x
image
თორ ნიკე
Mediator image
რა დაგვემართება, თუ მზე გაქრება?
რა დაგვემართება,  თუ მზე გაქრება?


ჰიპოთეტური მსჯელობები ძალიან საინტერესოა მეცნიერებისთვის და ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეტური დაშვებაა ის, თუ რა დაემართება დედამიწას თუ ამ წამს მზე უბრალოდ გაქრება. ამ შემთხვევაში გრავიტაცია შეიცვლება მომენტალურად, თუმცა აინშტაინმა დაამატკიცა, რომ გრავიტაციის და სინათლის სიჩქარე ერთნაირი სისწრაფით ვრცელდება სამყაროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი 8 წუთი გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, უკვე გამქრალ მზესაც კი დავინახავთ მთელი 8 წუთის განმავლობაში ცაზე. შემდეგ კი, გავაცნობიერებთ, რომ მზე გაქრა. ამ 8 წუთის განმავლობაში დედამიწა იმ წერტილის გარშემო გააგრძელებს ტრიალს, სადაც მზე იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ის მოწყდება ორბიტას და სწორ ხაზზე გააგრძელებს კოსმოსში ფრენას და აი ამ დროს დაიწყება დედამიწაზე პანიკა.


შეწყდება ფოტოსინთეზის პროცესი და მცენარეთა უმეტესობა რამდენიმე დღეში განადგურდება. ფოტოსინთეზის შეწყვეტა კი გამოიწვევს ჟანგბადის მკვეთრ დეფიციტს და ყოველგვარი აერობული სიცოცხლე გადაშენების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მათ შორის ჩვენც. თუმცა გადაშენება არ დაიწყება მომენტალურად, ვინაიდან ყველა მცენარეს, ცხოველს, კაცობრიობას საკმაირის ჟანგბადი ექნება ატმოსფეროში იმისთვის, რომ ისუნთქოს ფოტოსინთეზის გარეშეც კი მომდევნო 1000 წლის განმავლობაში. ხეები რამდენიმე წელს გაძლებენ. რაც შეეხება მიკროორგანიზმებს - მათ არაფერი ემუქრებათ. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ნამდვილად შენარჩუნდება.


პირველი კვირის განმავლობაში დედამიწაზე მკვეთრად დავარდება ტემპერატურა და სასუალოდ იქნება 0 გრადუსი ცელსიუსით. არც ისე საშიშად ჟღერს. ასე რომ პირველი რამდენიმე თვე არც ისე ცუდად იქნება ამ მხრივ სიტუაცია მზის გარეშეც კი. მაგრამ მზის გაქრობიდან პირველი წლის თავზე იმდენად აცივდება, რომ თუ გადარჩენა უნდა რაიმე ცოცხალს, მაშინ მიწისქვეშეთში გადანაცვლება მოგვიწევს. რაც უფრო ღრმად ჩავალთ მიწისქვეშეთში და შორს ვიქნებით გაყინული ზედაპირიდან, გადარჩენის მეტი შანსები იქნება.



ოკეანეები სრულად გაიყინება, ოღონდ მხოლოდ მათი ზედაპირი. რა თქმა უნდა ყინული ზედაპირზე იქნება ძალიან სქელი, მაგრამ სიღრმეში ოკეანის წყლის უდიდესი ნაწილი თხევადი სახით განაგრძობს არსებობას მილიარდობით წლის განმავლობაში, ვინაიდან დედამიწის ბირთვი კვლავ აქტივობას განაგრძობს ამ დროის მანძილზე და დარჩება ისეთივე ძალიან ცხელი, როგორიც ახლაა (6 მილიონი გრადუსი ცელსიუსი).


მაგრამ რა გველის ადამიანებს? ასტრონომიის პროფესორი ერიკ ბლექმანი ამტკიცებს, რომ მზის გარეშე შევძლებთ ცხოვრებას, ვინაიდან გამოვიყენებთ ვულკანურ სითბოს როგორც საცხოვრებელთა გასათბობად, ასევე სხვა მიზნებისთვის. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მზე უბრალოდ ჩაქრება და გადაიქცევა შავ ხვრელად, ვინაიდან ამ შემთხვევაში სწორედ ამ შავი ხვრელის გარშემო გააგრძელებს დედამიწა ტრიალს ზუსტად ისევე, როგორც იქამდე. მაგრამ თუ მზე საერთოდ გაქრება, ანიჰილირდება, მაშინ დედამიწა მზის გაქრობიდან 8 წუთში მოწყდება თავის ორბიტას და ის დაიწყებს კოსმოსში მოგზაურობას, რაც ძალიან საშიშია და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს კაცობრიობისთვის, ვინაიდან კოსმოსში მოხეტიალე დედამიწასთან რაიმე უცხო ობიექტის შეჯახებაც კი უზარმაზარ ზიანს მოგვაყენებს. თუმცა ამასაც შესაძლოა გადავურჩეთ თუ გვექნება კოსმოსური ობიექტების მოგერიების რაიმე საშუალება და ტექნოლოგია.


თუ გამოვრიცხავთ რაიმე დიდ შეჯახებებს რაც დედამიწას გაანადგურებს, მაშინ მას შეეძლება იმოგზაუროს ღია კოსმოსის დაუსრულებელ სივრცეში მილიარდობით წლის განმავლობაში ზედაპირის სრულიად ყინულით დაფარულმა, მაგრამ მისი ოკეანეების სიღრმეში ყინულქვეშ სიცოცხლე ისევ იქნება გავრცელებული. მით უმეტეს ბაქტერიული. ისინი უბრალოდ ძალიან კარგად იგრძნობენ თავს, გამრავლდებიან და განაგრძობენ ევოლუციის პროცესს. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ კი შესაძლოა დედამიწამ ჩაუაროს რომელიმე ვარსკვლავს ისეთ მანძილზე რომ მის გრავიტაციულ ველში მოექცეს, დაიწყოს ტრიალი მის გარშემო და დედინაცვლის სითბოთი გაითბოს საკუთარი ოკეანეები, აღადგინოს ფოტოსინთეზის პროცესი და ცხოვრება დაახლოებით იმავე რიტმს დაუბრუნდეს, რაც მზის გაქრობამდე იყო.


ჩვენი მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ განადგურდება. ვარსკვლავის დაბერების პროცესი მას გადააქცევს წითელ გიგანტად და შემდეგ აფეთქდება. ამიტომ კარგი იქნება ვიფიქროთ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ხელოვნურად შეიცვალოს ჯერ დედამიწის ორბიტა, ის უფრო და უფრო დავაშოროთ მზეს და ბოლოს საერთოდ მოვწყვიტოთ ხელოვნურად მის ორბიტას და კოსმოსში გავაგრძელოთ ხეტიალი ისე, რომ ჩვენივე პლანეტა გამოვიყენოთ გიგანტურ კოსმოსურ ხომალდად, ვიპოვოთ ახალი, ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც აქტივობის, სიცოცხლის დიდი დრო აქვს დარჩენილი და მის გარშემო დავაწყებინოთ ბრუნვა ჩვენს პლანეტას. დღეს შეიძლება ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად ჟღერდეს, ვინაიდან ჩვენ კარდაშევის შკალის ტიპი 0 ცივილიზაცია ვართ, მაგრამ როდესაც ვიქნებით ტიპი 2 ან ტიპი 3, პლანეტების გადაადგილება სრულიად შესაძლებელი იქნება თუნდაც ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიებით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)

2. ბერძნული ღმერთების ოჯახი (+160 სამეცნიერო სტატია)

3. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

4. სტალინი ქართველების შესახებ

5. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0