x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიტერატურულ-ინტელექტუალური ჩემპიონატი „ლიბერთინსის თასი“ იწყება
image


„თუ გინდათ დაამტკიცოთ, რომ ხართ ბევრად ჭკვიანები, ვიდრე სხვებს ჰგონიათ, მაშინ ეს ჩემპიონატი თქვენთვისაა.“ _ ასე აანონსებს პროექტის მენეჯერი, ნიკოლოზ დვალიშვილი „ლიბერთინსის“ ახალ წამოწყებას _ ლიტერურულ-ინტელექტუალურ ჩემპიონატს, რომელზეც რეგისტრაცია უკვე დაიწყო.


„ლიბერთინსის თასი“ არის ჩემპიონატი, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, სკოლებს შორის ჩატარდება. ღონისძიება ორ ტურად გაიმართება. პირველი ტური რეგისტრირებული გუნდებიდან 10 ფინალისტ გუნდს გამოავლენს. მეორე ტურში კი გაიმართება ფინალი, სადაც საპრიზო პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები გამოვლინდება. ჩემპიონატის ორივე ტური საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.


გუნდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი კაპიტანია. თამაში 3 რაუნდიანია:

  • ლიტერატურული რაუნდი;
  • ზოგადი, სააზროვნო კითხვების რაუნდი;
  • „ლიბერთინსის“ რაუნდი.


თითუეულ რაუნდში წამყვანი 7-7 კითხვას დასვამს.


დაჯილდოვდება როგორც გამარჯვებული გუნდი, ასევე სკოლა. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს პრიზებად გადაეცემათ: ლიბერთინსის წიგნები, აქსესუარები, სერტიფიკატები, მედლები, თასი და მთავარი პრიზი, რომელსაც პროექტის ორგანიზატორები, ჯერჯერობით, საიდუმლოდ ტოვებენ. სკოლა „ლიბერთინსის“ სრული ბიბლიოთეკით (70 წიგნი) დაჯილდოვდება.


ერთი სკოლიდან მხოლოდ ერთი გუნდის შექმნაა შესაძლებელი. გუნდები რეგისტრაციას გაივლიან სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელიც ყველა სკოლას გაეგზავნება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი.


„რეგისტრაციის დაწყების პარალელურად, დავიწყეთ პროექტის პრეზენტაცია სკოლებში. თებერვლის ბოლომდე მივალთ, რაც შეიძლება მეტ სკოლაში. N 199 (კომაროვში) და N 52 საჯარო სკოლებში უკვე ვიყავით და მსურველიც ბევრი ვნახეთ. მსურველების წერილებს პირად შეტყობინებებშიც ბევრს ვიღებთ.“ _ ამბობს ნიკოლოზ დვალიშვილი.


თუ გინდათ, „ლიბერთინსი“ თქვენთანაც მოვიდეს, მისწერეთ Facebook გვერდზე

ან გადადით event-ის ბმულზე და დაპოსტეთ თქვენი სურვილის შესახებ.




0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0