x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339394
  • სურათი:451434
რა არის იმპიჩმენტი

imageსაქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 75-ე მუხლები ითვალისწინებს იმპიჩმენტის პროცედურას.

იმპიჩმენტი არის გარკვეული ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის განსაკუთრებული წესი, რაც გამოწვეულია კონსტიტუციის დარღვევის, დანაშაულის ჩადენის, სახელმწიფო ღალატის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით.

"იმპიჩმენტის შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლში იმპიჩმენტის განმარტება სიტყვასიტყვით ასე ჟღერს:"იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქარტველოს მთავრობის წევრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი".

იმპიჩმენტის წესიტ თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. წარდგენა უნდა შეიცავდესკონკრეტული ბრალდების არგუმენტირებულ სახეს და შინაარსს, ასევე მითითებული უნდა იყოს არსებული მასალები.მისი კონსტიტუციური წარდგინება სასამართლოს საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში წარედგინება. თუ სასამართლომ დანაშაული სცნო თავისივე დასკვნით, მას პარლამენტი განიხილავს პლენარულ სხდომაზე.პარლამენტის გადაწყვეტილებიტ, პლენარული სხდომა სეიზლება დახურულად გამოცხადდეს. მოცემული ნდასკვნის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 3 საატისა აღნიშნული ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ინიციატორებს, ფრაქციებს და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დასკვნით კონსტიტუციის დარღვევა ან/და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარულ დღემდე პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე.ხოლო თუკი სესია არ მიმდინარეობს, მაშინ დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნით დ აადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშ ნების არსებობა თუ კონსტიტუციის დარღვევა პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დრისა განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. კენჭისყრა ასეთ დროს ფარულად მიმდინარეობს.

თუ პარლამენტმა 15 დრესი არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ , იმავე საკითხზე დაუშვებელია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუკი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული სემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ხოლო კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს, მათი იმპჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭიროა პარლამენ ტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დაუშვებელია.


0
10
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0