x
მეტი
  • 18.02.2019
  • სტატია:86173
  • ვიდეო:336531
  • სურათი:446426
,, რეიგანის ფონზე რაიმე ანეკდოტის მოყოლა უხერხულიც კი იყო, მაგრამ დობრინინი ჩამაცივდა"- რა ანეკდოტი მოუყვა ედუარდ შევარდნაძემ რონალდ რეიგანს

image

ნიუ ორკში მონაწილეობა მივიღე გაეროს მეორმოცე გენერალურ ასამბლეაში. ასამბლეაზე გამოსვლის გარდა, შევხვდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მთავარი შეხვედრა 27 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან შედგა, მან ჩემს საპატივსაცემოდ საუზმე გამართა. რომელსაც ამერიკის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი. მაშინ და შემდგომაც შეხვედრები ერთი სცენარით მიმდინარეობდა. ამოიღებდა თავის“ შპარგალკას " რომ ჩაიკითხავდა მე ვპასუხობდი. მერე შულცი იტყოდა თავისას. ამის შემდეგ ყველა ლანჩზე ჩავდიოდით სადაც ყველანი რეიგანის მოყოლილ ანეგდოტებს ვუსმენდით. საოცრად ბევრი ახსოვდა. დობრინმა მითხრა იქნება თქვენც უამბოთო, რეიგანის ფონზე რაიმე ანეგდოტის მოყოლა უხერხულიც კი იყო, მაგრამ დობრინინი ჩამაცივდა, და გამახსენდა:“ ღმერთმა დაიბარა რეიგანი, გორბაჩოვი და ტეტჩერი ანგარიშის ჩასაბარებლად, რეიგანს ჰკითხა, როგორ არის საქმეებიო.

- კარგად, 5 6 მილიონი სამუშაო ადგილები შევქმენით. უპასუხა რეიგანმა.

მერე გორბაჩოვს ჰკითხა როგორ არის საქმეებიო?

-“ პერესტროიკის " საქმე კარგად არის, დემოკრატია ვითარდება.

ბოლოს ტეთჩერს მიუბრუნდა. შენი საქმეები როგორ არის შვილო ჩემო?

- კარგად, მაგრამ ჯერ ერთი მე შენი შვილი არა ვარ. და მეორე შენ ჩემს ადგილას ზიხარო.

image

რეიგანმა ბევრი იცინა, ეტყობა არ იცოდა, ათჯერ მაინც მომაყოლა.



0
1432
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0