x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339395
  • სურათი:451434
15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს

თანამედროვე გაჯეტები ცხოვრებას ამარტივებს, მაგრამ ამის გამო გადახდა ჩვენი ჯანმრთელობით გვიწევს. მოდით გადავხედოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენზე გავლენას ახდენენ და შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიონ.


პანიკური შეტევები

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი მდგომარეობა, სახელწოდებით „ნომოფობია“, ანუ მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.

ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას აწუხებს. სიმპტომები, როგორიცაა შფოთვა და გაფანტულობა, მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ტელეფონს დაშორებულია და შეტყობინებებს ან სოციალური ქსელის განახლებას ვერ კითხულობს.

მკვლევარები ამ მდგომარეობს ისეთ დამოკიდებულებას ადარებენ, როგორიცაა აზარტული თამაშები.


სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა

კვლევები ამტკიცებს, რომ ნოუთბუქის WI-FI სიგნალები სპერმატოზოიდებს აზიანებს და მათ ნაკლებად მობილურს ხდის, რაც მამაკაცების უნაყოფობას იწვევს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, სანამ რაიმე დასკვნას გამოიტანენ. თუმცა ბიჭებს ნოუთბუქის მუხლებზე დადებას მაინც არ ვურჩევთ.


კომპიუტერის სინდრომი

image

კომპიუტერის ეკრანზე დიდი ხნით ყურებით თვალებს აზიანებთ, რამაც შეიძლება კომპიუტერული მხედველობის სინდრომი გამოიწვიოს. მას ახლავს თვალის დაღლა, თავის ტკივილი და არა ფოკუსირებული მზერა.

პრობლემის მოსაშორებლად, ეკრანის ნათება შეამცირეთ, თვალები ხშირად დაახამხამეთ და ხშირად შეისვენეთ.


დე კერვანის სინდრომი ან ცერა თითის მყესის ანთება

ექსპერტები აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონების და კომპიუტერის მოხმარების გაზრდის გამო ცერა თითის ტენდინიტი იზრდება. ამ მდგომარეობის გამაფრთხილებელი ნიშნებია გაშეშება ან დაბუჟება.

თუ თითის ტკივილს იგრძნობთ, მას დასვენების საშუალება მიეცით და ფიზიოთერაპია ჩაიტარეთ.


არასწორი პოზა

მთელი დღის განმავლობაში, მაგიდასთან მოხრილი ჯდომა ზურგის ტკივილს იწვევს.

დისკომფორტის შესამსუბუქებლად, ზურგის ოდნავ გამართვა სცადეთ. ამისთვის სხვადასხვა ვარჯიშები არსებობს.


იდაყვის გვირაბის სინდრომი

image

ამ დაავადების მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება იყოს და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად კარგი სმარტფონი აქვს. სინდრომი იდაყვის ნერვზე ძლიერი ზეწოლის შედეგად ჩნდება, რითაც მის დაზიანებას იწვევს.

თქვენ შეგიძლიათ დისკომფორტი იგრძნოთ, თუ ყურთან ტელეფონი დიდხანს მიტანილი გექნებათ. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ტელეფონი ხელიდან ხელში გადაიტანოთ ან ყურსასმენი გამოიყენოთ.


კიბერდაავადება

image

მეცნიერები ამ დაავადების გამო მრავალი წლის განმავლობაში თავს იმტვრევდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეს ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ვირტუალურ რეალობაში დიდ დროს ატარებს.

ვირტუალური რეალობა მოიცავს არა მხოლოდ სათვალეს და ყურსასმენს, ასევე 3D ფილმებს და ვიდეორგოლებს, რომელთაც ადამიანები ტელეფონის, ტელევიზორის ან პლანშეტის HD დისფლეიზე უყურებენ. კომპანია Apple-მა iPhone-ისა და iPad-ის ოპერაციული სისტემის განახლებაც კი გადაწყვიტა, იმ შეტყობინების შემდეგ, რომ ადამიანებში ეს გულისრევას იწვევდა.

აღსანიშნავია, რომ კიბერდაავადების ნიშნებია გულისრევა და თავის ტკივილი. გარდა ამისა, ადამიანი მანქანაში კითხვის დროს დისკომფორტს განიცდის.

საქმე იმაშია, რომ ვიზუალური აპარატი ტვინს ატყუებს და აიძულებს იფიქროს, რომ ადამიანი მოძრაობაშია, თუმცა თქვენი ვესტიბულური აპარატი არანაირ მოძრაობას ვერ აღიქვამს.


ინფრაწითელი ერითემა

მუხლებისთვის თქვენი ნოუთბუქი არც თუ ისე მეგობრულია. თუ ნოუთბუქი მუხლებზე დადებული დიდხანს გექნებათ, სითბოს ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება ერითემა, კანის ანთება გამოიწვიოს.

სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, კანის ფერის ცვლილება.


მაჯის გვირაბის სინდრომი

კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც მობილურ მოწყობილობებთან ბევრს დროს ატარებს (დღეში 9 საათი და მეტი) ხელის მყესების ტკივილი უფრო აწუხებთ. კვლევის მონაწილეთა 12%-ს ხელის ტკივილი 5 საათის შემდეგ ეწყებათ.


გასუქება

image

სოციალური ქსელები ლამაზი სურათებით არის სავსე. მათი ყურება სასიამოვნოა, მაგრამ ისინი მადის აღძვრას იწვევს. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ცხიმის შემცველი პროდუქტების სურათები უფრო იზიდავთ. ასეთი სურათები ადამიანს არა მხოლოდ არაჯანსაღი კვებისკენ უბიძგებს, არამედ მათ მავნე ჩვევის მოშორება უფრო უჭირთ.


მჯდომარე ცხოვრების წესი

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგია რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მით უფრო მეტ დროს მჯდომარე პოზაში ვატარებთ.

სპეციალისტების მიხედვით, მჯდომარე ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს, მათ შორის გულის დაავადება, ქოლესტერინის მაღალი დონე, ინსულტი, მე-2 ტიპის დიაბეტი და ზოგიერთი სახის სიმსივნე.


უძილობა

დრო, რომელსაც ტელეფონთან ატარებთ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენი დრო გჭირდებათ დასაძინებლად და როგორი ძილი გექნებათ.

2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ 653 მონაწილე გაანალიზა და განსაზღვრა, რომ 30 დღის განმავლობაში საშუალოდ სმარტფონზე დახარჯული დრო 38, 4 საათია.

მონაწილეთა 75%, რომლებმაც სმარტფონთან ბევრ დროს ატარებდნენ, ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიდნენ. შედეგმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სმარტფონს ძილის წინ გამოიყენებდნენ, უფრო ცუდი ხარისხის ძილი ჰქონდათ.


კისრის პრობლემა

ტელეფონთან დიდხანს დროის გატარება კისერს ახურებს. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ კისერს 4, 5 კგ თავის დაკავება უწევს.

რაც უფრო დიდხანს რჩებით ამ მდგომარეობაში, მით უფრო ხშირად უნდა შეასრულოთ კისრის ვარჯიში, წინააღმდეგ შემთხვევაში კისრის ტკივილი ან კუნთების დაჭიმულობა შეგაწუხებთ.


სმენის პრობლემა

image

შესაძლოა, როცა თქვენს ირგვლივ ხმაურია, ყურსასმენში ხმის მომატების სურვილი გაგიჩნდეთ, რომ მხოლოდ მუსიკას მოუსმინოთ. თუმცა ეს მავნე ჩვევაა.

სპეციალისტები ამბობენ, ყურსასმენს თქვენი ყურის ნიჟარაში ხმა ძალიან ახლოს მოაქვს. ამან კი შეიძლება დაყრუება გამოიწვიოს. ექიმები გირჩევენ საშუალოზე დაბალ დონეზე ხმის დაყენებას.


მობილური მოწყობილობები და სიმსივნე

ნაციონალური ტოქსიკოლოგიის პროგრამის ფარგლებში, კვლევის დროს თაგვებზე ტელეფონების მიერ რადიო სიხშირის გამოსხივების ზემოქმედება ხდებოდა. ასე ყოველდღე 9 საათით, 2 წლის განმავლობაში ხდებოდა (დაახლოებით 70 წელი ადამიანზე).

მკვლევარებმა მამრობით ვირთხებში გულის სიმსივნე აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული სიმსივნე ავთვისებიანი იშვიათად ხდება და რადიო სიხშირეს დნმ-ის დაზიანება არ შეუძლია, არსებობს საფრთხე, რომ რადიო სიხშირე გავლენას ახდენს ადამიანის ქსოვილებზე, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ.


ფანტომური ვიბრაციის სინდრომი

მაღალი ალბათობით ეს დაავადება თქვენც გაწუხებთ. სმარტფონების მფლობელთა 90 %-ს ეს სინდრომი აქვს.

თქვენ ტელეფონის ვიბრაციას გრძნობთ, თუ მას არანაირი სიგნალი არ აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 15%-ს ფანტომის სინდრომი ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებს. საშუალოდ, ეს პრობლემა ადამიანებს ორი კვირაში ერთხელ მაინც ექმნებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს სინდრომი წარმოსახვითი ზარის სინდრომის მსგავსია, რომელიც თქვენი სმარტფონიდან გესმით, მაგრამ სინამდვილეში არ არის.


ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი ნივთები გაქრება 20 წლის შემდეგ და რატომ აღარ დაგვჭირდება


რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?


10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ


5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან


რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0