x
image
Teklamaisuraze
რატომ არსებობს თბილი და ცივი ადგილები?

ჰავა

დარისა და ავდრის მონაცვლეობას ამინდი ჰქვია. როცა ჰავაზე საუბრობენ, იმას გულისხმობენ ამა თუ იმ ადგილს როგორი ამინდი ახასიათებს. სითბო თუ სიცივე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენადაა დაშორებული ესა თუ ის ადგილი ეკვატორიდან. თუმცა ამინდზე ბევრი სხვა რამეც ახდენს გავლენას.

imageimageimage


ზღვისგან დაშორებული მიწები ხშირად მშრალია, რადგან ქარის მოტანილი ტენი იქამდე ვერ აღწევს . კონტინენტების შუა ნაწილში ზაფხული ცხელია, ზამთარი კი ცივი.

ზღვისპირეთში უფრო გრილი ზაფხული და თბილი ზამთარი იცის, ვიდრე კონტინენტის შიგნით. ჰავაზე სანაპიროსთან ახლოს გამავალი ცივი ან თბილი ოკეანური დინებებიც ახდენს გავლენას.

მთების ახლომახლო, ჩვეულებრივ ხშირად წვიმს, რაც მაღლა ადიხარ, მით უფრო მატულობს სიცივე, ეკვატორზეც კი მაღალი მთის მწვერვალებზე მარადიული თოვლი და მყინვარებია.

ტენიანი ჯუნგლები

ჯუნგლები ანუ ნოტიო ტროპიკული ტყეები ეკვატორთან ახლოს, ტროპიკულ სარტყელში მდებარეობს, იქ ძალიან ცხელა და ყოველ დღე კოკისპირულად წვიმს.

მცენარეები ჯუნგლებში ძალიან სწრაფად და მჭიდროდ იზრდება. მთელ მსოფლიოში ხეები იქ ყველაზე მაღალია. სხვა მცენარეები კი ჩვეულებრივი ხეების სიმაღლისაა.

ჯუნგლებში ისეთი ცხოველები და მცენარეებია, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება. ბევრ მათგანს გადაშენების საფრთხე ემუქრება. რადგან ჯუნგლებს ჩეხავენ და ანადგურებენ.

ცხელი და ნესტიანი ჰავის გამო ჯუნგლებში ცოტა ხალხი ცხოვრობს. ადგილობრივი ტომები მცენარეებს აფარებენ თავს. და ნანადირევით იკვებებიან.

სიცოცხლე უდაბნოში

უდაბნო დედამიწის ზურგზე ყველაზე მშრალი და ცხელი ადგილია. უდაბნოები ძირითადად ტროპიკებში მდებარეობს. სიცოცხლე იქ ძალზე იშვიათია .

imageimageimageimage



არსებობს 2სახის _ ქვიანი და ქვიშიანი უდაბნო. ქვიშიან უდაბნოში ქარი ქვიშას ბორცვებად, ანუ დიუნებად აგროვებს .

აქ ძალზე იშვიათად წვიმს და წვიმას ჩვეულებრივ ქარიშხალი ან წყალდიდობა ახლავს. პერუს ერთ უდაბნოში 400 წელია წვიმა არ მოსულა.

ოაზისი წყლიანი ადგილია უდაბნოში. სადაც ხალხი ცხოველებს არწყულებს . აქ მარცვლეული მოჰყავთ და ფინიკის პალმებს აშენებენ. ქალაქები ხშირად ოაზისების გარშემო შენდება.

პოლუსები

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები დედამიწაზე ყველაზე ცივი ადგილებია. სამხრეთ პოლუსი გაყინული ხმელეთია. ხოლო ჩრდილოეთ პოლუსი არქტიკულ ოკეანეში მცურავიყინულითაა გარშემორტყმული .

imageimageimage


ყინულის ფენას ხშირად სწყდება ხოლმე უზარმაზარი ნატეხი _ აიზბერგი, რომელიც ოკეანეში ცურავს, სანამ არ გადნება . აიზბერგი სამ მეოთხედზე მეტი წყალქვეშ იმალება . ესკიმოსები ჩრდილოეთ პოლუსის ახლოს ცხოვრობენ, სამხრეთ პოლუსს კი მხოლოდ მეცნიერები ესტუმრებიან ხოლმე. მიმდებარე ზღვებში პინგვინები, სელაპები და ვეშაპები ბინადრობენ.

პოლუსებზე მთელი ყინული რომ გადნეს ზღვის დონე 70 მეტრით აიწევს. და ნიუორკს, ლონდონს და პარიზს წყლით სრულიად დაფარავს.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0