x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არსება საშინელებათა ფილმიდან"-ახალ ზელანდიელმა დედის სამზარეულოში უცნაური მატლი აღმოაჩინა
image

როგორც Daily Mail-ი იუწყება, ახალ ზელანდიელმა ტიმ კლარკმა დედის სამზარეულოში აღმოაჩინა უცნაური არამიწიერი მწერის თუ მატლის მაგვარი არსება, გადაუღო ვიდეო, დადო სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა.რამდენიმე დღეა ყველა ცდილობს გაარკვიოს რა არსებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა თვით მეცნიერებიც კი დააინტერესა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტომს დედამ დაურეკა და უთხრა, რომ სამზარეულოში რაღაც უცნაური არსებები აღმოაჩინა, ადგილზე მისული ტიმი ფიქრობდა, რომ იქ ყველაზე მეტი ტარაკანებს თუ ნახავდა, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ტომი ისე დააბნია აღმოჩენილმა, რომ გადაუღო ვიდეო და სოციალურ ქსელში ატვირთა კითხვით ვინმემ თუ იცოდა რა იყო ეს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

image


ზოგი ფიქრობს, რომ ამ პაწია საზიზღარ არსებებს რაღაც საერთო აქვთ ღამურებთან და მწერებთან ერთად აღებული.ამ ფაქტით ეტიმოლოგებით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ არსება შესაძლოა ფარვანას მორჩენილი თათები იყოს, რომელიც რაღაცამ შეჭამა, მაგალითად კატამ და თათები რომ მოძრაობს სავსებით ნორმალურია, ეტიმოლოგმა ერიკ ედვარდსმა კი აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა არის მატლები, რომელიც თაგვის კუდში გამოიჩეკა, ოკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრი ორად გაიყო, ზოგს მიაჩნია, რომ ვიდეო ფეიკია, ხოლო ზოგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს იყოს გრძელკუდა ლარვას ახალი უცნობი სახეობა.

image


0
325
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0