x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ — განათლების მინისტრი

მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება, რომ ვცხოვრობ 9 წლის წინ — განათლების მინისტრი


image

როგორც იცით, წლის შამაჯამებელ სხდომაზე, მიხეილ ბატიაშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. გთავაზობთ მცირე ნაწილს მისი გამოსვლიდან ია კერზაიას საქმეზე :


"მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი და იმ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რომ მე ვცხოვრობ ცხრა წლის წინ. მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რისთვისაც მინდა გადავუხადო ქართულ ოცნებას, როდესაც აქედან გავალ აღარ ვიცხოვრებ ცხრა წლის წინ. ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებისვისაც აზრის გამოთქმის უფლება აქვთ"


მინისტრ ბატიაშვილს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ერთ დღეზე მეტია უსმენენ. საპარლამენტო უმცირესობამ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გაამახვილა ყურადღება.


ია კერზაიას გარდაცვალების საქმე



ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.



მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.



სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია



0
186
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0