x
image
alex999
Mediator image
მცენარე, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს: ყველაფერი კურკუმას შესახებ!

კურკუმა ეკუთვნის ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. ის იზრდება დაახლოებით 1 მეტრამდე, არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭას) ოჯახს. კურკუმას სხვაგვარად ეძახიან ყვითელი იმბირი ( ყვითელი კოჭა ), ყვითელი ფესვი, ინდური შაფრანი, ინგლისურად - tumeric. კურკუმა იზრდება აზიის ტროპიკულ რეგიონებში, მოსწონს ცხელი და ტენიანი კლიმატი და მსუბუქი ნიადაგი. გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და ასევე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა არის ინდოეთი. ის შედის ინდოეთის ყველაზე მოხმარებადი სუნელების ხუთეულში. ინდოეთში გარდა სუნელისა მას ასევე იყენებენ როგორც სამკურნალო მცენარეს. ამას განაპირობებს მისი მდიდარი და უნიკალური შემადგენლობა. ინდოელები კურკუმას უკვე რამდენიმე ათასი წელია რაც იყენებენ თავის რაციონსა და აფთიაქში.


image



რატომ ეძახიან კურკუმას "ოქროს სანელებელს"?


ყვითელ კოჭას და იგივე ინდურ შაფრანს ოდითგანვე აქტიურად იყენებდნენ. ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მატონიზირებელი და იმუნომასტიმულირებელი თვისებებით სამზარეულოებში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. უფრო მეტად უხდება შემწვარ ბოსტნეულს, ხორცს, თევზს, კარაქის სოუსებს, სუპებს და რაგუს. ძველ ინდოეთში თითქმის ყველა ოჯახში იყო კურკუმას სანელებელი და მისგან დამზადებული ჩაი, ამ მცენარის სანელებელს ასევე სიცოცხლის ელექსირსაც უწოდებდნენ.


image




ყველაზე სასარგებლო პროდუქტის, ყველაზე სასარგებლო თვისებები:


ქმნის ბუნებრივ ანტიბიოტიკურ ეფექტს და ორგანიზმს ეხმარება მიკრობებთან და ინფექციებთან ბრძოლაში.


წლებია უკვე, რაც კურკუმას კიბოს წინააღმდეგ ხმარობენ. ის ყველაზე ძლიერი და ეფექტური მცენარეა, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს უჯრედებს.


ამ მცენარეს ფაქტიურად არ გააჩნია უარყოფითი თვისებები, ამიტომ შეგიძლიათ უპრობლემოდ მიირთვათ!


კურკუმას გააჩნია ღვიძლის განახლების ფუნქცია. ხშირად იყენებენ ღვიძლის პრობლემების სამკურნალოდ.


აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ვირუსებს და მარტივად დევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს.


ასევე გამოიყენება სხეულის ჭრილობებზე, სადაც ანთებითი პროცესია დაწყებული. ასუფთავებს ჭრილობას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.


თუ აკნეს პრობლემა გაქვთ, კურკუმას ნიღაბი ამისთვის მისწრებაა. უჯრედების განახლების ფუნქციით, კურკუმა კანს ლაქებისგან ასუფთავებს.


ასევე ეხმარება მონელების სისტემას. ყაზბობის პრობლემებით თუ წუხდებით, მიირთვით "ოქროს სანელებლები" რეკომედებულ პროდუქტებთან ერთად.


აჩქარებს ცხიმების დაწვას. აკონტროლებს მადას და რათქმაუნდა დიეტურია.


ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. ეფექტურია მუცლის და თავის ტკივილების დროს - დადასტურებულია პროფესორების მიერ.


ქალთა ჰორმონების სეკრეციას უფრო რეგულარულად უზრუნველყოფს.


ასევე დაგეხმარებათ გაბერილობის და გაზებისგან განთავისუფლებაში.


ტაილანდში ჩატარებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ერთი გრამი კურკუმა ეფექტურია დიაბეტის წინააღმდეგ და აუმჯობესებს მეხსიერებას!


image





რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს?


კურკუმა მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. მცენარე შეიცავს:

ვიტამინებს - B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K

მინერალებს - ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი.


image





როგორ მოვიხმაროთ?


ყელის ტკივილის დროს: აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ყელსავლები მზად არის. ის მოგიხსნით ტკივილს და ჩააცხრობს ანთებას.


წონაში დასაკლებად: მასალები: 4-5 კოვზი უცხიმო იოგურტი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ჩანჯაფილის ფხვნილი. შემდეგ: 4-5 კოვზიან უცხიმო იოგურტში ავურევთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მასალას. ეს ყველაფერი ცოტა ფართე ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს. დამზადების შემდეგ ეს საოცარი საკვები, დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში. ყოველდღე ჭამის წინ 1-2 საათით ადრე, უნდა მიირთვათ. შედეგს თავად ნახავთ!


დალურჯებების, დაჟეჟილობების და ტრავმით გამოწვეული შესიების დროს: კანზე წასასმელი საცხის მომზადება. აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ჩაის კოვზის წვერით მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი, იმ რაოდენობით რომ მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული პასტა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი და შესიება სწრაფად გაგივლით.


გაცივების, გრიპისა და ხველების დროს: 30 გრამ თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. დალიეთ დღეში 3 ჯერ. სურდოს დროს კარგია შეისუნთქოთ კურკუბას ბოლი.


ორგანიზმის გასაწმენდად: ძალიან სასარგებლოა დაძინებამდე 2 საათით ადრე დლიოთ 1 ჭიქა თბილი რძე. რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი.



image









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image



როგორი იქნება 2019 წელი თევზებისთვის?

image



დღემდე აქტიური, 6 შოკისმომგვრელი რიტუალი ქალების მიმართ!

image



სამზარეულოში დამონტაჟებულმა კამერამ, გარდაცვლილი შვილის მოჩვენება დააფიქსირა...

image



დრაკონის სამკუთხედი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image



15 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ!

image



მათი დაცვა ვერ შევძელით: 2018 წელს გადაშენებული ცხოველები...

image



კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით...

image






3
863
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
863
  
2019, 13 თებერვალი, 14:15
კურკუმა რომ წაისმევ მერე გაიგებ
2019, 13 თებერვალი, 13:53
ცუდი კანი გაქ ეტყობა ????
2019, 13 თებერვალი, 13:17
ამ სტატიებით ეს კურკუმა ხან სახეზე წამასმევინეთ. ხან ყავაში რაღაცა სუნელებით. ისე აყვითლებს კანს გარეთ ვერ გაყოფ თავს
0 1 3