x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა დიეტას იცავენ ვარსკვლავები?


როგორ ინარჩუნებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მოხდენილ გარეგნობას? ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს სილამაზე მათ ბუნებამ უწყალობა.ვარსკვლავთა თვალისმომჭრელი მიმზიდველობა და სილამაზე მხოლოდ ბუნების წყალობა არ არის.ეს ძვირად ღირებულ კოსმეტოლოგთა და პლასტიკურ ქირურგთა დაუღალავი შრომის, სპორტდარბაზებში ოფლისღვრისა და მტანჯველი დიეტების შედეგია.წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავის დიეტას.

imageჯენიფერ ლოპესი

წესი: ერთი კვირით მენიუდან მთლიანად ამოიღეთ მარილი და შაქარი.ამის წყალობით ორგანიზმში სითხე აღარ შეფერხდება.ამასთან, საკვების შემცირებაც აუცილებელია.


მაგალითად: 1 ჭიქა წყალი, ფორთოხალი, ფინჯანი უშაქრო კაკაო.15 წუთის შემდეგ კი 1ცალი ნებისმიერი ხილი.სადილი:200 გრამი ხაჭო და ამდენივე ხილი. ვახშამი: 200 გრამი თევზი ან ფრინველის ხორცი და 300 გრამი ბოსტნეული.ძილის წინ: უცხიმო ნატურალური იოგურტი ან უცხიმო მაწონი.

image


imageნიკოლ კიდმანი

წესი: ორგანიზმი შლაკებისგან რომ გაიწმინდოთ, სამი დღის განმავლობაში უარი უნდა თქვათ საკვებზე.სამაგიეროდ, შეგიძლიათ

რამდენიც გინდათ, იმდენი სითხე მიიღოთ.თუ ამ პროცედურას წელიწადში რამდენიმეჯერ

ჩაიტარებთ, თანაც ტოქსინებისგან

თავისუფალი, ჯანსაღი საკვების(დაივიწყეთ ყავა, შავი ჩაი, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები,

შაქარი და მარილი) დიეტასაც დაუმატებთ, კანის გაახალგაზრდა-

ვება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გარანტირებული გექნებათ.მთავარია რომ ამ დიეტას სამ დღეზე მეტ ხანს ნუ გააგრძელებთ.

image


imageსოფი ლორენი

უბერებელი სოფი ლორენი C ვიტამინით მდიდარ გრეიპფრუტის

დიეტას იცავს.

წესი: ყოველი ჭამის წინ ნახევარი გრეიპფრუტი მიირთვით.მენიუს შეზღუდვა არ დაგჭირდებათ,

მთავარია, საკვები 800 კალორიას არ აღემატებოდეს, რადგან სწორედ

ამდენის დაწვა შეუძლიათ გრეიპფრუტში შემავალ ფერმენტებს.თუმცა

გაითვალისწინეთ - ხანგრძლივად

ამგვარ დიეტაზე ყოფნამ შეიძლება კოლიტი და ორგანიზმის გაუწყლო-

ება გამოიწვიოს.

image


image

ჯულია რობერტსი


მსახიობი დოქტორ პერიკონეს დიეტის მიმდევარია.ამ დიეტას

სახის კანის გამახალგაზრდავებელ

დიეტას უწოდებენ.

წესი: ძირითადი არსი თევზ ორაგულში მდგომარეობს.საუზმე,

სადილი და ვახშამი სწორედ მისგან შედგება.პერიკონე დარწმუნებულია, რომ ორაგული

სახოს კანის ელასტიკურობის გარანტიაა.თუ ამასთან ერთად

რაციონიდან შაქარსა და ცხიმებს გამორიცხავთ, ზედმეტ წონასაც

იოლად დაკარგავთ.


მენიუ - გაღვიძებისთანავე: 350 მლ. მინერალური წყალი.

საუზმე: 100 გრამი მოხარშული ორაგული, ნახევარი ულუფა წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.

ლანჩი: 250გრამი დაკონსერვებული ორაგული, ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით შეზავებული მწვანე სალათის ფურცლები, 350 მლ. მინერალური წყალი.

სადილი: 50 გრამი ქათმის მკერდი, 4ცალი ნიგოზი, ნახევარი მწვანე ვაშლი.ხოლო ვახშამი მეორდება ისევე, როგორც ლანჩი.ძილის წინ კი

ერთი ცალი მწვანე ვაშლი და მინერალური წყალი.

image


imageანჯელინა ჯოლი

წესი: ცილები რამდენიც გნებავთ მიიღეთ, ნახშირწყლები კი რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით უნდა მიიღოთ.დიეტა ოთხი ეტაპისაგან შედგება: აკრძალული

პროდუქტების გამოყენება

მაქსიმალურადაა შეზღუდული.

ზედმეტი კილოგრამები სინათლის სიჩქარით იკარგება. მეორე ეტაპი:

კილოგრამების დაკარგვა გრძელდება, მაგრამ მენიუს უკვე

აკრძალული პროდუქტებიც ემატება. მესამე ეტაპი: აკრძალული პროდუქტების

რაოდენობა ფართოვდება. მეოთხე და დასკვნითი ეტაპი: მიირთვით ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ არ დაივიწყოთ:ცილები გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ ვიდრე ნახშირწყლები.

მაგალითად: საუზმე: 3 კვერცხის ომლეტი, ყველი, პომიდორი,

უკოფეინო ყავა ნაღებით. სადილი: სოკოს, ხახვის, ყველისა და სალათის ფურცლების სალათი. ვახშამი: შემწვარი ორაგული 300 გრამი, კომბოსტო ნივრითა და ლიმონის წვენით.

image




სულ ეს იყო...იმედია მოგეწონათ.



3
626
6-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
626
  
2012, 16 აგვისტო, 19:33
+4 :D
2012, 16 აგვისტო, 19:22
:D შემეშალა +1
0 1 3