x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 მარტივი კითხვა, რომელიც თქვენს ტვინს უკეთ აამუშავებს
image


როგორ დავასწავლოთ ტვინს მენტალური ჩვევები? ნელი კანოვიჩი, რომელიც სილიკონის ველის ანტრეპრენუარია, ამბობს, რომ ამისთვის საუკეთესო სწორი კითხვების დასმაა. ამგვარად მას პრობლემის ეფექტურად მოგვარებაში ვეხმარებით. დახურული კითხვები ეფექტურია, თუმცა ძალიან დაგვეხმარებოდა ღია კითხვებიც, ისეთები, რომლებზე პასუხიც “დიახ” და “არას” გარდა, დამატებით ინტერპრეტაციასაც მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ეფექტურია სამი კითხვა: რა? რატომ? როგორ?

რა საქმე მაქვს დღეს დასასრულებელი?

ეს კითხვა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ყურადღება გაგეფანტათ ან იმ საქმის მოცულობაში დაიკარგეთ, რომელსაც დღეს აკეთებთ. პირველ რიგში, განვიხილოთ ამ კითხვის შინაარსი. ეს კითხვა სამოტივაციოა. ის აღვიძებს თქვენს ცხოვრებაზე სტრატეგიულ აზროვნებას. გეხმარებათ შეინარჩუნოთ მიზნებზე ორიენტირება. ის ემსახურება პრიორიტეტების განაწილებას. თანაც, ამ კითხვაზე პასუხს, ყოველ დილას, მაქსიმუმ ხუთი წუთი სჭირდება.

როგორ დავიწყოთ კითხვების დასმა? ეს საქმეების ვიზუალურად წარმოდგენას მოითხოვს. აიღეთ დიდი ზომის ქაღალდი და კითხვის შინაარსი დიდი სქელი ასოებით დაწერეთ. “რომელი საქმე უნდა დავასრულო დღეს?” შემდეგ, ჩამოკიდეთ ქაღალდი საძინებელში ან სააბაზანოში, რათა მას ყოველ დილას შეხედოთ. წაიკითხეთ ის ხმამაღლა და მალევე მიიღებთ პასუხს.




რატომ ვაკეთებ ამ საქმეს?


ეს კითხვა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იმედგაცრუებული ხართ საქმის მიმდინარეობით ან პრობლემის მოგვარების პროცესში გაიჭედეთ. ამ კითხვის საშუალებით თქვენი ტვინი ვარჯიშდება და პრობლემის გადასაჭრელად უფრო ფართო მასშტაბებზე იწყებს ფიქრს. რაზეც დღეს არ უნდა მუშაობდეთ, დიდია ეს საქმე თუ პატარა, უნდა გააცნობიეროთ, რატომ ხართ ამ საქმით დაკავებული. ეს შეგახსენებთ და თქვენი ქმედებებიც პირდაპირ იქნება თქვენს პირად თუ პროფესიონალურ მიზნებთან მიბმული.

როგორ დავიწყოთ ამ კითხვის დასმა? როდესაც გამოცდებისთვის მეცადინეობა გიძნელდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ სწავლობთ? ალბათ, უფრო იმისთვის, რომ მოიპოვოთ დიპლომი, რომელიც კარიერისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გასაღები გახდება… როდესაც იმედგაცრუებული ხართ, რომ თქვენი საქმე უფრო ნელა მიდის წინ, ვიდრე ელოდით, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ აკეთებთ ამ საქმეს და გაგახსენდებათ, რომ ეს ძალისხმევა ემსახურება თქვენს წინსვლას.


როგორ გავაუმჯობესო და უკეთ ვაკეთო კონკრეტული საქმე?


ეს კითხვა სასარგებლოა მაშინ, როდესაც ამჩნევთ, რომ თქვენი მიდგომა სასურველ შედეგს ვერ გაძლევთ. როცა ამ კითხვას სვამთ, იწყებთ საკუთარი აზროვნების სტილისა და ალტერნატიული ხედვის გარჩევას. ეს ზრდის ნიშანია. თუკი მიდგომას შეცვლით, ეს თქვენს აზროვნებაზეც აისახება.
როგორ დავსვათ ეს კითხვა? როდესაც შინაგანი ხმა გეტყვით, რომ რაიმეს გადალახვას ვერ შეძლებთ, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს უბრალოდ გონების თამაშია, ის სტილი, რომლითაც ახლა თქვენი ტვინი ფიქრობს. მის შესაცვლელად დასვით კითხვა: რატომ არ ვცადო? ცდა მაინც ხომ შემიძლია… შემდეგ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და ჰკითხეთ თქვენს თავს, რა მჭირდება უნარების გასაუმჯობესებლად და ამ პრობლემის მოსაგვარებლად? როდესაც თქვენი გონება ზრდაზე ადაპტირდება, იცვლებით და აცნობიერებთ მნიშვნელოვან გაკვეთილს: ძალისხმევის საშუალებით, დროთა განმავლობაში, თქვენი ძლიერი მხარეებისა და უნარების გაუმჯობესება შეგიძლიათ. ასეთი აზროვნება გაზრდის თქვენს მოტივაციას და წინ წასვლის საშუალებას მოგცემთ.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0