x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კირიბატი – ქვეყანა, რომელიც წყალქვეშ უჩინარდება

კირიბატი

კირიბატი არის ქვეყანა წყნარ ოკეანეში, რომლის 100 000-მდე მოქალაქე 32 კუნძულზე სახლობს. ყველა კუნძული იმგვარად არის განფენილი შუაგულ ოკეანეში, რომ 5, 5 მილიონი კვადრატული კილომეტრის სივრცეს ფარავს, თუმცა რომ დააჯამო, მათი საერთო ფართობი 811 კვადრატულ კილომეტრზე მეტი არ არის, რითაც კირიბატი ყვარლის მუნიციპალიტეტზე უფრო პატარაა (1000 კვ. კმ.).

კირიბატი

როცა გლობალური დათბობის მიმართ პოპულისტი პოლიტიკოსები ეჭვის გაღვივებას ცდილობენ, კირიბატელებს მხოლოდ ეღიმებათ ხოლმე. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია: მათი სამშობლო, რომელიც თეთრი ქვიშით, პალმებით და ხასხასა ლურჯი ოკეანით სამოთხეს ჰგავს, თანდათან იძირება და უჩინარდება ოკეანეში, რასაც წყლის დონის მატება განაპირობებს.


კირიბატი

კირიბატიდან ყოველწლიურად დაახლ. 100 მოქალაქე გადადის საცხოვრებლად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ეს ადამიანები ოფიციალურად ითხოვენ თავშესაფარს, როგორც კლიმატის ცვლილებისგან დაზარალებული პირები. თუმცა, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოქმედი, რასისტულად განწყობილი პოპულისტი სახელმწიფო მოხელეები შედარებით მუქი ფერის კანის მქონე და ღარიბ კირიბატელებს სიძულვილით უყურებენ და უკან, საკუთარ დატბორილ კუნძულებზე უკეთებენ ხოლმე დეპორტაციას (მაგ. ცნობილია ახალი ზელანდიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი კირიბატული ოჯახის საქმის თაობაზე. ეს ოჯახი ითხოვდა თავშესაფარს ახალ ზელანდიაში, აღნიშნული ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ კი განაცხადა, რომ გლობალური დათბობა არ წარმოადგენს საფუძველს თავშესაფრის მოთხოვნისთვის (!) და ოჯახი საკუთარ დატბორილ კუნძულზე დააბრუნა იძულების წესით).

კირიბატი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით კირიბატი 2049 წლისთვის სრულად გაუჩინარდება ოკეანეში და შეწყვეტს არსებობას. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნული პროგნოზი უკვე ოფიციალურად გააცნო მოსახლეობას და მოუწოდა, შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მალე მათ სამშობლო აღარ ექნებათ.


1
693
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
693
  
2019, 8 თებერვალი, 22:02
:-(
0 1 1