x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ხარ­ჯუ­ლი ფი­ნან­სე­ბი, რად­გა­ნაც ეს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე
image


სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის წევ­რია და ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ჩვენს ქვე­ყა­ნას „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­რად­გენს. მოს­წონს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ამ­ბობს, რომ ვინც არ უნდა გახ­დეს ხალ­ხის რჩე­უ­ლი, ნე­ბის­მი­ერს მხარს და­უ­ჭერს, რად­გა­ნაც იცის, რომ ის „ევ­რო­ვი­ზი­ის“ მას­შტა­ბურ კონ­კურ­სზე ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგე­ბა.


სტე­ფა­ნე, გარ­და იმი­სა, რომ მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის არ­ბიტ­რია, უკვე ექ­სპერ­ტი­ცაა, ვი­ნა­ი­დან „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მის­თვის მერ­ვე დიდი პრო­ექ­ტია. აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, აქვს კონ­ცერ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­დის. მუდ­მი­ვად აქვს სი­ახ­ლე­ე­ბი, აახ­ლებს რე­პერ­ტუ­არს, მუ­შა­ობს ცო­ცხალ ბენდთან და ფსო­ნი მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კა­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.


ყვე­ლა­ფე­რი კი 1999 წელს, ზუს­ტად 20 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც მისი სიმ­ღე­რე­ბი მო­ის­მი­ნეს... მას მერე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წელი გა­ვი­და, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი სა­შინ­ლად არ უყ­ვარს, ინ­ტერ­ვიუ არ უყ­ვარს, რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პო­დენ­ტი არ არის, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ნამ­დვი­ლად აქვს გავ­ლი­ლი, რა­საც ეს ინ­ტერ­ვიუ ნამ­დვი­ლად ადას­ტუ­რებს.


- ბოლო 2 წე­ლი­წა­დია აქ­ტი­უ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ, კარ­გი შე­დე­გე­ბი და ბევ­რი კონ­ცერ­ტი გაქვს. ბევ­რი მსმე­ნე­ლი გყავს, მო­ლო­დი­ნია შენი კონ­ცერ­ტის და მუ­სი­კის მი­მართ. მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი არას­დროს გაკ­ლდა, მაგ­რამ ახლა რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა მოხ­და შენი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ...


- გარ­და იმი­სა, რომ კარ­გად უნდა იცო­დე, რას აკე­თებ, შრო­მა, შრო­მა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი შრო­მაა მთა­ვა­რი. ამ წლებ­მა მო­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა


image


შრო­მის გარ­და, არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ხარ­ჯუ­ლი ფი­ნან­სე­ბი, რად­გა­ნაც ეს მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, რა­საც კონ­ცერ­ტში ვი­ღებთ, შემ­დე­გომ ისევ უკან ვაბ­რუ­ნებთ. ვმუ­შა­ობ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მუ­სი­კო­სებთნ, ისე­თებ­თან, რომ­ლებ­საც შემ­ცვლე­ლე­ბი არ ჰყავთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან - პა­ა­ტა ან­დრი­ა­ძე, ლე­ვან დე­ი­სა­ძე, ზაზა ცერ­ცვა­ძე, უჩა მეტ­რე­ვე­ლი, დათო შა­მა­ნა­უ­რი. ასე რომ, ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე გვაქვს სა­კუ­თა­რი გა­ნა­თე­ბა, ამის­თვის გვყავს ჩვე­ნი გამ­ნა­თე­ბე­ლი, ხმის რე­ჟი­სო­რი, ბექ­ვო­კა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან...


image


- ყვე­ლა­ფერს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბით...


- დიახ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თან არის ისე, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში. მაქვს და­სავ­ლელ არ­ტის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ვიცი, რა რო­გორ კეთ­დე­ბა, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვწევთ თა­მა­სას, თუმ­ცა არის, როცა ზოგი კონ­ცერ­ტი კარ­გად ჩა­ივ­ლის, ზოგი - ნაკ­ლე­ბად კარ­გად. მა­გა­ლი­თად, ახლა, 14 თე­ბერ­ვალს „დორსში“ კონ­ცერ­ტი გვაქვს, რის­თვი­საც აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით.


- ყვე­ლა­ფე­რი ცო­ცხა­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი - ეს არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი...


- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პროგ­რა­მა ჯერ არ „ამო­მი­ჭა­მია“, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვინც ვერ და­ეს­წრო ჯერ ჩვენს კონ­ცერტს, ახალ პროგ­რა­მა­ზე მა­ინც ვმუ­შა­ობ. ყვე­ლა­ფერს ვცვლი და ძა­ლი­ან დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გე­გე­მე­ბი მაქვს, რო­გორც გას­ტრო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.



image


- ნე­ბის­მი­ერ შე­მოქ­მედს გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი აქვს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ეს ეტა­პე­ბი შენც გა­ი­ა­რე. შენს პირ­ველ ეტაპს მუ­სი­კა­ში რო­გორ აფა­სებ?


- 18 წლის ვი­ყა­ვი, რომ სცე­ნა­ზე გა­მოვ­ჩნდი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ლე­ვე გავ­ხდი. 18-დან 25 წლამ­დე პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე ვი­ყა­ვი - სპორ­ტის სა­სახ­ლეც შე­ვავ­სე, სტა­დი­ო­ნებ­ზეც გა­მოვ­დი­ო­დი... ეს პე­რი­ო­დი ბევ­რს ახ­სოვს. მე ამის­თვის არ მიბ­რძო­ლია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. პრო­ფე­სი­აც და ჩემი მუ­სი­კას­თან ასე­თი მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­სით მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­და. რაც გა­ვა­კე­თე, ხალ­ხმა მი­ი­ღო და დავ­რჩი იქ, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი. ვა­კე­თებ­დი ჩემს მუ­სი­კას, მა­ნამ­დე ქარ­თულ ესტრა­და­ზე სხვა ჟღე­რა­დო­ბის მუ­სი­კა ის­მო­და, ჩე­მამ­დე ჯგუფ­მა „სა­ხემ“ მსმე­ნელს სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ შეს­თა­ვა­ზა, იქამ­დე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის­გან ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჰქონ­დათ მოს­მე­ნი­ლი, მე „სუფ­თა სის­ხლის“ პო­პით...


- ჰოდა, რას არ­ქმევ იმ პე­რი­ოდს?


- არა­ვინ იცის, მთა­ვა­რია, რომ იყო მონ­დო­მე­ბა. ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რდა, ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, არ ვჩერ­დე­ბო­დი, ვა­კე­თებ­დი და ვქმნი­დი - არაფ­რის მე­ში­ნო­და, ახლა გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ იმ ასაკ­ში აღარ ვარ, მალე 40 წლის გავ­ხდე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბას სხვა ენ­თუ­ზი­აზ­მი, მონ­დო­მე­ბა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, ში­შის არ­ქო­ნა ახა­სი­ა­თებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლაც არ ვჩერ­დე­ბი. თუმ­ცა არ მინ­და ვინ­მემ ისე იფიქ­როს, რომ მთელს დე­და­მი­წა­ზე ცნო­ბი­ლი ვარ და რა­ღაც ამ პა­თო­სით ვლა­პა­რა­კობ. თუ სწო­რად შრო­მობ და ენერ­გი­ას სწო­რად ანა­წი­ლებ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლაფ­რი კარ­გად იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო მუ­სი­კა­ში, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­სა და პრო­ფე­სი­ა­ში.


- ხარ არა მარ­ტო მუ­სი­კო­სი, ასე­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია, როცა მოქ­მე­დი მუ­სი­კო­სი პრო­დი­უ­სე­რი­ცაა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, არ­ბიტ­რიც, რად­გა­ნაც ამ­ჟა­მა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ ერთ-ერთ მე­გა­შო­უ­ში და კონ­კურ­სან­ტებს პრო­დი­უ­სე­რის თვა­ლი­თაც აფა­სებ. რო­გორ ათავ­სებ ამ ყვე­ლა­ფერს?


- პრო­დი­უ­სე­რო­ბაც წლე­ბის წინ და­ვი­წყე, რო­დე­საც რა­ღაც ეტაპ­ზე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სცე­ნა­ზე დგო­მა აღარ მინ­დო­და, რო­დე­საც ცენ­ტრა­ლურ შო­უ­ებს ვა­კე­თებ­დი, სა­დაც ვიწ­ვევ­დით და ვა­ერ­თი­ა­ნებ­დით ყვე­ლა მუ­სი­კოსს, მომ­ღე­რალს, ამან, რო­გორც მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერს, სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მი­ტა­ნა, ასე­ვე უამ­რავ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი - ეს იყო სამ­ჯერ ზე­დი­ზედ „X ფაქ­ტო­რი“, სამ­ჯერ „ვო­ი­სი“, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ ჩემ­თვის უკვე მერ­ვე პრო­ექ­ტია. გუნ­დი, რო­მელ­თა­ნაც დღე­საც ვმუ­შა­ობ, არის პირ­და­პირ მიბ­მუ­ლი და­სავ­ლურ მთა­ვარ ოფის­თან, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან პრო­დი­უ­სე­რე­ბი და უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს გვას­წავ­ლი­ან, გვატ­რე­ნინ­გე­ბენ.


რო­გორც პრო­დი­უ­სერ­მა, ასე­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე „სტე­ფა­ნე და 3G“-დან ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, იმი­ტომ, რომ ამ ბენდმა, სრუ­ლი­ად ევ­რო­პა შე­ატ­რი­ა­ლა, გა­ა­ო­ცა. ამის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა YouTub-ზეც დევს. თუ რო­გორ დავ­დი­ო­დით კონ­ცერ­ტე­ბით 12 ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტაქ­ტი გვქონ­და იქა­ურ პრო­დი­უ­სერ­თან, რომ­ლე­ბიც მარ­თლაც რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს გვაძ­ლევ­დნენ იმ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის დრო­საც, რო­დე­საც უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი ჩა­მოგ­ვყავ­და, ბევ­რი მაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნაშ­რო­მი.


- შენი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ნიჭი მგო­ნია და მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი, შენ რას მი­იჩ­ნევ?


- მე კი მგო­ნია, რომ ნიჭი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს. ამა­ზე არ ვა­მახ­ვი­ლებ არას­დროს ყუ­რა­დღე­ბას. თუ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ, რაც აირ­ჩიე, გაქვს შენი თა­ვის რწმე­ნა და და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ. შე­დე­გი გაქვს და თუ გინ­და, ამას და­ვარ­ქვათ წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, წარ­მა­ტე­ბის ფაქ­ტო­რი.


- იღ­ბალ­ზე რას იტყვი - არ არის სა­ჭი­რო?


- ეგეც იც­ვლე­ბა, თუ სწო­რი მიდ­გო­მე­ბი არ გაქვს. მთა­ვა­რია, ქმე­დი­თო­ბა, აქ­ტი­უ­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია... როცა ეს გაქვს, მერე იღ­ბალ­ზეც მოქ­მე­დებ და წარ­მა­ტე­ბა­ზეც.


სტატიის ავტორი: ლალი ფაცია

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0