x
ღრუბლიანი დღეები

image
ლექსები გამოყენებულია ბებოს დღიურიდან " არ მინდოდა დამეწერა, ჩემი თავგადასავალი, რაც ვიცხოვრე სულ მივლია, გზა ეკლიანი სავალი." ქმარი ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მარტო დარჩა, სამ მცირე წლოვან ბავშვთან ერთად. მისი სილამაზე არავის რჩებოდა შეუმჩნეველი.შავებში ჩაცმულ ქალს, ხელის მთხოვნელებიც გამოუჩნდა. ეუბნენოდნენ, გაგიჭირდება, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ხარ, გჭირდება გვერდით მამაკაცი, შვილების დაზრდაში დაგეხმარება და შენც შეგიმსუბუქებს ცხოვრებასო. ქალი უარზე იყო და ვინც კი ამას ეტყოდა ყველას იშორებდა: როგორ მიბედავ და მაგას რას მკადრებ, მე ჩემი ქმრის სულს არასოდეს "შეურაცვყოფო“. ბევრი გაჭივრება გამოიარა თამარამ, მაგრამ არასოდეს შეშინებია ცხოვრების. შვილებს ზრდიდა, თავის ლუკმას იკლებდა და მათ უნაწილებდა.დრო გადიოდა გაჭივრებაში. დამხმარე არავინ იყო ირგვლივ. ბავშვებიც იზრდებოდნენ.იმ დროისათვის იშვიათი იყო, რომ ვინმეს უმაღლეს განათლება ჰქონოდა. უმაღლესი განათლების მქონე თამარა რაიონში დაფასებული ქალი იყო და ყველა იცნობდა, მაგრამ რადგან ქმარი არ ჰყავდა, მაინც გაჰკრავდნენ კბილს და რაც მოადგებოდათ პირზე იმას იტყოდნენ თავისთვის. როცა გზაზე ამ ლამაზ ქალს დაინახავდნენ. ხშირად გაუგონია თამარას უკბილო ხუმრობები და პასუხიც სათანადო გაუცია. მეორედ კი მთქმელი ვერ ბედავდა იგივეს. ეგ კი არა შემდეგ "ნოდარის ქვირივი" შეარქვეს. უფროსმა გოგომ სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩააბარებინა. იქ ბიჭი შეუყვარდა, მალევე გათხოვდა.თამარას დღითიდღე ემატებოდა საქმე. ადრე ფიქრობდა: ბავშვები დამეზრდებიან და ამოვისუნთქებო. "სამი შვილი გავაჩინე, ერთმანეთზე უკეთესი, არცერთმა არ დამიჯერეს, და დამასვევს გულზე ნევსი" მაგრამ პირიქით მოხდა. მეტი სადარდებელი და მეტი საქმე უჩნდებოდა.მერე შვილიშვილიც გაუჩნდა. ისიც მისი მოსავლელი და საპატონო შეიქმნა.მეორე გოგონამაც დაამთავრა სკოლა და ისიც მოაწყო უმაღლესში. “ჩემი შვილები ყველაზე კარგები და სამაგალითოები უნდა იყოსო”- ფიქრობდა.გაუმართლა. მეორე გოგონა კარგი სტუდენტი იყო და სტიპენდია ჰქონდა დანიშნული. ბინის ქირას თვითონ იხდიდა. საჭმელს კი უგზავნიდა დედა სოფლიდან, პატარა ბიჭის ხელით.არც ამ მეორე გოგომ დააყოვნა დიდხანს და ესეც გაუთხოვდა თამარას. სახლში მხოლოდ პატარა ბიჭი დარჩა. ფიქრობდა: ნეტა ესეც არ გამექცეოდეს და არ დავრჩებოდე სულ მარტოო, მაგრამ ვინ გაჩერდა სახლში. ბიჭმა უკრაინაში მოინდომა სწავლის გაგრძელება. "ბევრი მეხვერწა იმ ჭადრის ძირში, ამომწერე და დედა გამიშვი, იცოდე დედა კაცი გამოვალ, ბედი მომაგდა ხელს ნუ შემიშლი". დედას დაემშვიდობა და წავიდა. ახლა მხოლოდ შვილიშვილის ამარა იყო დარჩენილი თამარა. მთელ მის სიყვარულს, რაც შვილების მონატრებაში ჰქონდა, ამ პატარას ახმარდა. შიში ჰქონდა ესეც არ წაეყვანა დედას ქალაქში.სკოლაში შესვლამდე გაუჩერა, დედას შვილმა პატარა და ისიც წაიყვანა. დარჩა თამარა სრულიად მარტო უზარმაზარ სახლში. მარტოობის გამო სიმღერას მიეჩვია. დადიოდა ეზოში და თავისთვის ღიღინებდა, დარდს აყოლებდა სიმღერას.ჭიშკრისკენ სულ მოქცეული ჰქონდა თვალები: "ღამეს დღე ცვლის, და დღეს-ღამე, გზაზე ტკბილად ხვდებიან, ვინ რა იცის მე ისინი, როგორ მენატრებიან" იქნებ რომელიმე გოგოს გავახსენდე და მოვიდესო. მაგრამ ვის ეცალა უკვე დედისთვის. ყველა თავი ოჯახური საქმით იყო დაკავებული.ბიჭს ურეკავდა და სთხოვდა.-- როგორც კი მორჩები შვილო სწავლას, საქართველოში ჩამოდი და შენი ცოდნა შენს ქვეყანას მოახმარეო. მაგრამ ვინ დაუჯერა დედას. უკრაინელ ქალზე იქორწინა და იქ დარჩენა გადაწყვიტა.დრო გავიდა თამარას თმაში გაუჩნდა ჭაღარა. ცოტა წელში მოიხარა კიდევაც. მაგრამ მისი ახალგაზრდული სილამაზე მაინც ემჩნეოდა სახის ნაკვთებს. გოგოების შვილები სტუმრობდა ბებოს სკოლის არდადეგებზე. ბებო დილით ადგებოდა და შვილიშვილებს გემრიელ საჭმესლ უმზადებდა. რომელიც არ ჭამდა, ძალით აჭმევდა. კარგად დაასუქებდა ბავშვებს და ის უშვებდა მშობლებთან. გავიდა დრო.. თამარა მარტო ვერ უვლიდა სახლს და გაყიდვა გადაწყვიტა. გოგოები დაიბარა და გაანდო თავისი გადაწყვეტილება. შვილები ჯერ უარზე იყვნენ არ უნდოდათ თავისი მამის დანატოვარ სახლში სხვას ეცხოვრა, მაგრამ ეს როცა უკრაინაში მცხოვრებმა ბიჭმა გაიგო, დედას უთხრა, გაყიდე, შენ ეზოს მეორე მხარეს აგიშენებ პატარა სახლს. კი გეყოფა და დანარჩენი ფული მე გამომიგზავნე აქ ბიზნესს ვიწყებ გამომადგებაო. რა გაეწყობოდა დები ვერ წავიდნენ ძმის სიტყვის წინააღმდეგ, მყიდველიც მალევე იპოვეს. დედას კი აუშენეს პატარა სახლი.თამარამ ატმების ბაღი გააშენა ეზოში.ვარდები დარგო.იასამანის ხე სახლის შესასვლელ კართან.მორთო მისი პატარა ეზო. ფუსფუსებდა მოხუცი თავის ეზოში და ღიღინებდა. მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა თავისი ცოლშვილით ბიჭი დედასთან და დიდიხანს არ გაჩერდა. ---აქაურ პირობებს არ არის მიჩვეული ესენი: უთხრა დედას და უკან გაბრუნდა. თამარას შვილების მონატრება გულს უკლავდა. თავისთავს ესაუბრებოდა.-- როგორ ტყუილად მოვიკალი თავი ეხ, ვასწავლე გზაზე დავაყენე და არცერთი ჩემთვის არ არის დღეს. გავთხოვილიყავი, მაინც ხმის გამცემი მეყოლებოდა ამ სიბერეში, ხელს მაინც წამაშველებდა საქმეშიო. მერე იმასაც დააყოლებდა: არა შვილებმა არ დამინდეს, მაგრამ ქმრის სულს რას ვერჩი. ადგებოდა და ისევ ღიღინით გააგრძელებდა საქმეს. "დავრჩი ახლა მარტოდ- მარტო, მოხუცი და მოსავლელი" ერთი შვილიშვილი ჰყავდა, რომელიც სტუმრობდა ბებოს სკოლის არდადეგებზე და ეხმარებოდა ეზოში, სახლს დაუსუფთავებდა და წავიდოდა.დანარჩენი ბავშვები როცა ბებოსთან მოდიოდნენ. თუ გაუფუჭებდნენ რაიმეს, თორემ გაკეთებით არაფერს უკეთებდნენ, მაგრმა მაინც ბედნიერი იყო იმ დროს თამარი. ნაირ- ნაირ საჭმელებს უკეთებდა შვილიშვილებს. ბავშვებს შაირებს უყვებოდა, თავის გამოგონილს. ლექსებს და უმღეროდა კიდევაც. ერთხელ შვილები ესტუმრა თამარს და დედას უთხრეს:---დედა ძალიან გაჭივრებულ მდგომარეობაში ვართ და ამერიკაში გადავწყვითეთ წასვლა.შვილები დაიზარდნენ ბევრი უნდათ, წავალთ ორი სამი წელი ცოტა წელში გავიმართებით და უკან დავბრუნდებით. ---მე უკვე დავბერი, ძალაც არ მაქვს ხელში, ხომ ხედავთ, როგორ მოვიხარე, ჯოხით დავდივარ. როგორ ფიქრობთ კიდევ რამდენი წელი ვიცოცხლებ?! თქვენ წახვალთ და მე ვისთან მტოვებთ, არც ახლა იკლავთ თავს ჩემთან მოსვლით, მაგრამ აქ ხართ და იმედი მაქვს, რომ დამტირებელი მაინც მეყოლება. თქვენ წახვალთ და მეც არ დავრჩები, მეც მალე წავალ, სიცოცხლე მომბეზრდა სულ მარტო ვარ. რისთვის დაგზარდეთ ამისთვის? რისთვის ვწვებოდი მშიერი და არ გაკლებდით არაფერს ამისთვის?! რისთვის მოვიკალი თავი ჩემმა შვილებმა ყველას უნდა აჯობოს-თქო. ამისთვის, რომ სიბერეში მარტოდ ვყოფილიყავი?! ახლა წასვლა გინდათ და დამტირებელიც არ მეყოლება, რომ მოვკვდები.!!! ---არა დედა შენ ჯერ არ მოკვდები კიდევ დიდიხანს იცოცხლებ, ჩვენ მალე დავბრუნდებით, მალე გავა სამი წელი, ძალიან მალე. თამარამ სახლიდან გაყარა შვილები.---„წადით, სადაც გინდათ წადით და დედა მყავსო, არ თქვათ. თქვენ მარტო მე კი არა მამაშენის სულსაც შეურაცყოფთ.რომ მოვკვდები არ გაბედოთ და საფლავზეც არ მოხვიდეთ“ და კარისკენ მიუთიდა შვილებს. თვითონ კი სამზარეულოში გავიდა და ტირილი დაიწყო.-- ღმერთო კარგად მიმყოფე ჩემი შვილები, ხელი მოუმართე, მშვიდობით წაიყვანე და უკან მშვიდობით დააბრუნე თავიანთ ოჯახებში. თამარა სულ აგროვებდა უკრაინაში მცხოვრები შვილისთვის რძლისთვის და შვილიშვილებისთვის საჩუქრებს, შეკრავდა ამანათს და უგზავნიდა წერილთან ერთად. ყოველ წერილის გაგზავნაზე სთხოვდა შვილს ჩამოსვლას. "მოდი შვილო, მოდი მალე, მე შენს თვალებს ვენაცვალე, და ჩამოდი დედა ერთი, იწამე მაღალი ღმერთი" შვილი კი არ ჩამოდიდოდა.მოხუცს ცუდი სიზმრები აწუხებდა, ნამდვილად რაღაც ჭირს იქ ჩემ შვილს და ამიტომ ვერ ჩამოდისო, თვითონ გადაწყვიტა წასვლა. დაკრიფა ეზოში ატმები. გაყიდა. ცოტა დანაზოგი ჰქონდა, ცოტა მოისესხა და მოხუცი უკრაინაში წავიდა შვილის სანახავად. რუსილი კარგად იცოდა, არ გასჭირვებია შვილის მიგნება. კარი რძალმა გაუღო. სახტად დარჩა, არ ელოდა დედამთილს. ის ხომ უკვე მოხუცი იყო და როგორ გარისკავდა ამხელა გზაზე მარტოდ -მარტო წასვლას, მაგრამ თამარას იმდენი გაჭივრება ჰქონდა გავლილი ცხოვრებაში ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. არ ესიამოვნა რძალს დედამთილის მოულოდნელი სტუმრობა, მაგრამ რა ექნა შეუძღვა სახლში. ეს არ დარჩენია შეუმჩნეველი თამარას და კიდევ უფრო გაუმძაფრდა შიში იმისა, რომ შვილს ნამდვილად რაღაც ჭირდა, თორემ რძალი ასე არ მოიქცეოდა.მართალია არ ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ კარგი ურთიერთბა ჰქონდა რძალ-დედამთილს. როგორც კი სახლში შევიდა თამარამ შვილი მოიკითხა: სად არისო. რძალმა საძინებლისაკენ მიუთითა. იქ შესულ დედას ინვალიდის ეტლში ჩამჯდარი წლების უნახავი შვილი დახვდა. თამარას მუხლები მოეკვეთა, რძალი შეეშველა, რომ არ წაქცეულიყო და სკამზე დასვა. ერთხანს ხმას არ იღებდა დედა-შვილი, ბოლოს კი შვილმა უთხრა:---არ მინდოდა დედა ასეთ ფორმაში გენახე, ამიტომ არ ჩამოვდიოდი საქართველოში, შენ აქ, არ გელოდი. მაპატიე ჩემო ნატანჯო დედა. მამაკაცი ატირდა. დედა ეფერებოდა შვილს და სთხოვდა:---ნუ გამიმწარებ შვილო სიბერეს წამოდი საქართველოში, შენმა დებმა მიმატოვეს სულ და შენ მაინც დამიტირე. ---არა დედაჩემო ვერ წამოვალ, მე სიარული არ შემიძლია, თქვა და ეტლზე გადაფარებული პლედი გადაიძრო. მას ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა. მუხლებზე დაეცა დედა და უფეხო შვილს ჰკოცნიდა. --ასე რატომ გამიმეტე ღმერთო. ნუთუ სამართალი არ არის ამ ქვეყნად. ახალგაზრდობა ტანჯვაში გავატარე და სიბერეს რად მიმწარებ. შვილმა დაამშვიდა დედა, როგორც იქნა და დაპირდა: მე თუ ვერა დედა, ჩემი შვილები აუცილებლად ჩამოვლენ საქართველოში.მენატრება იქაურობა. ჩვენი სოფლის სურნელი. ეზოს ჭის წყალი, რომელიც უკვე ჩვენი არ არის.მიწის სუნი მენატრება ჩემი სამშობლოსი, დამნაშავე ვარ, უნდა დამეჯერებინა შენთვის და არ გავჩერებულიყავი აქ, მაგრამ დღეს ხვალ და დროც გავიდა. რამდენიმე კვირა დაჰყო თამარამ შვილთან და უკან დაბრუნდა იმ პირობით, რომ მალე ჩამოვიდოდა ისევ.მაგრამ საქართველოში დაბრუნებულ თამარას წნევამ აუწია და ხელ-ფეხი წაერთვა, საწოლს მიეჯაჭვა. არავინ ჰყადა პატრონი. მეზობლების ამარა იყო მოხუცი. შვილისშვილებმა ვერ შესძლეს ბებოს მოვლა და გადაწყვიტეს მომვლელი აეყვანათ. დღითი დღე მძიმდებოდა მოხუცი მდგომარეობა, უკვე საუბარიც არ შეეძლო. ერთ დილით კი მომვლელმა გარდცვლილი იპოვა.აცნობა შვილიშვილებს, შვილებს ამერიკაში. შვილები უცხო ქვეყანაში გლოვობდნენ უპატრონოდ დატოვებულ დედას "უცრემლოდ:", უფლება არ ჰქონდათ ეტირათ დედა.არ აძლევდა ის ოჯახები ამის საშუალებას, სადაც მუშაობდნენ. ბიჭი ვერ ჩამოვიდა დედის დაკრძალვაზე, შვილები გამოუშვა, რომლებმაც ერთი სიტყვა ქართული არ იცოდნენ. გასვენებაში მოხუცს შვილიშვილი ტიროდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოხუცის უფროს შვილს. სხვა დამტირებელი არავინ ჰყავდა.შვილიშვილის სიტყვები, რომლითაც იგი ბებოს დასტიროდა, ირგვლივ ყველას ატირებდა. წერილი დაუტოვებია თამარას შვილებისთვის, რომელიც მომვლელს დააწერინა:როცა მოვკვდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადეიცი მათო, დაუბარებია. სადაც ისევ თავის თავს ადანაშაულებდა და შვილებს ლოცავდა... "ზამთარს ზაფხული ვერ შეცვლი, გაზაფხული რომ არ დადგეს, შვილი უნდა გამოზარდო, სიბერეში გამოგადგეს"

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0