, რომელიც 8000 დოლარი ღირს.

image








ქალწული (22 აგვისტო-23 სექტემბერი)

ქალწული პატარძლისთვის ნატიფი ხელოვნებით დამზადებული ბეჭედი შეარჩიეთ; ის ყურადღებას აქცევს პატარა დეტალებს.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: თანამედროვე, პრაქტიკული და სანდო.

ფოტოზე მისთვის წარმოდგენილია Charlotte Engagement Ring, რომელიც 22500 დოლარი ღირს.

image








სასწორი (24 სექტემბერი-23 ოქტომბერი)

გამორიცხეთ ყველაფერი კუთხოვანი და გემოტრიული; თქვენს სასწორ გულის სწორს რომანტიკა სჭირდება.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: დიპლომატიური, დახვეწილი და ტოლერანტული.

ფოტოზე სასწორისთვის წარმოდგენილია Graduated Double Prong Pave Diamond Engagement Ring, რომელიც 1890 დოლარი ღირს.

image








მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი)

კირჩხიბ გოგოს ლამაზთვლიანი ბეჭედი სჭირდება.

მისი მთავარი თვისებებია: ძლიერი, საინტერესო და მიმზიდველი.

ფოტოზე კირჩხიბისთვის წარმოდგენილია Skyler Engagement Ring, რომელიც 14000 დოლარადაა შეფასებული.

image








მშვილდოსანი (23 ნოემბერი-22 დეკემბერი)

შეხედეთ კლასიკურ, ფერადი თვლით მორთულ ბეჭედს. ეს სწორედ ისაა, რაც მშვილდოსანს სჭირდება ქორწილისთვის.

მისი მთავარი თვისებებია: თავისუფლების მოყვარე, ინტელექტუალი, პირდაპირი და უბრალო.

ფოტოზე წარმოდგენილი ბეჭედი Estate Emerald and Diamond Ring 31150 დოლარი ღირს.

image








თხის რქა (23 დეკემბერი-20 იანვარი)

თხის რქას ზედმეტი ორნამენტები არ სჭირდება, აჩუქეთ მას ლამაზი და სადა ბეჭედი.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: პრაქტიკული, ამბიციური და დისციპლინირებული.

ფოტოზე მისთვის წარმოდგენილია Vera Wang Love Collection Diamond Engagement Ring, რომლის საწყისი ფასიც 2 999 999 დოლარია.

image








მერწყული (21 იანვარი-19 თებერვალი)

მერწყულს ყველაფერი მოეწონება, ოღონდ მოსაწყენი არ იყოს. მას სურს, მისი ბეჭედი ხალხმა შეამჩნიოს.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: ორიგინალური, დამოუკიდებელი და ინტელექტუალი.

ფოტოზე მერწყულისთვის წარმოდგენილია Claire Pettibone Thalia Engagement Ring, რომელიც 15950 დოლარი ღირს.

image








თევზები (20 თებერვალი-20 მარტი)

თევზი პატარძლისთვის რომანტიკული ორნამენტების მქონე ბეჭედი შეარჩიეთ; კარგი იქნება, თუ ორნამენტები ზღვის ტალღებს ემსგავსება.

ამ ნიშნის მთავარი თვისებებია: წარმოსახვის უნარის მქონე, ინტუიციური და ქველმოქმედი.

თევზებისთვის ფოტოზე წარმოდგენილია Cadenza Halo Diamond Engagement Ring, რომელიც 1325 დოლარი ღირს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. Top 3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი

image


2. რას ფიქრობენ ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიაზე

image


3. რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მეტად

image


0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0