x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სახალისო ანეკდოტები
image


1.სვანის, მეგრელის და ზანგის ცოლებმა ერთად იმშობიარეს. დაავლო სვანმა ერთ ბავშვს და გარბის.

– სად მიარბენინებ მაგ ბავშვს, ზანგია, ზანგი... – უყვირის ბებია ქალი.
– ზანგია ზნაჩიტ მეგრელი არააა.... – და სირბილს მოუმატა სვანმა...

2.სვანს დაბადების დღეზე ტორტი მიართვეს ანთებული სანთლებით

და ისიც ზედ გადაახტა– არული კუდიანებსო...

3.სვანს ეუბნებიან – რამდენი ფული გინდა რო გქონდეს?

– იმდენი სპილო რო ვიყიდო!
– სპილო რა ჯანდაბად გინდა?

–სპილო სულაც არ მინდა, ფული მინდა იმდენი.

4.სვანს " ლაკოსტის " ფირმის მაისური აცვია.

მეორე სვანი შეხვდა ქუჩაში და მას ეკითხება:

– შენ რა ნიანგი მოგიკვდა?

5.სვანი ცოლი ეკითხება ქმარს:

ძვირფასო კუდუსუნი რა არის?
– ადგილი სადაც ხერხემალი მთავრდება...
ცოლმა გაკვირვებით კეფა მოიქექა:
– უცნაურია, მე მაგ ადგილას თავი მაბია

6.- ჭიჭიკია სად იყიდე ეგ მაიმუნის სურათი?
- ეგ სურათი არაა, სარკეა და შენ იხედები შიგ.


7.ქალო სადაა ჩაქუჩი, ლურსმანი უნდა მივაჭედო.
ეკითხება ჭიჭიკია ცოლს.
ცოლი: ჩაქუჩი კარადაშია, ბინტი, იოდი და სპირტი კი ტუმბოჩკაში.


8.ჭიჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია:
- კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი?
- ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!



9.ქუთაისელი არის ზოპარკში და გაჩერდება მაიუმუნის გალიასთან,
გავა 5 წუთი უყურებს, გადის 10 წუთი კიდევ უყურებს, გადის
20 წუთი კიდევ მაიუმუნის გალიასთან არის
და მერე ეუბნება:
- ბონდოიე შენ ხარ?


10.სვანი ზის და წამლებს ყლაპავს.
- ცუდად ხომ არ ხარ? ეკითხება მეზობელი
- არა, ხვალე ვადა გასდის და ხო არ გადავყრი


11.სვანი სახესა და ტანზე მაზუთს ისვამს .
- რას შობი, ბიჭო?
- ეკითხება მეორე.
- განცხადებაში ეწერა, შავი მუშები გვჭირდებაო.


12.სვანს პატრული აჩერებს.
- საბუთები მაჩვენე.
სვანი ქამარს იხსნის.
- რას შვრები?! - გადაირია ინსპექტორი.
- ბავშვობაში მამაჩემის ამხანაგები საბუთების ჩვენებას რომ მთხოვდნენ,
ასე ვშვრებოდი და ფულს მჩუქნიდნენ.


13.სვანს თავისი ხვრინვა გააღვიძებს
და სხვა ოთახში წავა დასაძინებლად.


14.სვანს შეხვდება ძველი ნაცნობი:
- რა იშოვე ასეთი, ამდენი ოქრო რომ გიკეთია?
- ოქროს თევზი დავიჭირე.
- მერე რა თხოვე?
- რა უნდა მეთხოვა, გადავადნე.


15.სვანს ღამის 3 საათზე ურეკავენ:
- ვაჟა მინდოდა
- არა სხვაგან მოხვდით.
- ბოდიშით რომ გაგაღვიძეთ.
- არაუშავს მაინც უნდა ავმდგარიყავი ტელეფონი მირეკავდა.



16.სვანი ჯარიდან ჩამოვიდა, მხარზე მუხა ჰკიდია.
- მამა ეკითხება:
- ეგ რა არის?
- ესა მამა მუხაა.
- რას აკეთებს ეგ მუხა?
- აი, ტუალეტს ხომ ხედავ, ეგა ვითომ ტანკია.
- გაუქანებს მუხას და ააფეთქებს ტუალეტს.
- გავა ხუთი წუთი, შვილი ეკითხება მამას:
- მამა დედა სად არის?
- ტანკში იჯდა შვილო.


17.სვანი
მანქანით მიდის, საბურავი გაუსკდება, ხეს შეეჯახება და მოკვდება. საფლავზე
დააწერენ დაიბადა და გარდაიცვალა რეზინის გახვრეტის გამო.


18.ერთი სვანი ეუბნება მეორეს:
- სახელი რა გქვია?
- რატი.
- მერე ამხელა კაცს რა პატარა სახელი გქვია?
- არა ეგ მოფერებითი სახელია, სინამდვილეში დეგენერატი მქვია.


19.სვანს და მოუკვდება, ადგება და სიძეს მოკლავს.
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება რატო მოკალი შენი სიძეო?
სვანმა უპასუხა, და აღარ მყავს და სიძე რა ჩემ ფეხებათ მინდაო.


20.ზესტაფონი-დინამო 0-3 თამაშისას ზესტაფონელთა პოლიციამ დაიჭირა ორი ფანი,
რომლებიც ღობეზე გადაძრომას ცდილობდნენ.
პოლიციელმა ერთ-ერთს საყელოში წაავლო ხელი და დაუღრიალა:
- ახლავე მობრუნდით და უყურეთ თამაშს, სანამ არ დამთავრდება.


21.ფრანჩესკო ტოტი რეკავს აეროპორტში:
- ვერ მეტყვით რომიდან მილანში რამდენ ხანში ჩავფრინდები?
- ერთი წამი. . .
- დიდი მადლობა, - თქვა ტოტიმ და ყურმილი დაკიდა.


0
684
4-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0